https://sputnik-georgia.com/20210910/crdiloetis-nakadi2-is-msenebloba-damtavrda-259499594.html
„გაზპრომი“: მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა დამთავრდა
„გაზპრომი“: მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა დამთავრდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა დასრულდა, განაცხადეს „გაზპრომში“. 10.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-10T18:24+0400
2021-09-10T18:24+0400
2021-09-12T16:54+0400
პოლიტიკა
ეკონომიკა
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252227405_0:116:3233:1934_1920x0_80_0_0_dfbfc994179ed9306a3c658c50563ed0.jpg
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა დასრულდა, განაცხადეს „გაზპრომში“.მილსადენის ამუშავება წლის ბოლომდე იგეგმება.„ჩრდილოეთის ნაკადი 2“მაგისტრალი რუსეთიდან გერმანიამდე ბალტიის ზღვის ფსკერზე აიგო. მისი ორი ტოტის სიმძლავრე წელიწადში 55 მლრდ კუბური მეტრი გაზია. მილების გაყვანას სამი წელი დასჭირდა.გაზსადენს აქტიურად ეწინააღმდეგებოდა უკრაინა, რომელიც ტრანზიტიდან შემოსავლების დაკარგვას უფრთხის, და ასევე აშშ, რომელიც ევროპაში თავისი გათხევადებული ბუნებრივი აირის გატანითაა დაინტერესებული. ვაშინგტონმა რამდენჯერმე დაუწესა სანქციები იმ კომპანიებს, რომლებიც პროექტის მშენებლობასთან იყვნენ კავშირში, რის გამოც სამუშაოები თითქმის ერთი წლით შენელდა. ამასთან გაზსადენს აქტიურად უჭერდნენ მხარს გერმანია და ავსტრია.ჯერჯერობით გადაუჭრელად რჩება დავა გაზზე ევროკავშირის განახლებული დირექტივის გამო, რომელიც ძალაში 2019 წლის 23 მაისს შევიდა. მისი ნორმატივების თანახმად, ამ თარიღის შემდეგ გაყვანილი მილსადენი ნაწილობრივ ან ალტერნატიულმა მიმწოდებელმა უნდა შეავსოს, ან ევროკავშირის ტერიტორიაზე გამავალი მისი მონაკვეთი გარეშე კომპანიას უნდა ეკუთვნოდეს. გერმანიის მარეგულირებლისა და სასამართლოს დადგენილებით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ დოკუმენტის მოქმედების ქვეშ რჩება.რუსეთს ეს არ აწყობს. მოსკოვის აზრით, გასათვალისწინებელია არა ტექნიკური, არამედ ეკონომიკური არგუმენტაცია: დირექტივის განახლების მომენტისთვის პროექტში მილიარდიანი ინვესტიციები იყო ჩადებული — წინა სამართლებრივი ვითარების გათვალისწინებით.
https://sputnik-georgia.com/20210908/masmediasi-crdiloetis-nakadi-2-is-amoqmedebis-tariri-gamoqveynda-259441429.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252227405_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_e1cbedac344f31dc0723c375cb2726d5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ეკონომიკა, რუსეთი
პოლიტიკა, ეკონომიკა, რუსეთი
„გაზპრომი“: მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა დამთავრდა
18:24 10.09.2021 (განახლებულია: 16:54 12.09.2021) თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა დასრულდა, განაცხადეს „გაზპრომში“.
„ოპერატიულ თათბირზე „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ დღეს, მოსკოვის დროით დილის 08:45 საათზე გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა სრულად დამთავრდა“, — ნათქვამია კომპანიის Telegram-არხზე.
მილსადენის ამუშავება წლის ბოლომდე იგეგმება.
მაგისტრალი რუსეთიდან გერმანიამდე ბალტიის ზღვის ფსკერზე აიგო. მისი ორი ტოტის სიმძლავრე წელიწადში 55 მლრდ კუბური მეტრი გაზია. მილების გაყვანას სამი წელი დასჭირდა.
გაზსადენს აქტიურად ეწინააღმდეგებოდა უკრაინა, რომელიც ტრანზიტიდან შემოსავლების დაკარგვას უფრთხის, და ასევე აშშ, რომელიც ევროპაში თავისი გათხევადებული ბუნებრივი აირის გატანითაა დაინტერესებული. ვაშინგტონმა რამდენჯერმე დაუწესა სანქციები იმ კომპანიებს, რომლებიც პროექტის მშენებლობასთან იყვნენ კავშირში, რის გამოც სამუშაოები თითქმის ერთი წლით შენელდა. ამასთან გაზსადენს აქტიურად უჭერდნენ მხარს გერმანია და ავსტრია.
ჯერჯერობით გადაუჭრელად რჩება დავა გაზზე ევროკავშირის განახლებული დირექტივის გამო, რომელიც ძალაში 2019 წლის 23 მაისს შევიდა. მისი ნორმატივების თანახმად, ამ თარიღის შემდეგ გაყვანილი მილსადენი ნაწილობრივ ან ალტერნატიულმა მიმწოდებელმა უნდა შეავსოს, ან ევროკავშირის ტერიტორიაზე გამავალი მისი მონაკვეთი გარეშე კომპანიას უნდა ეკუთვნოდეს. გერმანიის მარეგულირებლისა და სასამართლოს დადგენილებით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ დოკუმენტის მოქმედების ქვეშ რჩება.
რუსეთს ეს არ აწყობს. მოსკოვის აზრით, გასათვალისწინებელია არა ტექნიკური, არამედ ეკონომიკური არგუმენტაცია: დირექტივის განახლების მომენტისთვის პროექტში მილიარდიანი ინვესტიციები იყო ჩადებული — წინა სამართლებრივი ვითარების გათვალისწინებით.