მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ისტორიული რეკორდი: გაზის ფასი ევროპაში ერთ დღეში 17%-ით გაიზარდა

© photo: Sputnik / Ekaterina Solovieva / გადასვლა მედიაბანკშიგაზსადენი
გაზსადენი - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2021
გამოწერა
წინა რეკორდი გუშინ მოიხსნა, როცა კონტრაქტის ღირებულება 810 დოლარის ნიშნულამდე მივიდა.
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. ევროპულ ბაზარზე გაზის ფასმა მორიგი რეკორდი დაამყარა და ათას კუბომეტრზე 970 დოლარის ნიშნულს გადაამეტა, იუწყება РИА Новости.
ღირებულებამ ერთ დღეში 17,72%-ით მოიმატა.
როგორც ვაჭრობის შედეგებიდან ირკვევა, ოქტომბრის ფიუჩერსების ფასი ჰოლანდიური TTF-ის ინდექსით (ევროპის ყველაზე ლიკვიდური ჰაბი) ვაჭრობის დასაწყისში 841,39 დოლარს შეადგენდა ათას კუბომეტრ ბუნებრივ აირზე. ერთ საათში ფასი გაიზარდა და 900 დოლარს მიაღწია, ხოლო მალევე 943 დოლარი გახდა. მოგვიანებით ფასმა 950 დოლარს გადააჭარბა ათას კუბომეტრზე.
მანამდე გაზის ფასის რეკორდი გუშინ მოიხსნა, როდესაც ღირებულებამ 810 დოლარს მიაღწია.
გაზგამანაწილებელი სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2021
მსოფლიო დღეს
ევროპაში გაზის ფასმა რეკორდი მოხსნა
ევროპაში საწვავის ფასი კვირის დასაწყისიდან 22%-ით გაიზარდა, ხოლო სექტემბრის დასაწყისიდან – 1,5-ჯერ. 1 სექტემბერს ათას კუბომეტრზე 614 დოლარად ვაჭრობდნენ.
ექსპერტების აზრით, მაღალი ფასების მთავარი მიზეზი ევროპის საცავებში მცირე მარაგებია შარშანდელი ცივი ზათრის გამო. მაგალითად, 14 სექტემბერს ევროპული გაზსაცავები მხოლოდ 70,75%-ით იყო შევსებული, ეს მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 93%-ს შეადგენდა.
ამასთან, „გაზპრომს“ არ სურს ძალიან დიდი რაოდენობით გაზი გადატუმბოს საცავებში, ან გაზარდოს გაყიდვები სპოტურ ბაზარზე „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამუშავების წინ, მიიჩნევენ ანალიტიკოსები.
ყველა ახალი ამბავი
0