სამხედრო გადატრიალებამ ფასები ასწია: ვინ მოიგებს ბაზარზე გადანაწილებით

© photo: Sputnik / Ilya Naimushin  / გადასვლა მედიაბანკშიალუმინის ქარხანა
ალუმინის ქარხანა - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2021
გამოწერა
ირინა ბადმაევა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე ალუმინის ფასი ცამეტწლიან მაქსიმუმზეა: ერთი ტონა — 2837,5 დოლარი. კოტირებები გვინეაში მომხდარმა სამხედრო გადატრიალებამ ასწია, რომელიც ბოქსიტების მიწოდებას უქმნის საფრთხეს — აფრიკის რესპუბლიკის წილად მსოფლიო ბაზრის მეოთხედი მოდის. დაინტერესებულთა შორის არის რუსული „რუსალი“. რა მოხდება ახლა მსუბუქი ლითონის ფასებისა და შიდა ინდუსტრიის კუთხით — РИА Новости გაერკვა.

სიჩქარემ მოიმატა

თავდაპირველად ალუმინი თითქმის 40%-ით გაძვირდა. ეს ლითონი პრაქტიკულად ყველგან გამოიყენება — კოსმოსურ, საავტომობილო და ავიატექნიკაში, მშენებლობაში. ამასთან ეს ყველაზე უნივერსალური შესაფუთი მასალაა სახლის ნივთებისთვის, გაზიანი წყლებისა თუ ნაყინისთვის (ფოლგის სახით).
რუბლის სიმბოლო - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2021
რუბლი — მსოფლიოს ყველაზე დაუფასებელი ვალუტა: რა ღირს სინამდვილეში დოლარი
მაგრამ მისი წარმოება ბევრ ელექტროენერგიას მოითხოვს. ამასთან, აბინძურებს რა გარემოს, წვავს ნავთობს, ბუნებრივ გაზსა და ნახშირს, განსაკუთრებით ჩინეთში, სადაც ალუმინის ნახევარი იწარმოება.
ჩინეთში ნახშირორჟანგის გამოფრქვევების შემცირებას ცდილობენ — მკაცრად აკონტროლებენ მოქმედ სიმძლავრეებს და თანდათან გადადიან იმპორტიორის სტატუსზე.

„სინცზიანის პროვინციაში, რომელიც მიწოდებების 20%-ს უზრუნველყოფს, აგვისტოს ბოლოდან წარმოება ხუთ ქარხანაში შემცირდა“, — აღნიშნავს საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი TeleTrade-ს მთავარი ეკონომისტი მარკ გოიხმანი.

რუსეთმა კი აგვისტოდან საექსპორტო ბაჟი დააწესა — ფასის 15%, მაგრამ არანაკლებ 254 დოლარისა ტონაზე. „ამის გამო „რუსალი“ ინფორმაციასაც კი ავრცელებდა იმ საწარმოების დახურვის გეგმებთან დაკავშირებით, რომლებიც რენტაბელობის ზღვარზე მუშაობდნენ. ასობით ათასი ტონა წამგებიანი ხდება, დანაკარგები მრავალ მილიონ დოლარს უტოლდება“, — ამბობს ეკონომისტი.
უოლ-სტრიტი ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
კრიტიკული წერტილი: ანალიტიკოსები იმედგაცრუებული არიან აშშ-ის ეკონომიკით
დეკარბონიზაციის ჩინურმა კამპანიამ და რუსულმა ბაჟმა კოტირებები ასწია. ტრეიდერებმა ფასებში გაძვირებული გადაზიდვები და მოსალოდნელი დეფიციტიც შეიტანეს, რამაც 2024 წლისთვის შესაძლოა 8 მილიონ ტონას მიაღწიოს. ხოლო მოთხოვნა წელიწადში 3 პროცენტით მოიმატებს.
წლის პირველ ნახევარში მსოფლიო მოთხოვნა თითქმის 12%-ით გაიზარდა, ხოლო წარმოება — მხოლოდ 5,7%-ით.

