მიმოხილვა: უკრაინამ „გაზპრომს“ ევროპიდან შეუტია

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკში„გაზპრომი“
„გაზპრომი“ - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2021
გამოწერა
უკრაინის გაზსატრანსპორტო სისტემის ოპერატორმა ევროკავშირის ხელისუფლებას მიმართა „გაზპრომის“ ქმედებების გამო, რომელიც, მისი აზრით, ევროპაში თავის მიწისქვეშა საცავებს ცლის, რათა უკრაინის გავლით ტრანზიტი არ გაზარდოს.
ვალერი მიხაილოვი
კიევში მიაჩნიათ, რომ საქმეში ევროკავშირის ანტომონოპოლიური ორგანო უნდა ჩაერიოს.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ივლისში „იამალი-ევროპასა“ და „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის გაჩერების გამო ევროკავშირის ქვეყნებს დაახლოებით 2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი დააკლდა.
გაზსადენის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
ევროპაში ახალ გაზსადენს აგებენ: გაუწევს თუ არა ბაქო კონკურენციას „გაზპრომს“
„იმისათვის, რომ ევროპელებს გაზის მიუღებელი მოცულობები აუნაზღაუროს და ამასთან დამატებითი ტრანზიტი არ გაზარდოს უკრაინის გავლით, „გაზპრომი“ თავის მიწისქვეშა საცავებს აცარიელებს ევროპაში. GIE-ს მონაცემების თანახმად, ევროპაში დაბალი მარაგები სწორედ „გაზპრომის“ მიერ კონტროლირებად მიწისქვეშა საცავებშია. მაგალითად, გერმანიაში საცავ Astora-ს ოპერატორს („გაზპრომის“ კუთვნილება) შევსების დონე 13%-ზე ნაკლები აქვს, სხვა ოპერატორებს — საშუალოდ 63%. ავსტრიაში Astora-სა და GSA-ს (ასევე „გაზპრომის“ კუთვნილი) წილად 14%-ია, სხვა ოპერატორებისა — 48%. „გაზპრომს“ ახლაც გააქვს გაზი თავისი საცავებიდან საკუთარი კონტრაქტების შესასრულებლად. შესაბამისად, გაზის დეფიციტი მიწისქვეშა საცავებში მნიშვნელოვანწილად ხელოვნურია და არ არის ფასების ზრდის პირველმიზეზი“, — განაცხადა უკრაინის გაზსატრანსპორტო სისტემის გენერალურმა დირექტორმა სერგეი მაკოგონმა.
ლოგიკურად გაზის მიუწოდებლობაზე, თუ ეს მართლაც ასეა, პრეტენზიას ევროპელები უნდა აცხადებდნენ. მაგრამ საკითხავი ისაა, რამდენად საფუძვლიანია ეს პრეტენზიები.
დავიწყოთ იმით, რომ მიმდინარე წლის შვიდი თვის შედეგებით, „გაზპრომმა“, წინა წელთან შედარებით, 23%-ით გაზარდა მიწოდებები შორეულ საზღვარგარეთში. მართალია, აქ თურქეთისთვის რამდენჯერმე გაზრდილი მიწოდებებიც შედის, მაგრამ კონკრეტულად ევროკავშირის მიმართულებით მიწოდებები 20%-ით გაზარდა.
ნავთობპლატფორმა - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
მოსაზრება: ახალი სანავთობე ციებ-ცხელება - რამდენს იშოვის რუსეთი
ასე რომ, „გაზპრომის“ დადანაშაულება მიწოდებების შემცირებაში არანაირად არ შეიძლება. აი, გაზის სხვა მსხვილმა მიმწოდებლებმა კი ევროკავშირში მიწოდებები შეამცირეს. ეს არის ნორვეგიაც — რომელიც პროფილაქტიკურ და სარემონტო სამუშაოებს ასრულებს თავის მომპოვებელ ინფრასტრუქტურაში, ალჟირიც — რომელიც გამართულად აწვდის ევროპას მილსადენის აირს, ხოლო გათხევადებული აზიაში გადაამისამართა, სადაც მას მნიშვნელოვნად ძვირად ყიდულობენ, და განსაკუთრებით კატარი — რომელიც კიდევ მეტად გადამისამართდა აზიაზე. აზიისკენვე მიდის ამერიკული გათხევადებული გაზიც. ამასთან მცირდება შიდაევროპული მოპოვებებიც — გრონინგენის უმსხვილესი ევროპული საბადოს ეტაპობრივი დახურვის კვალდაკვალ.
