რუსეთი ნავთობბაზრიდან „გადის“ − რა ელოდება დსთ-ის ქვეყნებს?

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშინავთობმოპოვება რუსეთში
ნავთობმოპოვება რუსეთში - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
გამოწერა
რუსეთში ნავთობის მოპოვება შესაძლოა თანდათანობით კლებაზე გადავიდეს საბადოების გამოფიტვისა და გადასახადების ზრდის გამო. შედეგად რუსული ნედლეულის საზღვარგარეთ გატანაც შემცირდება.

ნიკიტა ჩიკუნოვი

ასეთი სცენარი ევროპას, რომელიც „მწვანე ენერგეტიკაზე“ გადადის, არ აშინებს, მაგრამ პრობლემას უქმნის დსთ−ის ქვეყნებს, რომლებიც ნავთობის იმპორტზე არიან დამოკიდებული.

არამოთხოვნადი ნავთობი

რუსეთს მთავრობამ მოიწონა ნავთობის დარგის 2035 წლამდე განვითარების გენერალური სქემის პროექტი. დოკუმენტი ნავთობის მოპოვების დინამიკის რამდენიმე ძირითად სცენარს შეიცავს იმ პირობით, რომ OPEC+-ის გარიგება 2022 წლისთვის ამოიწურება.

ავტოგასამართი სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2021
რუსეთმა შესაძლოა ბენზინის ექსპორტი შეზღუდოს: როგორ აისახება ეს გადაწყვეტილება საქართველოზე

ყველა პროგნოზი — ყველაზე ხელსაყრელიდან ყველაზე კონსერვატიულამდე — ნავთობმოპოვების თანდათანობით კლებას ითვალისწინებს 2027−2029 წლების პიკის შემდეგ. ყველაზე მოსალოდნელი სცენარით, 2029 წლისთვის მოპოვება 554 მლნ ტონამდე გაიზრდება და 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებელს (561 მლნ ტონა) მიუახლოვდება. მაგრამ მომდევნო წელს ის 18%-ით დაეცემა და 2035 წლისთვის 471 მლნ ტონას მიაღწევს.

დაცემა დაკავშირებული იქნება რამდენიმე ფაქტორთან. გენერალურის სქემის თანახმად, პირველი მათგანი — ეს დასავლეთ ციმბირში საბადოების გამოფიტვაა, მეორე — გადასახადების ზრდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე.

მოპოვებების დაცემა ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე მსოფლიო მოთხოვნების კლებისა და ეკოლოგიური დღის წესრიგის გაძლიერების ფონზე მოხდება. პროექტის ავტორები არ გამორიცხავენ იმასაც, რომ 2025 წლის შემდეგ ევროკავშირმა საერთოდ შეზღუდოს ნახშირწყალბადების იმპორტი.

ასეთი შიშები უსაფუძვლო არ არის. საერთაშორისო სააგენტო Reuters−ის მონაცემებით, რუსული ნავთობის იმპორტი ფინეთში აპრილში 63%-ით დაეცა გასული წლის აპრილთან შედარებით. მიზეზი — ქვეყნის „მწვანე ენერგეტიკაზე“ გადასვლა.  

„ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლის კვლადაკვალ, პირველი ეშელონის ქვეყნების (ევროკავშირი, აშშ, კანადა, ავსტრალია – Sputnik) მოთხოვნა ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე შემცირდება. სულიად შესაძლებელია, რომ ნედლეულზე ფასებიც დაეცეს. ამასთან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები შეძლებენ, ისარგებლონ ამ ვითარებით და გაზარდონ ნავთობის მოხმარება“, — აცხადებს ანალიტიკოსი ნატალია ჩურკინა.

გათხევადებული გაზის საწარმო რუსეთში - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2021
არქტიკული მარაგები: რუსეთი ევროპიდან აშშ-ის განსადევნად მოემზადა

მისი თქმით, მოთხოვნის შემცირების გამო ნავთობზე მსოფლიო ფასების კლება რუსეთის შიდა ბაზარს გარე ბაზარზე მიმზიდველს გახდის, მაშინ სორი და ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებში ექსპორტი ასევე შემცირდება.