აფრიკული ფაქტორი

ფასები გაზარდა გვინეაში მომხდარმა სამხედრო გადატრიალებამაც. ეს ქვეყანა ბოქსიტების საკვანძო მომწოდებელია.
„ნედლეულის მოპოვების მხრივ ავსტრალიისა და ჩინეთის შემდეგ მესამეა (50 მლნ ტონა წელიწადში), პირველზეა დადასტურებული მარაგების მოცულობით — 7,4 მლრდ ტონა“, — აზუსტებს ანალიტიკური ცენტრი AMarkets-ის ხელმძღვანელი არტიომ დეევი.
სამხედრო გადატრიალებსა გვინეაში: ვიდეოკადრები კონაკრიდან - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2021
სამხედრო გადატრიალება გვინეაში: ვიდეოკადრები კონაკრიდან
გვინეის მთავრობის მონაცემებით, გასულ წელს ექსპორტზე 84,2 მლნ ტონა ბოქსიტი გავიდა, აქედან უმეტესი წილი — ჩინეთში.
რესპუბლიკიდან მიწოდებებში ნებისმიერი შეფერხება სერიოზულად არყევს ბაზარს.
სულ მსოფლიოში 60 მლნ ტონაზე მეტი ალუმინი იწარმოება წელიწადში. ნახევარზე მეტი — ჩინეთში, 4–4 მილიონი — რუსეთსა და ინდოეთში.
გვინეაში ხელისუფლების მიმტაცებელი სამხედროების ლიდერმა მამადი დუმბუიამ მოუწოდა სამთო-მომპოვებელ კომპანიებს, განაგრძონ მუშაობა. მისი თქმით, შეთანხმებები მთავრობასთან დაცული იქნება. მაგრამ ამან ბევრი ვერავინ დაამშვიდა.
ნერვიულობენ „რუსალშიც“, რომელსაც გვინეაში „კინდიის ბოქსიტების კომპანია“, საბადო Dian-Dian-ი (წელიწადში 3 მილიონი ტონის წარმადობით) და ასევე ბოქსიტური თიხანიადაგოვანი კომპლექსი Friguia ეკუთვნის.
ოპერატიული მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში ამ საწარმოებმა გვინეაში 3,8 მლნ ტონა ბოქსიტი მოიპოვეს.
ნავთობსაქაჩი - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
დათვური სამსახური: რატომ არ აძლევს ხელს რუსეთს ძალიან ძვირი ნავთობი
გადატრიალების შემდეგ „რუსალის“ აქციები მოსკოვის ბირჟაზე ვაჭრობის პირველ წუთებში თითქმის 7%-ით გაძვირდა და 66,75 რუბლს მიაღწია. თუმცა მერე ზრდა ვარდნით შეიცვალა.
„თუ მოპოვების პრობლემები გაჭიანურდება, კომპანიის წარმოების მოცულობა შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს. მაგრამ დანაკარგების დიდ ნაწილს ფასების ზრდა გადაფარავს, ვინაიდან მთელი მსოფლიო დაზარალდება“, — ამბობს ფიოდორ ნაუმოვი, საინვესტიციო კომპანია PFL Advisors-ის მმართველი პარტნიორი.

„რუსალის“ აქციების ფასს მხოლოდ ალუმინის ფასი არ განსაზღვრავს. ამაზე ინვესტორებთან ურთიერთობაც აისახება. „კოტირებები შეიძლებოდა დაახლოებით 100 რუბლი ყოფილიყო, კომპანია დივიდენდებს რომ იხდიდეს. ახლა, მიუხედავად პოზიტიური საბაზრო ფონისა, „რუსალი“ ამას არ აკეთებს, ვინაიდან საბოლოო ბენეფიციარ ოლეგ დერიპასკას სანქციების გამო სახსრების მიღება არ შეუძლია“, — ამბობს ექსპერტი.

სამხედრო კონტროლი

რუსული ექსპორტის 40%-ზე მეტი აშშ-სა და თურქეთში გადის. გადაუმუშავებელი ლითონის ბაზარზე რუსეთს პირველი ადგილი უჭირავს 17%-იანი წილით. მეორეზე კანადაა — 15%-ით, ხოლო მესამეზე — ავსტრალია 10%-ით.
თალიბები - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
დასავლეთის შიშები: თალიბებს აშშ-ის ეკონომიკისთვის ბოლოს მოღება შეუძლიათ
მაგრამ ნედლეულის გარეშე გასაყიდი არაფერია. გვინეა აქ საკვანძო რგოლია. პოლიტიკური არასტაბილურობა ქვეყანაში ბოქსიტების მიწოდებას შეფერხებებით ემუქრება. „მაგრამ, დიდი ალბათობით, ეს ხანმოკლე იქნება. ამიტომ ფასებზე მნიშვნელოვან ზეგავლენას არ უნდა ველოდეთ“, — ამბობს გოიხმანი.
სახელმწიფო გადატრიალების ერთ-ერთი მიზანი — ალუმინის ბაზარზე კონტროლის დამყარებაცაა. ამიტომ ხუნტა დანამდვილებით შეეცდება ურთიერთობის დალაგებას ნედლეულის უცხოელ მყიდველებთან.
მაგრამ თუ რესპუბლიკაში ორხელისუფლებიანობა წარმოიშვა, შიდა კონფლიქტი დროში გაიწელება. მაშინ მიწოდებებში პრობლემები გარდაუვალია.
ამასობაში მაღალი მოთხოვნა კოტირებებს სულ უფრო ზემოთ უბიძგებს. სექტემბერში ალუმინი ტონაზე 3 ათასზე მეტი დოლარი ეღირება. წლის ბოლომდე კი კიდევ გაიზრდება. თუმცა აგვისტო-სექტემბრის „აფრენა“ აღარ განმეორდება.
რედაქცია შესალზოა არ ეთანხმებოდეს მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0