მოსაზრება: მერკელი „გაზის საქმეებს“ ხურავს

© photo: Sputnik / Sergei Guneev / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი და ანგელა მერკელი
ვლადიმირ პუტინი და ანგელა მერკელი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
გამოწერა
იგორ იუშკოვი – რუსეთის მთავრობასთან არსებული ფინანსური უნივერსიტეტის ექსპერტი Sputnik-სთვის
ანგელა მერკელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის რანგში ერთ-ერთ ბოლო ოფიციალურ ტურნეს მართავს. 20 აგვისტოს იგი მოსკოვში ვლადიმირ პუტინს შეხვდა, ორი დღის შემდეგ კი კიევს ესტუმრა. მარშრუტი ისე გამოიყურება, თითქოს ფრაუ კანცლერმა შუამავლის როლი მოირგო. მაგრამ მერკელს ალბათ მხოლოდ თავისი საქმეების ბოლომდე მიყვანა უნდა, რაც გერმანულ ხასიათს შეესატყვისება. ბოლო წლებში გერმანია აქტიურად მონაწილეობდა აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებში.
ანგელა მერკელისა და ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი თემა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტის რეალიზაცია იყო. ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნების ლიდერები რეგულარულად იხილავდნენ მშენებლობის მსვლელობასა და გაზსადენის რეგულირების საკითხს. მაგრამ სწორედ 2021 წელს განისაზღვრა თამაშის საბოლოო წესები.
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2021
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს მილები დანიის წყლებში გაყვანილია
საკვანძო მოვლენები ამ ზაფხულს გათამაშდა. 16 ივნისს ვლადიმირ პუტინი შეხვდა ჯოზეფ ბაიდენს ჟენევაში, სადაც მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს, ალბათ ასევე „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის საკითხი. 22 ივნისს ტელეფონით საუბრისას პუტინი მერკელს ჟენევაში ჩატარებული შეხვედრის შედეგებზე ესაუბრა. ერთი თვის შემდეგ, 21 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტს უკვე გერმანიის კანცლერი შეხვდა, რის შემდეგაც პუტინს დაურეკა და შედეგებზე ესაუბრა.
სწორედ ამ მოლაპარაკებების შედეგად ჩამოყალიბდა მრავალმხრივი დაპირებების კომპლექსი, რომელთა ფარგლებშიც დასრულდება და ამოქმედდება გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“. მერკელს რუსეთსა და უკრაინაში ვიზიტების ფარგლებში კიდევ ერთხელ სურს შეამოწმოს გაზის საკითხში მხარეთა ფორმალური და არაფორმალური ვალდებულებები.
გასარკვევია, რა ვალდებულებები აიღო თითოეულმა ქვეყანამ?

შეთანხმებები და სანქციები

შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ 2021 წლის 21 ივლისს მერკელისა და ბაიდენის მოლაპარაკებების შემდეგ გამოაქვეყნეს „ერთობლივი განცხადება“. მიუხედავად იმისა, რომ ეს დოკუმენტი არ წარმოადგენს ოფიციალურ საერთაშორისო შეთანხმებას, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მხარეები მას შეასრულებენ.
ჩრდილოეთის ნაკადი-2 - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
შეერთებულმა შტატებმა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს ახალი სანქციები დაუწესა
დოკუმენტიდან ჩანს, რომ აშშ არ დააწესებს ახალ სანქციებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ. ამასთან, ძველი სანქციები ძალაში დარჩება (2019 წელს ვაშინგტონმა აკრძალა პროექტისთვის სამშენებლო მომსახურების გაწევა და მისი დაფინანსება). ამის გამო მილების გამყვანი ხომალდები სამშენებლო ზონიდან გაიყვანა შვეიცარიულმა კომპანიამ Allseas-მა, რუსეთს კი წელიწადი დასჭირდა იმისთვის, რომ საკუთარი ხომალდები მოემზადებინა და მშენებლობა განეახლებინა.
აშშ-ის ხელისუფლებას ყოველ 90 დღეში ერთხელ ახალი ხომალდები და მათი მესაკუთრეები შეჰყავს სანქციების დამრღვევების „შავ სიაში“ იმის გამო, რომ ამ უკანასკნელთ გაჰყავთ მილსადენი. თუმცა ეს მშენებლობის დასრულებას ხელს არ უშლის.
აშშ იხილავდა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ექსპლუატაციაზე ნებართვის გაცემის აკრძალვასაც. მაგრამ ამ შემთხვევაში მოუწევდა გერმანიის სახელმწიფო ორგანოების დაჯარიმება, რაც გერმანულ–ამერიკულ ურთიერთობებზე კოლოსალურად უარყოფით გავლენას იქონიებდა.
ჩრდილოეთის ნაკადი-2 - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
უსარგებლო წინააღმდეგობა: ბაიდენი და მერკელი „ჩრდილოეთის ნაკადზე“ შეთანხმდნენ
ბაიდენის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ ბერლინთან კარგი კონტაქტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რუსული გაზსადენის მშენებლობის შეჩერება. მაგრამ აშშ ალბათ გააგრძელებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ მოქმედებას, ამჯერად მისი გამართულად ექსპლუატაციის ხელის შეშლის გზით.

