https://sputnik-georgia.com/20210709/axali-sanavTobe-ciebcxeleba-252264939.html
მოსაზრება: ახალი სანავთობე ციებ-ცხელება - რამდენს იშოვის რუსეთი
მოსაზრება: ახალი სანავთობე ციებ-ცხელება - რამდენს იშოვის რუსეთი
Sputnik საქართველო
ნათობსა და გაზზე გლობალური ფასები ისტორიულ მაქსიმუმზე განახლდა და ბოლო დღეებში მომხდარი კორექციის ფონზეც კი საკმაოდ მაღალია. 09.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-09T21:20+0400
2021-07-09T21:20+0400
2021-07-09T14:31+0400
მოსაზრება
ანალიტიკა
ავტორები
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1e/252172426_0:46:3108:1802_1920x0_80_0_0_a2f3f858177710a0fc3d283f47c254ad.jpg
ალექსანდრ სობკორა იქნება შემდგომში? ენერგომატარებლებზე ფასის წინასწარმეტყველება უმადური საქმეა. მაგარმ მსჯელობა იმაზე, რა ხდება, საინტერესოა. მთავარი ისაა, თუ რამდენად მდგრადია მიმდინარე კოტირებები. ბაზრის კანონების თანახმად ხომ მაღალმა ფასებმა დამატებითი შეთავაზებების სტიმულაცია და ბაზრის შემდგომი გაციება უნდა მოახდინოს? მოხდება თუ არა ასე?ამ კონტექსტში ვითარება ნავთობისა და გაზის ბაზრებზე რაღაცით ჰგავს ერთმანეთს, რაღაცით — განსხვავდება. მსგავსება ისაა, რომ დამატებითი შეთავაზებების ერთ-ერთი პოტენციური წყარო — ეს გაზისა და ნავთობის ფიქალური მოპოვებებია აშშ-ში. განსხვავება კი მაღალ ფასებზე რეაქციების სისწრაფეშია — ნავთობის შემთხვევაში ყველაფერი უფრო სწრაფად ხდება.დავიწყოთ ნავთობით. აქ მაღალი ფასების მიზეზები ცნობილია. მოთხოვნა იზრდება, ხოლო ოპეკ+-თან მოლპარაკებები ძალაშია, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვები თანდათან იხსნება. თუმცა ოთხ მილიონ ბარელზე მეტის მოპოვება ძველებურად აკრძალულია ამ გარიგების ფარგლებში. ამავდროულად, ზოგან, OPEC + - ისა და ფიქალური მოპოვებების მიღმა, მიწოდება სავარაუდოდ ჩაიძირა ინდუსტრიაში არასაკმარისი ინვესტიციის ფონზე, რაც ბოლო წლებში შეინიშნებოდა.ამ ფონზე სულ უფრო მეტი ინტერესი ჩნდება ამერიკული ფიქალური მოპოვებისადმი. მოვლენების განვითარების სტანდარტული ლოგიკა ცნობილია, მის გარშემო იგება კიდეც ბოლო წლებში ტაქტიკა ბაზარზე: ზედმეტად ძვირი ნავთობი ასტიმულირებს ფიქალური ნავთობის მოპოვებას, რაც შეთავაზებების ზრდასა და ფასების დაცემას უწყობს ხელს.შესაბამისად, ბაზარზე დეფიციტის ან სიჭარბის მომენტში OPEC+-საუცილებლად სჭირდება ისე გაზარდოს მოპოვება, რომ ფასი ყველასათვის მისაღებ დონეზე დადგეს, მაგრამ შეზღუდოს ფიქალის განვითარება. თეორიულად ყველაფერი გასაგებია, პრაქტიკაზე კი რეგულარულად ვხედავთ დავებს OPEC+-ის მონაწილეებს შორის ამ მიდგომის რეალიზაციის ფარგლებში.თუმცა ახლა მაღალი ფასების შენარჩუნების მომხრეებს დამატებითი არგუმენტი აქვთ: ფიქალის აღდგენა აშკარად დუნედ მიმდინარეობს, ამერიკული მოპოვება თითქმის არ იზრდება. მომუშავე საბურღი დანადგარების რაოდენობა ჯერჯერობით მხოლო 40%-მდე აღდგა კორონავირუსული ვარდნის შემდეგ, თუმცა ზრდის ტენდენცია შეინიშნება.ანუ ამჯერად ამერიკელი მეფიქალეები იდუმალად მიუერთდნენ ოპეკ+-ს, ამჯობინეს რა კი არ გაეზარდათ მოპოვება, არამედ, მაღალი ფასების ფონზე, ვალები გაესტუმრებინათ და აქციონერებისთვის ფული დაებრუნებინათ. თუმცა მათთვისაც კი 75-80 დოლარი ნავთობზე უკვე საკმაოდ მაცდუნებელი ფასია საიმისოდ, რომ მოცულობების გაზრდაზე დაფიქრდნენ.