სიგნალი უკმაყოფილოთათვის: აშშ-მა „ჩრდილოეთის ნაკადის“ საკითხში სპეცწარმომადგენელი დანიშნა

© photo: Sputnik / Sergey GuneevNord Stream 2
Nord Stream 2  - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2021
გამოწერა
რუსული გაზსადენის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა დიპლომატი, რომელიც ცნობილია თავისი მძაფრად ნეგატიური დამოკიდებულებით „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მიმართ.
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩევლად დიპლომატი ამოს ჰოჰშტეინი დანიშნა, რომლის უპირველესი ამოცანა მშენებარე გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პრობლემატიკა იქნება.
აღნიშნულის თაობაზე ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზეა გამოქვეყნებული.
„ვნიშნავ ამოს ჰოჰშტეინს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში უფროს მრჩევლად... უახლოეს მომავალში ის ყურადღებას გაამახვილებს იმ ღონისძიებების განხორციელებაზე, რომლებიც შეამცირებს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-თან დაკავშირებულ რისკებს, როგორც ეს ნათქვამია უკრაინის მხარდაჭერის, ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ჩვენი კლიმატური მიზნების შესახებ აშშ–გერმანიის ერთობლივ განცხადებაში“, — წერია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.
ბლინკენი ხაზს უსვამს, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია აპირებს გამოიყენოს ენერგეტიკული დიპლომატია „კრემლისთვის წინააღმდეგობის გასაწევად“, რათა ამ უკანასკნელმა ენერგია გეოპოლიტიკურ იარაღად არ გამოიყენოს.
აშშ-ის სენატი - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2021
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“: რესპუბლიკელმა სენატორებმა ბაიდენს ულტიმატუმი წაუყენეს
გავრცელებული ინფორმაციით, ჰოჰშტეინი ცნობილია როგორც „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის სასტიკი მოწინააღმდეგე. მანამდე მას სხვადასხვა დროს ეკავა პრეზიდენტის მრჩევლისა და სახელმწიფო დეპარტამენტის სპეცწარმომადგენლის თანამდებობები საერთაშორისო ენერგეტიკულ საკითხებში.
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის საკითხებში სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე კომენტარი უკვე გაკეთდა რუსეთში. სენატორ ალექსეი პუშკოვის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ აშშ, დიდი ალბათობით, წინააღმდეგობას გაუწევს გაზსადენის ამოქმედებას და რუსეთისთვის ნეგატიურ არაერთ პირობასა და მოთხოვნას წამოაყენებს. სენატორის აზრით, ეს დანიშვნა არის სიგნალი გაზსადენის აგებით უკმაყოფილო ყველა მხარისთვის, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია არ აპირებს სიტუაცია თვითდინებაზე მიუშვას, და რომ ის აქტიურ გავლენას მოახდენს მასზე.
ყველა ახალი ამბავი
0