მოსაზრება: ამერიკელები ბენზინს ვერ ყიდულობენ - დამნაშავე რუსეთია

© REUTERS / Hussein Waaileნავთობბაზა Colonial Pipeline's Linden Junction-ი ვუბრიჯში
ნავთობბაზა Colonial Pipeline's Linden Junction-ი ვუბრიჯში  - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
გამოწერა
გაგეცინებათ, მაგრამ ამერიკაში ისევ იპოვეს რუსი ჰაკერები. ამ ჯერზე მათ თითქოს ნავთობსადენი Colonial Pipeline გააჩერეს, რომელიც ტეხასიდან ნიუ−იორკამდეა გადაჭიმული და დღეში 2,5 მლნ ბარელს ატარებს.

ვიქტორია ნიკიფოროვა

იმ მონაცემების თანახმად, რომლებიც გამოძიების ფედერალური ბიუროს ანონიმმა წყაროებმა მიაწოდეს Associated Press−ს, რომელიაც ვირუსულმა კომპუიტერულმა პროგრამამ აიძულა Colonial Pipeline−ს მფლობელები, ნავთობის გადაქაჩვა შეეჩერებინათ. ახლა, სავარაუდოდ, ჰაკერები კომპანიის ხელმძღვანელობასთან გამოსასყიდზე ვაჭრობენ.  ბოლო სამი დღის განმავლობაში ნავთობსადენი ფაქტობრივად არ მუშაობს, რის გამოც ბენზინი ძვირდება და კიდევ გაძვირდება.

გადამწვარი ტყე - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
მოსაზრება: როგორ თამაშობენ ამერიკელები კლიმატის თემით

დემოკრატების პარტიულმა ტელეარხმა CNN−მა გაავრცელა ვერსია, რომლის თანახმადაც კიბერშეტევა დაჯგუფება Darkside−ს ჰაკერებმა განახორციელეს, ეს დაჯგუფება კი, რაღა თქმა უნდა, მიხვდით, რომ რუსებთანაა კავშირში.

მტკიცებულებები? აბა როგორც! Darkside თარგმანში „ბნელ მხარეს“ ნიშნავს. და ვინ ბინადრობენ დემოკრატიული სამყაროს ბნელ მხარეს? რა თქმა უნდა, რუსები. Darkside−ს აქვს თავისი ოფიციალური საიტი და კონტაქტები, რომლებითაც ამერიკელი ჟურნალისტები მათთან დაკავშირებას ცდილობენ. იკითხავთ, ეს რა ჰაკერები არია, რომლებსაც თავისი საიტი და კონტაქტებიც აქვთო? ეტყობა ეს ამოუცნობი რუსული სულია.

მთავარი ჯავშანშემანგრეველი „მტკიცებულება“ კი ისაა, რომ „ბნელი ჰაკერები“ პოსტსაბჭოთა ტერიტორიებზე არ მუშაობდნენ. ამ ლოგიკით, თუ რომელიმე ჰაკერი არ ტეხავს, მაგალითად, ლუქსემბურგულ კომპანიას, ესე იგი, ის ნამდვილად ლუქსემბურგში ცხოვრობს. სამწუხაროდ, ამერიკელი პარტნიორები დიდი ხანია, თავს აღარ იწუხებენ თავიანთი ინტერპრეტაციების დამაჯერებლად ახსნით.

სინამდვილეში ჰაკერების შესახებ ზღაპრები ბაიდენის ერის სამწუხარო ეკონომიკური რეალიების გასამართლებლადაა საჭირო. საქმე ისაა, რომ პრეზიდენტ ტრამპის დროს ქვეყანაში ერთი გალონი ბენზინი ორი დოლარი ღირდა (დაახლოებით 50 ცენტო ერთ ლიტრზე). დღეისათვის გალონი ბენზინი 3,5−4 დოლარამდე გაძვირდა. კალიფორნიის შტატში ფასი ხუთი დოლარისკენ მიიწევს.