ვაჭრობა უკრაინული ტრანზიტის ირგვლივ

გერმანიამ აშშ-თან მოლაპარაკებებში შეძლო დაეცვა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის რეგულირების საერთო ევროპული ფორმატი. ვაშინგტონს სურდა მექანიზმის შექმნა, რომლის მეშვეობითაც გაზსადენი ავტომატურად ჩაიკეტებოდა, თუ რუსეთი, დასავლეთის ქვეყნების გადასახედიდან, არასწორად მოიქცეოდა. ბუნებრივია, რომ კრემლს ყოველდღე დაადანაშაულებდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ ცოდვაში და გაზსადენი ნორმალურად ვერასდროს იმუშავებდა.
მერკელმა მოახერხა პროექტის დაცვა ასეთი პერსპექტივისგან: ის იმუშავებს საერთო ევროპული კანონმდებლობის შესაბამისად, როგორც ნებისმიერი სხვა გაზსადენი.
სახელმწიფო დუმა - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
უკრაინა რუსეთზე ზეწოლის ბერკეტია: დუმაში „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე გარიგება შეაფასეს
ამისათვის გერმანიამ თავის თავზე აიღო არაერთი ვალდებულება. პირველ რიგში, ბერლინი რუსეთს სანქციებს დაუწესებს და ევროკავშირის დონეზე დაიცავს მათ, თუ მოსკოვი ენერგიას გამოიყენებს როგორც „იარაღს“, ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში. თუმცა ასეთი მოქმედებისთვის დასავლეთის ქვეყნები ისედაც შემოიღებდნენ ანტირუსულ სანქციებს. გერმანიამ მხოლოდ დაადასტურა ეს „ერთობლივი განცხადების“ ტექსტში.
ბერლინმა იტვირთა ასევე ყველა ხელმისაწვდომი ბერკეტის გამოყენების ვალდებულება 2024 წლის შემდეგ რუსული გაზის უკრაინის გავლით ტრანზიტის 10 წლით გასახანგრძლივებლად.
უკრაინის ტერიტორიაზე გაზის ტრანზიტის საკითხში მნიშვნელოვანია რუსეთისა და გერმანიის ვალდებულებების გამიჯვნა. ბერლინი ირწმუნება, რომ ყველა ღონეს იხმარს, რათა რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ ტრანზიტის შენარჩუნებაზე, მაგრამ მოსკოვი 2024 წლის შემდეგ ჯერ არანაირ ვალდებულებებზე არ საუბრობს.
ვლადიმირ პუტინმა მერკელის ამჟამინდელი ვიზიტის ფარგლებში ისაუბრა ორ თეზისზე. პირველ რიგში, „გაზპრომი“ შეასრულებს ტრანზიტის შესახებ მოქმედ კონტრაქტს, რომელსაც ვადა ეწურება 2024 წლის 31 დეკემბერს. მეორე – რუსეთი უარს არ ამბობს უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტზე და ეს, პრინციპში, დამოკიდებულია იმ პირობებზე, რომლებსაც მას კიევი შესთავაზებს.
Nord Stream 2  - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2021
სიგნალი უკმაყოფილოთათვის: აშშ-მა „ჩრდილოეთის ნაკადის“ საკითხში სპეცწარმომადგენელი დანიშნა

ეკონომიკა პოლიტიკის გარეშე და პოლიტიკა ეკონომიკის გარეშე

2024 წლის შემდეგ უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შენარჩუნების პრობლემა ნელ-ნელა ვაჭრობის საგნად ყალიბდება როგორც კიევთან, ისე ევროპასთან.
რუსეთს მოლაპარაკებაში ძლიერი პოზიცია უჭირავს – მიაჩნია, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ეკონომიკური პროექტია. ამიტომ უკრაინამ 2024 წლის შემდეგაც უნდა გაუწიოს კონკურენცია ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის სხვა მარშრუტებს. მაგრამ მას ამის გაკეთება გაუჭირდება. რადგან:
1) იამალიდან, სადაც გადაინაცვლა რუსული გაზის მოპოვების ცენტრმა, გერმანიის საზღვრამდე „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გავლით მანძილი 1800 კმ-ით ნაკლებია, ვიდრე უკრაინის გავლით.
2) რადგან მანძილი ნაკლებია, გაზის მისაწოდებლადაც ნაკლები ენერგია იხარჯება (გარდა ამისა, „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ დაყენებულია ახალი, ენერგოეფექტური გაზის კომპრესორული სადგურები). ეს მნიშვნელოვანია, რადგან ევროკავშირი მომავალში გეგმავს ბუნებრივი აირის ნახშირბადის კვალის გათვლას (სათბური გაზების გაფრქვევის რაოდენობა). უკრაინის გავლით გაზის მიწოდებისას გაცილებით მეტი СО2 გაიფრქვევა, ვიდრე „ჩრდილოეთის ნაკადის“ გავლით მიწოდებისას.
„ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
გერმანია „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის საკითხში აშშ-თან პროგრესს ამჩნევს
3) „გაზპრომისთვის“ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ით გაზის ტრანზიტი უფრო მომგებიანია, ვიდრე უკრაინის გავლით ტრანზიტი, ვინაიდან პირველ შემთხვევაში კონცერნი ტრანზიტისთვის ფულს უხდის თავის „შვილობილს“ (პრაქტიკულად, თავის თავს), მეორე შემთხვევაში კი „უკრაინის გაზის სატრანსპორტო სისტემის ოპერატორს“ (უკრაინის სახელმწიფო კომპანიას).

