გერმანია „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის საკითხში აშშ-თან პროგრესს ამჩნევს

© photo: Sputnik / Dmitry lel'chuk / გადასვლა მედიაბანკში„ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მშენებლობა
„ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
გამოწერა
გერმანიისა და აშშ-ის ლიდერების შეხვედრა 15 ივლისს გაიმართება ვაშინგტონში, სადაც ისინი, სხვა საკითხებთან ერთად, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ბედზეც იმსჯელებენ.
თბილისი. 14 ივლისი — Sputnik. გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-თან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ამერიკის შეერთებულ შტატებთან პროგრესია მიღწეული, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა.
აღნიშნულის შესახებ РИА Новости წერს საინფორმაციო სააგენტო DPA-ზე დაყრდნობით.
„ბოლო კვირების განმავლობაში ბევრი წინასწარი სამუშაო ჩატარდა და მიმაჩნია, რომ ჩვენი პოზიციები ბევრ პუნქტში დაახლოვდა“, — ციტირებს სააგენტო მინისტრს.
მაასმა არ დაზუსტა, მოსალოდნელია თუ არა გარღვევა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოლაპარაკებებში „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის თაობაზე, რომელიც თეთრ სახლში 15 ივლისს უნდა გაიმართოს. ამასთან მინისტრი აცხადებს, რომ „მიზანი მიღწეული იქნება“, ოღონდ როდის, ვადებს არ აკონკრეტებს. მისი თქმით, ამ შემთხვევაში ვადები მეორე პლანზე ინაცვლებს.
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
გერმანია „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ ახალ სანქციებს არ გამორიცხავს
მანამდე ანგელა მერკელი აცხადებდა, რომ ვაშინგტონში მისი ვიზიტისას მხარეები, გარდა ორმხრივი ურთიერთობებისა, ასევე განიხილავენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის და უკრაინისთვის რუსული გაზის ტრანზიტით უზრუნველყოფის საკითხებსაც.
პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გაზსადენის ორი ტოტის მშენებლობას ითვალისწინებს რუსეთის სანაპიროებიდან გერმანიამდე ბალტიის ზღვის გავლით. საერთო სიმძლავრე — წელიწადში 55 მლრდ კუბომეტრი ბუნებრივი აირი. გაზსადენი გადის რუსეთის, ფინეთის, შვედეთის, დანიისა და გერმანიის ეკონომიკურ ზონებზე ან ტერიტორიულ წყლებზე. ამ დროისათვის გაზსადენის მშენებლობა თითქმის დასრულებულია: პირველი ტოტი უკვე აგებულია, მეორე კი შესაძლოა აგვისტოს ბოლოსთვის დამთავრდეს. პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგება აშშ, რომელიც ევროკავშირს რუსული გაზის სანაცვლოდ საკუთარ გათხევადებულ აირს სთავაზობს.
ყველა ახალი ამბავი
0