ელიოტ ჰიგინსი - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
მიმოხილვა: ფეიკების ფაბრიკა და მისი ნამდვილი მფლობელები

Colonial Pipeline−სთან დაკავშირებული გაუგებრობა (მნიშვნელობაც კი არ აქვს, რა მოხდა იქ) საწვავზე ფასის ზრდის შესანიშნავი გამართლება იქნება. რა მოჰყვება ამას, პროგნოზირება რთული არ არის. გაძვირდება მგზავრობა, გადაზიდვები, გაიზრდება ფასები პრაქტიკულად ყველაფერზე — დაწყებული ავიაბილეთებით და დასრულებული პროდუქტით. მოკლედ, ინფლაცია იქნება ყველა პუნქტში.

პიკანტურობა კი ისაა, რომ ეს კრიზისი ღრმად ხელოვნური წარმოშობისაა. როგორც კი თეთრ სახლში ფეხი შედგა, ბაიდენმა მაშინვე შეზღუდა ფიქალური ნავთობის მოპოვება, დახურა ნავთობსადენ Keystone XL−ის პროექტი, მწვანე ენერგეტიკაში ინვესტირების პირობა დადო. ყოველივე ამან შესაძლებელი გახადა, რომ მოპოვებები კორონავირუსამდელ დონემდე გაზრდილიყო.

რუსი მენავთობეების განადგურების გეგმა, შავ ოქროზე ფასების ჩამოშლის გზით, არ გამოვიდა. გეგმის საწინააღმდეგოდ, 2020−ში მხოლოდ ამერიკელი მეფიქალეები განადგურდნენ. ახლა, პანდემიის პიკის შემდეგ, საწვავზე მოთხოვნა იზრდება, ზაფხული მოდის და დგება ქვეყნის მასშტაბით მასობრივი მოგზაურობის სეზონი, მოთხოვნის დაკმაყოფილება კი შეუძლებელია.  გასაკვირი არ არის, რომ ბენზინის ფასი ცამდე იზრდება.

ცივილიზებულ ქვეყნებში არსებობს სხვადასხვა სახის ფინანსური ინსტრუმენტები საწვავზე ფასების დასამუხრუჭებლად. რუსეთი, მაგალითად, მრავალი წელია, წარმატებით იყენებს დემპფერულ მექანიზმს და დღეს ქვეყანაში ყველაზე დაბალი ფასებია ბენზინზე მთელ მსოფლიოში.

ეკრანი არჩევნების შედეგებით აშშ-ში - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2020
მოსაზრება: რუსი ჰაკერები ისვენებენ, ანუ ვინ მიიტაცა ნამდვილი ხელისუფლება აშშ-ში

მაგრამ შტატებში გრეტა ტუნბერგის ოცნებების განხორციელებას ანიჭებენ უპირატესობას: ამერიკელები შინ სხედან, იმიტომ რომ მათ ბენზინის საყიდლად ფული არ აქვთ, არ მიფრინავენ შვებულებებში, იმიტომ რომ თვითმფრინავის ბილეთი მთელი ქონება დაჯდება, და მწვანილს ზრდიან ფანჯრების რაფებზე, ვინაიდან საკვები საშინლად გაძვირდა.

სწორედ ასეთი მწვანე დღის წესრიგს ლობირებს დემოკრატიული პარტიის კენწერო. ერთი წლის წინ, როდესაც ნავთობის ფასი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, მემარცხენე ახალგაზრდა დემოკრატების ვარსკვლავმა ალექსანდრია ოკასიო−კორტესმა თავს „ტვიტერზე“ დაწერა: „ჩვენი ნავთობის დარგი სტრუქტურულ ვარდნაშია...“

სწორედ იმ მომენტში მოპოვების სფეროში დასაქმებული ადამიანები მასიურად კარგავდნენ სამსახურებს, კოტრდებოდნენ დიდი და მცირე კომპანიები, და მალე კონგრესვუმენი იძულებული გახდა, წაეშალა ეს ტვიტი. მაგრამ ინტერნეტს ყველაფერი ახსოვს: ამერიკული ნავთობწარმოების განადგურება — ეს არის კიდეც ოლიგარქების სანუკვარი მიზანი, რომლებიც დემოკრატიულ პარტიას აფინანსებენ.

