გერმანია „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ ახალ სანქციებს არ გამორიცხავს

© photo: Sputnik / Ekaterina Solovieva / გადასვლა მედიაბანკში„ჩრდილოეთის ნაკადი-2“
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
გამოწერა
მანამდე გერმანიის ბუნდესტაგმა არ მიიღო რეზოლუცია რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მიმართ ახალი ამერიკული სანქციების დაწესება გამორიცხული არ არის, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა, რის თაობაზეც წერს სააგენტო Bloomberg-ი.

„არ ვიტყოდი, რომ ახლი სანქციები აღარ იქნება. როგორც დემოკრატები, ისე რესპუბლიკელები არ არიან პოზიტიურად განწყობილი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მიმართ“, — აღნიშნა მაასმა.
Ангела Меркель - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2021
დავა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გარშემო: მერკელი ვაშინგტონში გაემგზავრება

თუმცა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარე დისკუსიები იძლევა იმედს, რომ უახლოეს თვეებში პრობლემა გადაიჭრება „ისე, რომ ეს თემა გერმანიასა და აშშ-ს შორის კონფლიქტის საგანი აღარ იყოს“.

მანამდე ბუნდესტაგმა უარი თქვა რუსული გაზსადენის წინააღმდეგ რეზოლუციის მიღებაზე. როგორც მედია იუწყებოდა, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ვაშინგტონში ვიზიტისთვის ემზადება, რათა აშშ-ის მთავრობასთან „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-თან დაკავშირებული დავა მოაგვაროს.

 

ყველა ახალი ამბავი
0