მომხდარის ლოგიკით, პრეტენზიები გაზის ფასის ზრდასთან დაკავშირებით ევროპის ბაზარზე მისი დეფიციტის გამო, სწორედ ამ მიმწოდებლებს უნდა წაუყენონ.
უსაფუძვლოა პრეტენზიები მიწოდებების არგაზრდაზე უკრაინული გაზსატრანსპორტი სისტემის გავლითაც. „გაზპრომსა“ და „ნაფტოგაზს“ მიმდინარე წელს კონტრაქტი 40 მლრდ კუბომეტრ გაზზე აქვთ გაფორმებული — შეიძლება ითქვას, „გაზპრომისთვის“ კაბალური ფორმულით „გადაქაჩე ან გადაიხადე“. თეორიულად „გაზპრომს“ შეუძლია არც ქაჩოს, მხოლოდ გადაიხადოს. და ამ შემთხვევაშიც კი კონტრაქტი არ დაირღვევა. მაგრამ მას გაზი შეთანხმებული და უფრო მეტი რაოდენობითაც კი გააქვს. წლის პირველ ნახევარში „გაზპრომმა“ უკრაინის გავლით 21,7 მლრდ კუბომეტრი გაზი გაიტანა მაშინ, როცა შეთანხმება 20 მილიარდს ითვალისწინებდა. მართალია, ეს იმაზე ნაკლებია, ვიდრე გასული წლის პირველ ნახევარში იყო (24,9 მლრდ კუბომეტრი), მაგრამ მაშინ, კონტრაქტის თანახმად, ერთი წლის განმავლობაში მას 65 მლრდ კუბომეტრი უნდა გადაექაჩა ან გადაეხადა. აქვე ვიტყვით: მთელი მოცულობა არ გადაუქაჩავს, მაგრამ ტრანზიტის ღირებულება 65 მლრდ კუბომეტრზე უშფოთველად გადაიხადა.
გაზგამანა წილებელი სადგური ლვოვის ოლქში - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2021
მოსაზრება: აშშ, რუსეთი და ევროპა უკრაინის წინააღმდეგ გაერთიანდნენ
უკრაინის გავლით ტრანზიტი წლის პირველ ნახევარში თვეში საშუალოდ 3,62 მლრდ კუბომეტრს შეადგენდა. ივლისში გადაქაჩვის მოცულობა კიდევ უფრო მაღალი იყო – 3,85 მლრდ კუბომეტრი. იმისათვის, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული მიწოდებები შეასრულოს, „გაზპრომი“ იძულებულია დამატებითი სიმძლავრეები შეიძინოს. თანაც უფრო ძვირად.
მიუხედავად ამისა, კორპორაცია გამართულად ჯავშნის დამატებით სიმძლავრეებს დღე-ღამეში 15 მლნ კუბომეტრზე. ამას გარდა, უკრაინის გაზსატრანსპორტო სისტემას ყოველთვიურად გააქვს აუქციონზე პერიოდული დამატებითი სიმძლავრე 64 მილიონი კუბური მეტრი დღეში. განსხვავება ისაა, რომ პერიოდული სიმძლავრეების დაჯავშნისას უკრაინის გაზსატრანსპორტო სისტემა ტრანზიტს თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე ახორციელებს — დაუყოვნებელი გადაქაჩვის მყარი გარანტიის გარეშე.
