მასმედიაში „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამოქმედების თარიღი გამოქვეყნდა

© photo: Sputnik / Ekaterina Solovieva / გადასვლა მედიაბანკში„ჩრდილოეთის ნაკადი2“
„ჩრდილოეთის ნაკადი2“ - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2021
გამოწერა
სახელმწიფო კორპორაციის ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა ამას წინათ განაცხადა, რომ კომპანია გაზს მილსადენში 2021/2022 ზამთრის სეზონზე გაუშვებს.
თბილისი, 8 სექტემბერი - Sputnik. „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა ამას წინათ განაცხადა, რომ კომპანია გაზს ახალ მილსადენში 1 ოქტომბრიდან გაუშვებს, იუწყება სააგენტო Bloomberg წყაროზე დაყრდნობით. ამის შესახებ წერს РИА Новости.
აქვე მითითებულია, რომ ევროპის გაზის ტრანსპორტირების სისტემაში საწვავის ფაქტობრივი გაშვების ვადა დამოკიდებული იქნება გერმანელი მარეგულირებლის გადაწყვეტილებაზე.
„გაზპრომს“ „რია ნოვოსტისთან“ ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
სახელმწიფო კორპორაციის ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა ამას წინათ განაცხადა, რომ კომპანია გაზს მილსადენში 2021/2022 ზამთრის სეზონზე გაუშვებს. 2021 წელს მიწოდების მოცულობამ შესაძლოა 5,6 მილიარდი კუბომეტრი შეადგინოს. მეორე ტოტის ბოლო მილი ბალტიის ზღვის ფსკერზე ამ კვირაში ჩაიდო.
ჩრდილოეთის ნაკადი-2 - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
რუსეთს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაყიდვა შესთავაზეს: ექსპერტის კომენტარი
ამასთან, გერმანიაში მარეგულირებელმა და სასამართლომ დაადგინეს, რომ პროექტი კვლავ ევროკავშირის გაზის დირექტივას უნდა დაექვემდებაროს. მისი ნორმატივების თანახმად, სავალდებულოა, ევროკავშირში შემავალი მილსადენი ან ნაწილობრივ შეივსოს ალტერნატიული მომწოდებლის მიერ, ან ევროკავშირის ტერიტორიაზე გამავალი მისი მონაკვეთი უნდა ეკუთვნოდეს დამოუკიდებელ კომპანიას.
პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ითვალისწინებს გაზსადენის ორი ტოტის მშენებლობას რუსეთის სანაპიროებიდან გერმანიამდე ბალტიის ზღვის გავლით. საერთო სიმძლავრე — წელიწადში 55 მილიარდი კუბომეტრი ბუნებრივი აირია. პროექტს ეწინააღმდეგებიან აშშ, რომელიც დაინტერესებულია ევროკავშირში თავისი ბუნებრივი აირის ექსპორტით, და უკრაინა, რომელიც შიშობს, რომ დაკარგავს შემოსავალს ტრანზიტიდან. 2019 წლის დეკემბერში ვაშინგტონმა გაზსადენის წინააღმდეგ შეზღუდვები დააწესა.
რუსეთს არაერთხელ განუცხადებია, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ არის არა პოლიტიკური, არამედ კომერციული პროექტი, რომელიც ხელსაყრელია როგორც რუსეთისთვის, ისე ევროკავშირისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0