რუსული წილის დაკავება

რუსეთიდან მიწოდებების შესაძლო შემცირება ნაკლებ მიმზიდველ სცენარად გამოიყურება დსთ-ის ქვეყნების უმეტესობისთვის, რომლებიც ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტზე არიან დამოკიდებული. ეს განსაკუთრებით ეხება ბელარუსს, ყირგიზეთს, სომხეთსა და დსთ-ის არაწევრ საქართველოსაც. რუსეტის სახით საწვავის ძირითადი და ყველაზე ხელსაყრელი მომწოდებლის დაკარგვა ამ სახელმწიფოებისთვის შესაძლოა კატასტროფად იქცეს.

ამასთან აზერბაიჯანისა და ყაზახეთისთვის ეს პოზიციების განმტკიცების შანსი იქნება პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზარზე.

„თუ რუსული ნავთობის დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტი დაიკლებს, მაშინ აზერბაიჯანი შეძლებს გამოთავისუფლებული მოცულობების შევსებას. ეს შესაძლებელია არა მარტო თეორიულად, არამედ პრაქტიკულადაც. ჩვენ ახლაც ვაკეთებთ ამას. 2017 წლიდან აზრბაიჯანი ბელარუსულ ბაზარზე გავიდა — წელს მინსკი 1 მლნ ტონა ნავთობის შეძენას აპირებს ჩვენგან. 2021 წლის იანვარ−მარტში ჩვენ მო ნოპოლისტები აღმოვჩნდით უკრაოინაში ნედლი ნავთობის მიწოდების კუთხით“, — ამბობს ნავთობკვლევების ცენტრ Caspian Barrel−ის ხელმძღვანელი ილჰამ შაბანი.

ნავთობბაზა Colonial Pipeline's Linden Junction-ი ვუბრიჯში  - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
მოსაზრება: ამერიკელები ბენზინს ვერ ყიდულობენ - დამნაშავე რუსეთია

ნაკლებად ოპტიმისტურადაა განწყობილი პროფესორი ელშად მამედოვი. მისი თქმით, აზერბაიჯანში ნავთობმოპოვება განუხრელად იკლებს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ამიტომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ექსპორტის გაზრდა  ბა ქოს მხოლოდ უმნიშვნელო მოცულობებით შეუძლია, თუმცა ამაშიც რუსეთის დახმარება დასჭირდება.

„იმისათვის, რომ იქით საექსპორტო ნაკადები მიიმართოს, აზერბაიჯანს რუსეთის ლოგისტიკური საშუალებების გამოყენება მოუწევს. ჩვენი ძირითადი საექსპორტო ბაზრების მიერ რუსეთის სატრანზიტო პოტენციალის გამომყენებლები ხანგრძლივ პერსპექტივაში შეიძლება გახდხნენ უკრაინა და ბელარუსი — ეს ქვეყნები მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული ნახშირწყალბადების იმპორტზე. გარკვეული პოტენციალი აქვთ შუა აზიის ქვეყნებსაც“, — განმარტავს ექსპერტი.

შაბანი ეთანხმება მოსაზრებას, რომ აზრებაიჯანს ნამდვილად არ აქვს ნავთობმოპოვებების გაზრდის შესაძლებლობა, ვინაიდან მისი პიკი ჯერ კიდევ 2010 წელს იყო მიღწეული — 50,8 მლნ ტონა. ბაქოსთვის ხელსაყრელი იქნება ნახშირბადის გადასახადი, რომლის შემოღებასაც ევროკავშირი 2023 წლისთვის გეგმავს.

„ახალი საბადოები არ გვაქვს. როგორც ხშირად ხუმრობენ, 2050 წლისთვის ჩვენ ბოლო წვეთების მოგროვება მოგვიწევს. ამიტომ ევროპის გადასვლა „მწვანე ენერგეტიკაზე“ აზერბაიჯანს ზოგ მოცულობებს გამოუთავისუფლებს დსთ-სთვის“, — ამატებს ის.