რა თქმა უნდა, ვეროპულ პრაქტიკაში ასეთი სიმძლავრეები აუქციონზე დისკონტით გადის. მაგრამ კიევს ისინი ჯიუტად გააქვს მყარის მსგავს ფასად, ხოლო „გაზპრომი“ არანაკლებ ჯიუტად არ ცხადდება აუქციონზე. ამის შემდეგ უკრაინის გაზსატრანსპორტო სისტემა ყოველ ჯერზე ავრცელებს განცხადებებს რუსი პარტნიორის მზაკვრული ნაბიჯების შესახებ.
კიდევ ერთი პრეტენზია ეხება ევროპაში „გაზპრომის“ მიწისქვეშა საცავების სუსტ შევსებადობას. თუმცა რა საქმე აქვს უკრაინელ ოპერატორს მათთან, ძალიან გაუგებარია. უკრაინაში მიწისქვეშა გაზსაცავების მაქსიმალური შევსებადობა წლიდან წლამდე ლამის ორმაგად ხტუნაობს. მაგრამ ამის გამო ისტერიკას არც რუსი მეგაზეები აწყობენ და არც ევროპელი მომხმარებლები. „გაზპრომი“ გაზის შესანახ საკუთარ ევროპულ სიმძლავერეებს ისე იყენებს, როგორც თავად აწყობს, და ისეც, რომ ამან მომხმარებლებისთვის კონტრაქტით გათვალისწინებული გაზის მიწოდებაში ხელი არ შეუშალოს — და ეს თემა არავის არ უნდა ეხებოდეს.
„ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მშენებლობა გერმანიაში - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
მიმოხილვა: კიევი აშშ-სგან „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციებს მოითხოვს
თუმცა პასუხი შეკითხვაზე, რატომაა ასე სუსტად შევსებული „გაზპრომის“ ევროპული მიწისქვეშა გაზსაცავები, არსებობს: 2020/2021-ის შემოდგომა-ზამთრის სეზონზე რუსული მიწისქვეშა საცავებიდან რეკორდული 60,6 მლრდ კუბომეტრი გაზი იყო ამოღებული. და ეს მაშინ, როდესაც ზამთარს კორპორაცია 72,3 მლრდ კუბომეტრის მარაგით დახვდა. „გაზპრომის“ გეგმების თანახმად, ახალ გასათბობ სეზონს ის 72,6 მლრდ კუბომეტრი მარაგებით უნდა დახვდეს. სრულიად ბუნებრივია, რომ რუსული საცავების შევსება მისთვის პრიორიტეტულია და პირველ რიგში სრულდება. ასე რომ, ევროპულ მიწისქვეშა გაზსაცავებს ცოტა დაცდა მოუწევთ. რაც შეეხება იქიდან ზაფხულში ამოღებულ გაზს, ასეც ხდება ხოლმე — მაგალითად, ავარიისგან ხომ არავინაა დაზღვეული.
ერთი სიტყვით, უკრაინის გაზსატრანსპორტო სისტემის პრეტენზიები „გაზპრომის“ მიმართ სასაცილოდ გამოიყურება.
მაგრამ ეს მოდუნების საბაბი არ არის. „ნაფტოგაზის“ პრეტენზია იმის შესახებ, რომ „გაზპრომი“ 2009 წლის სატრანზიტო კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებს ბოლომდე არ ასრულებდა, თავიდან ასევე სასაცილოდ გამოიყურებოდა, მაგრამ საბოლოოდ სტოკჰოლმის არბიტრაჟმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და სულელური პრეტენზიების მართებულობა დაადასტურა („გაზპრომმა“ 2019 წლის ბოლოს 2,9 მლრდ დოლარი გადაიხადა, რაც მაშინვე უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხა). ევროკავშირის ანტომონოპოლიური ორგანოებისგან მსგავსი ფოკუსის გამეორების ბოლომდე გამორიცხვა ალბათ არ ღირს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0