ასეა თუ ისე, აქ გაურკვევლობის სამი ფაქტორი არსებობს . პირველი: ახალი უთანხმოების ნიშნები ოპეკ+-ში, რასაც შეიძლება უკვე არსებული შეზღუდვების გახანგრძლივებაც მოჰყვეს და კონფლიქტებიც, და შესაბამისად, მოპოვებების ზრდა. მეორე: ნავთობზე მაღალი ფასი, რაც აშშ-ში მოპოვებების სტიმულირებას ახდენს; მესამე: ირანული ფაქტორი.არანაკლებ საინტერესოა გაზის ბაზარიც — აქ ფასები კიდევ უფრო მაღალია და მრავალწლიან მაქსიმუმს აფიქსირებს. მიზეზი ბევრია და ახლა უკვე აშკარაც. თუმცა ჯერ კიდევ ექვსიოდე თვის წინ ბაზარზე განწყობები საწინააღმდეგო იყო. ახლა გათხევადებული აირი აზიაში მიდის, ემიზიებზე კვოტების ფასები იზრდება. გარდა ამისა, „გაზპრომი“ მიწოდებებს ზღუდავს. უფრო სწორად, ძალიან კი არ ზღუდავს, უფრო სწორი იქნება ვთქვათ, რომ ევროპას გაზით აღარ ტბორავს.დროდადრო ისმის მოსაზრება: ზემაღალი ფასები გაზზე არამდგრადია, ვინაიდან აშშ მაღალი ფასების შემთხვევაში მსოფლიოს თავიანთი გათხევადებული აირით წალეკავსო. ეს ასეა, თუმცა ერთის გამოკლებით: ნავთობბაზრისგან განსხვავებით, სადაც ყველაფერი უფრო სწრაფად ხდება, ჯერ გაზის გასათხევადებელი ქარხნები უნდა აშენდეს, რასაც მინიმუმ ოთხი წელი მაინც დასჭირდება.ამერიკაში გაზის შიდა ფასები ასევე შესამჩნევად გაიზარდა, თუმცა გაზზე მიმდინარე ფასების ფონზე ამერიკული გათხევადებული გაზის ექსპორტიორები გლობალურ ნაზარზე შესანიშნავ მოგებას იღებენ.მაგრამ თუ მენავთობეებს სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ სწრაფად დაიპყრონ სანავთობე ფასების ახლანდელი ტალღა, გაზის სფეროში ასეთი ნომერი არ გამოვა.საინტერესოა, რომ ბოლო წლებში, მათ შორის მსოფლიო დონის ექსპერტთა შორისაც, პოპულარული იყო მოსაზრება: „გაზპრომი“ ცდილობს, არ დაუშვას მაღალი ფასები ევროპაში, რათა აშშ-ში გაზის გასათხევადებელი ქარხნების აგებას სტიმული არ მისცესო. და მართლაც, „გაზპრომი“, როგორც კი შესაძლებლობა ჩნდებოდა, ხშირ შემთხვევაში მაშინვე ცდილობდა ექსპორტის გაზრდას ევროპაში.მაგრამ ახლა ვითარება შეიცვალა: „გაზპრომი“, დიდი ალბათობით, „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ გაშვებას ელოდება და ამიტომაც არ ცდილობს გაზარდოს მიწოდებები უკრაინის გავლით. იმავდროულად გაზის დეფიციტი ევროპულ საცავებში ამცირებს „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მიმართ პოლიტიკური წინააღმდეგობების შესაძლებლობებს. ასეა თუ ისე, ადრინდელი კონცეფცია გაბათილდა. „გაზპრომი“ ზემაღალი ფასებისგან დამატებით შემოსავლებს იღებს.და მაინც, აშშ-ში გათხევადებული ბუნებრივი აირის ახალ ქარხნებთან დაკავშირებით ჯერჯერობით საბოლოო საინვესტიციო გადაწყვეტილებები არ ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ასეთი პროექტი უკვე „დაბალ სტარტზეა“. თუმცა ამერიკულ გათხევადებულ აირზე გლობალური მოთხოვნებისა და შეთავაზებების გრძელვადიან ბალანსებში ნებისმიერ შემთხვევაში შესამჩნევი წილი მოდის. ამიტომ ახალი ქარხნების მშენებლობა ამერიკაში სრულიად შესაძლებელია, თუმცა ბაზარზე მათი გავლენა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ იქნება მოსალოდნელი.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!