Colonial Pipeline−ზე კიბერშეტევისთანავე საბირჟო ანალიტიკოსებმა კლიენტებს ინტერნეტ−გიგანტების აქციების შეძენა შესთავაზე, რომლებიც კიბერუსაფრთხოებაზე სპეციალიზდებიან.  ერთ−ერთი ასეთი გიგანტის, Google−ს ყოფილი CEO−მ ერიკ შმიდტი დღეს თეთრი სახლის ნამდვილი რუხი კარდინალია, რომელიც თავის პროტეჟეებს ყველა ნაკლებ თუ მეტად შესამჩნევ თანამდებობებზე აწინაურებს.

ნავთობმოპოვება - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
მარაგები ამოიწურა: ნავთობის ფასი შესაძლოა ბარელზე 74 დოლარამდე ავიდეს

ციფრული კორპორაციების მფლობელი ამერიკელი ოლიგარქებისთვის ხელსაყრელია ამერიკელი მენავთობეების გაღარიბება. ხოლო ის,რომ მათთან ერთად მილიონობით უბრალო მოქალაქეც ღარიბდება, ეს კორპორაციული ეკონომიკური ომის „თანამდევი ზარალია“.  საომარი მოქმედებების თეატრად აშშ−ის ტერიტორია იქცა, ხოლო უბრალო ამერიკელების მთელ უბედურებას ვაშინგტონი რუსებს დააბრალებს.

რა თქმა უნდა, აშკარა ცილისწამება კარგი პროლოგი არ არის რუსეთისა და თეთრი სახლის მასპინზლის მომავალი მოლაპარაკებებისთვის. სამაგიეროდ მისი გამოყენება ზეწოლისთვის შეიძლება. „მე პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრას ვგეგმავ. ჯერჯერობით ჩვენმა სპეცსამსახურებმა ვერ აღმოაჩინეს [კიბერშეტევაში] რუსეთის მონაწილეობის მტკიცებულებები. თუმცა არსებობს იმის მტკიცებულება, რომ გამომძალველი პროგრამა რუსეთშია. რუსებს მოუწევთ პასუხის გაცემა...“, — განაცხადა ჯო ბაიდენმა.

როცა რამე ისე ვერ მიდის, ამერიკის ხელისუფლება მემებად ქცეულ „რუს ჰაკერებს“ ამოსწევს ხოლმე. რა აღარ დააბრალეს მზაკვარ რუს პროგრამისტებს: დემოკრატიული პარტიის კომპიუტერების გატეხვაც, არჩევნებში გაუთავებელი ჩარევებიც, ამერიკის სახელმწიფო დაწესებულებების კომპიუტერული ქსელების მუშაობაში შეფერხებაც გასული წლის დეკემბერში და აგერ ახლა ბენზინის გაძვირებაც. ამ წლების განმავლობაში საზოგადოებისთვის არცერთხელ არ წარუდგენიათ არცერთი რეალური ჰაკერი. არცერთხელ არ წარუდგენიათ არანაირი მტკიცებულება.

ამასთან სწორედ ამ წლებში აშშ აბსოლუტური მსოფლიო ლიდერი გახდა კომპუიტერული დანაშაულების კუთხით. ამერიკელები არიან ყველაზე ცნობილი კიბერშეტევების ავტორები ბოლო ათწლეულში. ამ შეტევებიდან ზოგი სრულფასოვან სამხედრო დივერსიას ჰგავდა. ავიღოთ თუნდაც კომპიუტერული ვირუსი Stuxnet−ი, რომელმაც კრიტიკული საფრთხე შეუქმნა ირანის ინფრაქსტრუქტურას.

რუსეთი გამუდმებით სთავაზობს შტატებს საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით თანამშრომლობას. მაგრამ ამერიკელები გამუდმებით უარზე არიან — ასეთ შემთხვევაში ხომ მათაც წესების დაცვით თამაში მოუწევთ. ბევრად მარტივია, რომ ქვეყნის დაცემა და მოქალაქეების გაღატაკება ყველგან მყოფ რუს ჰაკერებს დაბრალდეთ.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

ყველა ახალი ამბავი
0