ტრანზიტის შენარჩუნება შესაძლებელია

მაგრამ ყველა სირთულის მიუხედავად უკრაინას გარკვეულ პირობებში ტრანზიტის შენარჩუნების შანსი აქვს. თუ ის შეამცირებს ტარიფს, მაშინ მოლდავეთსა და რუმინეთში რუსული გაზის ტრანზიტს შეძლებს. ეს ქვეყნები გეოგრაფიულად მოხერხებულადაა განლაგებული, რათა გაზი უკრაინის გავლით მიიღონ. მაგრამ ახლა ტრანზიტზე დაწესებული მაღალი ტარიფების გამო რუმინეთი გაზს „თურქული ნაკადიდან“ იმარაგებს.
მეორე: რუსეთისთვისაც და უკრაინისთვისაც უფრო სასურველი ვარიანტია – თუ ევროპა 2024 წლის შემდეგ გაზრდის რუსული გაზის იმპორტს, მაშინ ის უბრალოდ ვერ ჩაეტევა შემოვლით გაზსადენებში და „გაზპრომი“ უკრაინულ გაზსადენსაც დატვირთავს.
ჩრდილოეთის ნაკადი-2 - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2021
მოსაზრება: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს ბოლო ბრძოლა გამოუცხადეს
პუტინმა მერკელთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ნათლად მიანიშნა, რომ რადგან გერმანიამ თავის თავზე აიღო ტრანზიტის ხელშეწყობის ვალდებულება, მაშინ რუსული გაზის შესყიდვის მოცულობის გარანტორადაც უნდა გამოვიდეს. რუსეთს არ შეუძლია და არ სურს ცალმხრივად იტვირთოს უკრაინული გაზსადენის დატვირთვის ვალდებულება 2024 წლის შემდეგ. ან რატომ უნდა გააკეთოს ეს, თუ აღნიშნული სცენარი რუსეთისთვის მომგებიანი არ არის?
უკრაინა და გერმანია ჯერჯერობით არ გამოხატავენ რეალურ სურვილს, ჩაებან 2024 წლის შემდეგ ტრანზიტის შენარჩუნების შესახებ კონსტრუქციულ დიალოგში. ზელენსკიმ 22 აგვისტოს მერკელის კიევში ვიზიტის ფარგლებში განაცხადა, რომ არ ისაუბრებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე – როგორც ეკონომიკურ პროექტზე.
გერმანიის კანცლერმა კი, თავის მხრივ, განაცხადა, რომ 25 წლის შემდეგ ევროპა აღარ იქნება დამოკიდებული გაზის იმპორტზე, რაც არ მოწმობს რუსული გაზის იმპორტის ზრდის გეგმებზე.
ეს ცუდი ახალი ამბავია, უპირველეს ყოვლისა, უკრაინისთვის, რომლის ხელმძღვანელობასაც მიაჩნია, რომ თუ მუდმივად დაადანაშაულებს რუსეთს გაზის იარაღად გამოყენებაში, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს აუცილებლად გადაკეტავენ, რაც შესაძლებლობას მისცემს, კვლავ გაყიდოს თავისი, როგორც გაზის უალტერნატივო გადამტანის, სტატუსი.
მაგრამ რაკიღა 50 წელზე მეტია, სსრკ და რუსეთი ერთმანეთს არ უკავშირებენ გაზსა და პოლიტიკას, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ამაში კრემლი მომავალში ამხილონ.
ამჯერად მერკელი ბერლინში ვალმოხდილი ბრუნდება. მან კიდევ ერთხელ შეათანხმა მაღალ დონეზე რუსული გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. მაგრამ სწორედ საქმეების დასრულების ეს მცდელობა უთითებს იმაზე, რომ იგი ალბათ არ დაიკავებს გერმანიის სპეცწარმომადგენლის თანამდებობას 2024 წლის შემდეგ უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შენარჩუნების საკითხებში, რასაც მას დაჟინებით უწინასწარმეტყველებენ სხვადასხვა არხები.
ყველა ახალი ამბავი
0