https://sputnik-georgia.com/20210519/ruseti-navTobbazridan-gadis-251767735.html
https://sputnik-georgia.com/20200928/Caanacvlebs-Tu-ara-amerikuli-gazi-rusuls-249565057.html
https://sputnik-georgia.com/20201030/amerikeli-mefiqaleebi-navTobgigantebis-gadarcenas-cdiloben-249858609.html
https://sputnik-georgia.com/20200423/------248319613.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1e/252172426_0:0:3108:1953_1920x0_80_0_0_f9d370007aba430cbecbdd247a3a5560.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მოსაზრება, ანალიტიკა, ავტორები, რუსეთი
მოსაზრება, ანალიტიკა, ავტორები, რუსეთი
მოსაზრება: ახალი სანავთობე ციებ-ცხელება - რამდენს იშოვის რუსეთი
ნათობსა და გაზზე გლობალური ფასები ისტორიულ მაქსიმუმზე განახლდა და ბოლო დღეებში მომხდარი კორექციის ფონზეც კი საკმაოდ მაღალია.
რა იქნება შემდგომში? ენერგომატარებლებზე ფასის წინასწარმეტყველება უმადური საქმეა. მაგარმ მსჯელობა იმაზე, რა ხდება, საინტერესოა. მთავარი ისაა, თუ რამდენად მდგრადია მიმდინარე კოტირებები. ბაზრის კანონების თანახმად ხომ მაღალმა ფასებმა დამატებითი შეთავაზებების სტიმულაცია და ბაზრის შემდგომი გაციება უნდა მოახდინოს? მოხდება თუ არა ასე?
ამ კონტექსტში ვითარება ნავთობისა და გაზის ბაზრებზე რაღაცით ჰგავს ერთმანეთს, რაღაცით — განსხვავდება. მსგავსება ისაა, რომ დამატებითი შეთავაზებების ერთ-ერთი პოტენციური წყარო — ეს გაზისა და ნავთობის ფიქალური მოპოვებებია აშშ-ში. განსხვავება კი მაღალ ფასებზე რეაქციების სისწრაფეშია — ნავთობის შემთხვევაში ყველაფერი უფრო სწრაფად ხდება.
დავიწყოთ ნავთობით. აქ მაღალი ფასების მიზეზები ცნობილია. მოთხოვნა იზრდება, ხოლო ოპეკ+-თან მოლპარაკებები ძალაშია, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვები თანდათან იხსნება. თუმცა ოთხ მილიონ ბარელზე მეტის მოპოვება ძველებურად აკრძალულია ამ გარიგების ფარგლებში. ამავდროულად, ზოგან, OPEC + - ისა და ფიქალური მოპოვებების მიღმა, მიწოდება სავარაუდოდ ჩაიძირა ინდუსტრიაში არასაკმარისი ინვესტიციის ფონზე, რაც ბოლო წლებში შეინიშნებოდა.
ამ ფონზე სულ უფრო მეტი ინტერესი ჩნდება ამერიკული ფიქალური მოპოვებისადმი. მოვლენების განვითარების სტანდარტული ლოგიკა ცნობილია, მის გარშემო იგება კიდეც ბოლო წლებში ტაქტიკა ბაზარზე: ზედმეტად ძვირი ნავთობი ასტიმულირებს ფიქალური ნავთობის მოპოვებას, რაც შეთავაზებების ზრდასა და ფასების დაცემას უწყობს ხელს.
28 სექტემბერი 2020, 19:42
შესაბამისად, ბაზარზე დეფიციტის ან სიჭარბის მომენტში OPEC+-საუცილებლად სჭირდება ისე გაზარდოს მოპოვება, რომ ფასი ყველასათვის მისაღებ დონეზე დადგეს, მაგრამ შეზღუდოს ფიქალის განვითარება. თეორიულად ყველაფერი გასაგებია, პრაქტიკაზე კი რეგულარულად ვხედავთ დავებს OPEC+-ის მონაწილეებს შორის ამ მიდგომის რეალიზაციის ფარგლებში.
თუმცა ახლა მაღალი ფასების შენარჩუნების მომხრეებს დამატებითი არგუმენტი აქვთ: ფიქალის აღდგენა აშკარად დუნედ მიმდინარეობს, ამერიკული მოპოვება თითქმის არ იზრდება. მომუშავე საბურღი დანადგარების რაოდენობა ჯერჯერობით მხოლო 40%-მდე აღდგა კორონავირუსული ვარდნის შემდეგ, თუმცა ზრდის ტენდენცია შეინიშნება.