ნავთობმოპოვება - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
მარაგები ამოიწურა: ნავთობის ფასი შესაძლოა ბარელზე 74 დოლარამდე ავიდეს

ყაზახეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დიდწილად შიდა ბაზარზე არიან ორიენტირებული, ხოლო საექსპორტო ნავთობი ევროკავშირის ქვეყნებში გადის, ამბობს ეკონომიკური მიმომხილველი, პორტალ Ekonomist.kz-ის რედაქტორი სერგეი დომნინი.

„რაც შეეხება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, ნავთობპროდუქტების მიწოდებების თვალსაზრისით ძალიან საინტერესია ყირგიზეთი. ყაზახეთი ცდილობდა კიდეც იქ შესვლას, მაგრამ რუსეთს ძალიან მწიდროდ აქვს დაკავებული ბაზარი“, — აზუსტებს დომნინი.

გარდა ამისა, ყაზახეთს ჰქონდა ბელარუსში ნავთობის ექსპორტის საკმაოდ წარმატებული გამოცდილება, მიაჩნია მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის დირექტორ აკიმჟან არუპოვს.

„მინსკმა ერთხელ უკვე შეიძინა ყაზახური ნავთობის საკმაოდ დიდი პარტია რუსულის ნაცვლად. ამ თვალსაზრისით ჩვენ უბრალოდ კი არ „ვკრებთ“ იმ მოცულობებს, რომლებიც რუსეთის შემდეგ „რჩება“ — ჩვენ სრულიად წარმატებულად ვუწევთ მას კონკურენციას ბაზარზე“, — ამბობს ის. 

ნაადრევი შიშები

2025 წლის შემდეგ, როდესაც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნები ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საერთო ბაზარს ჩამოაყალიბებენ, ხოლო რუსეთში ნავთობის სფეროში საგადასახადო მანევრი დასრულდება (საექსპორტო ბაჟი გაუქმდება), მიწოდებების ეკონომიკა ხელსაყრელი ფასებით იქნება განსაზღვრული, მიაჩნია სერგეი კოლობანოვს.

რუსული რუბლი  - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2021
რუსეთიდან ფულადი გადარიცხვები ყველაზე ხელსაყრელია: როგორ ეხმარებიან მიგრანტები ბიუჯეტებს

ასეთ შემთხვევაში აზერბაიჯანი და ყაზახეთი შეძლებენ, კონკურენცია გაუწიონ რუს მიმწოდებლებს დსთ−ის სივრცეში, თუ მათი ნავთობის ფასი უფრო დაბალი აღმოჩნდება. ახლა აზერბაიჯანული ნავთობი ბელარუსს, როგორც მინიმუმი, 5%-ით ძვირი უჯდება ლოგისტიკის გამო.

მთლიანობაში ვითარების პროგნოზირება ათობით წლით ადრე ძალიან რთულია, მიაჩნია ექსპერტ დმიტრი კოპტევს.

„2030 წლამდე შეიძლება ბევრი რამ მოხდე, ამიტომ რაღაც წინასწარმეტყველებები ყოველთვის პირობითი იქნება. მაგალითად, ევრაზიის ეკონომიკურ კაშირში შეიძლება შევიდეს ირანი, რომელმაც ამ საკითხზე მოლაპარაკებები დააჩქარა ბირთვული გარიგების გაწიანურებული გადაწყვეტილების ფონზე. ეს ირანულ ნავთობს თავისუფალ გზას გაუხსნის კავშირის ქვეყნების ბაზარზე“, — ასკვნის ექსპერტი.

Sputnik-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები თანხმდებიან, რომ რუსეთში ნავთობმოპოვებების შემცირება აზერბაიჯანისა და ყაზახეთისთვის ხელსაყრელი იქნება, მისცემს რა ამ ქვეყნებს დამატებით საექსპორტო შესაძლებლობებს. სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს კი რუსული მიწოდებების პოტენციური შემცირება მხოლოდ ახალ სირთულეებს უქადის.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0