ანუ ამჯერად ამერიკელი მეფიქალეები იდუმალად მიუერთდნენ ოპეკ+-ს, ამჯობინეს რა კი არ გაეზარდათ მოპოვება, არამედ, მაღალი ფასების ფონზე, ვალები გაესტუმრებინათ და აქციონერებისთვის ფული დაებრუნებინათ. თუმცა მათთვისაც კი 75-80 დოლარი ნავთობზე უკვე საკმაოდ მაცდუნებელი ფასია საიმისოდ, რომ მოცულობების გაზრდაზე დაფიქრდნენ.
ასეა თუ ისე, აქ გაურკვევლობის სამი ფაქტორი არსებობს . პირველი: ახალი უთანხმოების ნიშნები ოპეკ+-ში, რასაც შეიძლება უკვე არსებული შეზღუდვების გახანგრძლივებაც მოჰყვეს და კონფლიქტებიც, და შესაბამისად, მოპოვებების ზრდა. მეორე: ნავთობზე მაღალი ფასი, რაც აშშ-ში მოპოვებების სტიმულირებას ახდენს; მესამე: ირანული ფაქტორი.
არანაკლებ საინტერესოა გაზის ბაზარიც — აქ ფასები კიდევ უფრო მაღალია და მრავალწლიან მაქსიმუმს აფიქსირებს. მიზეზი ბევრია და ახლა უკვე აშკარაც. თუმცა ჯერ კიდევ ექვსიოდე თვის წინ ბაზარზე განწყობები საწინააღმდეგო იყო. ახლა გათხევადებული აირი აზიაში მიდის, ემიზიებზე კვოტების ფასები იზრდება. გარდა ამისა, „გაზპრომი“ მიწოდებებს ზღუდავს. უფრო სწორად, ძალიან კი არ ზღუდავს, უფრო სწორი იქნება ვთქვათ, რომ ევროპას გაზით აღარ ტბორავს.
დროდადრო ისმის მოსაზრება: ზემაღალი ფასები გაზზე არამდგრადია, ვინაიდან აშშ მაღალი ფასების შემთხვევაში მსოფლიოს თავიანთი გათხევადებული აირით წალეკავსო. ეს ასეა, თუმცა ერთის გამოკლებით: ნავთობბაზრისგან განსხვავებით, სადაც ყველაფერი უფრო სწრაფად ხდება, ჯერ გაზის გასათხევადებელი ქარხნები უნდა აშენდეს, რასაც მინიმუმ ოთხი წელი მაინც დასჭირდება.
ამერიკაში გაზის შიდა ფასები ასევე შესამჩნევად გაიზარდა, თუმცა გაზზე მიმდინარე ფასების ფონზე ამერიკული გათხევადებული გაზის ექსპორტიორები გლობალურ ნაზარზე შესანიშნავ მოგებას იღებენ.
მაგრამ თუ მენავთობეებს სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ სწრაფად დაიპყრონ სანავთობე ფასების ახლანდელი ტალღა, გაზის სფეროში ასეთი ნომერი არ გამოვა.
საინტერესოა, რომ ბოლო წლებში, მათ შორის მსოფლიო დონის ექსპერტთა შორისაც, პოპულარული იყო მოსაზრება: „გაზპრომი“ ცდილობს, არ დაუშვას მაღალი ფასები ევროპაში, რათა აშშ-ში გაზის გასათხევადებელი ქარხნების აგებას სტიმული არ მისცესო. და მართლაც, „გაზპრომი“, როგორც კი შესაძლებლობა ჩნდებოდა, ხშირ შემთხვევაში მაშინვე ცდილობდა ექსპორტის გაზრდას ევროპაში.
მაგრამ ახლა ვითარება შეიცვალა: „გაზპრომი“, დიდი ალბათობით, „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ გაშვებას ელოდება და ამიტომაც არ ცდილობს გაზარდოს მიწოდებები უკრაინის გავლით. იმავდროულად გაზის დეფიციტი ევროპულ საცავებში ამცირებს „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მიმართ პოლიტიკური წინააღმდეგობების შესაძლებლობებს. ასეა თუ ისე, ადრინდელი კონცეფცია გაბათილდა. „გაზპრომი“ ზემაღალი ფასებისგან დამატებით შემოსავლებს იღებს.
და მაინც, აშშ-ში გათხევადებული ბუნებრივი აირის ახალ ქარხნებთან დაკავშირებით ჯერჯერობით საბოლოო საინვესტიციო გადაწყვეტილებები არ ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ასეთი პროექტი უკვე „დაბალ სტარტზეა“. თუმცა ამერიკულ გათხევადებულ აირზე გლობალური მოთხოვნებისა და შეთავაზებების გრძელვადიან ბალანსებში ნებისმიერ შემთხვევაში შესამჩნევი წილი მოდის. ამიტომ ახალი ქარხნების მშენებლობა ამერიკაში სრულიად შესაძლებელია, თუმცა ბაზარზე მათი გავლენა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ იქნება მოსალოდნელი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!