რუსეთმა შესაძლოა ბენზინის ექსპორტი შეზღუდოს: როგორ აისახება ეს გადაწყვეტილება საქართველოზე

© Sputnik / Alexander Imedashviliავტოგასამართი სადგური
ავტოგასამართი სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2021
გამოწერა
თუ რუსეთი ექსპორტს აკრძალავს, ეს ნეგატიურად აისახება კომპანიებზე, რომლებიც ამ ქვეყნიდან საწვავის იმპორტს ეწევიან, გარდა ამისა, ბენზინი შეიძლება გაძვირდეს, ფიქრობს ექსპერტი

თბილისი, 14 მაისი - Sputnik. თუ რუსეთი ბენზინის ექსპორტს შეზღუდავს, საქართველო საწვავის ძირითადი და მომგებიანი მომწოდებლის გარეშე დარჩება, განაცხადა საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვანო მთვრალაშვილმა Sputnik-საქართველოსთან საუბრისას.

რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ მოამზადა დადგენილების პროექტი რუსეთიდან ბენზინისა და მსუბუქი დისტილატების ექსპორტის სამი თვით აკრძალვის შესახებ შიდა ბაზარზე საწვავზე გაზრდილი მოთხოვნილების პერიოდში სტაბილური სიტუაციის უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნავს გაზეთი „იზვესტია“ (Известия). პარალელურად მომზადდა დადგენილების პროექტი, რომელსაც ბენზინი და მსუბუქი დისტილატები შეჰყავს იმ საქონლის ჩამონათვალში, რომელთა მიმართაც მთავრობას შეუძლია შეზღუდვების დაწესება ან ექსპორტის აკრძალვა.

SOCAR - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
რატომ ძვირდება ბენზინი და რა არის შესაძლო ბოლო ნიშნული?

რუსეთის მთავრობა ბენზინის ექსპორტის აკრძალვის შესახებ დოკუმენტს უახლოეს მომავალში განიხილავს. რუსეთის ენერგეტიკის მინისტ ნიკოლოზ შულგინოვის თქმით, ეს ნაბიჯი საწვავის შიდა ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით შეიძლება გადაიდგას მხოლოდ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

„რუსეთი ბოლო დროს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის სტაბილური და, შეიძლება ითქვას, ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ნავთობპროდუქტების ყველაზე მსხვილი მომწოდებელია. რუსული საწვავი ხარისხით სრულად აკმაყოფილებს ქართული ბაზრის მოთხოვნილებას და ევროპულ ნავთობპროდუქტებზე იაფია“, - აღნიშნა მთვრალაშვილმა.

საქართველოში ნავთობპროდუქტები რკინიგზითა და ზღვით შემოდის. ხარისხითა და ფასით რუსული საწვავი საქართველოსთვის ყველაზე ხელსაყრელია. სწორედ ამიტომ რჩება რუსეთი ტრადიციულად საწვავის ყველაზე მსხვილ მომწოდებლად - მასზე ავტომობილის საწვავის სრული იმპორტის 31% მოდის. რუსეთიდან 2020 წელს 342,8 ათასი ტონა საწვავი შემოვიდა - 3,9%-ით მეტი 2019 წელთან შედარებით. 2021 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით კი - 78,3 ათასი ტონა ბენზინი და დიზელის საწვავი.

რუსეთის შემდეგ მოდიან აზერბაიჯანი, რუმინეთი, ბულგარეთ, თურქმენეთი და საბერძნეთი.

მთვრალაშვილის თქმით, თუ რუსეთი ექსპორტს აკრძალავს, ეს, პირველ რიგში, ნეგატიურად აისახება რუსეთიდან პროდუქციის იმპორტიორ კომპანიებზე.

„რუსეთიდან პროდუქციის იმპორტიორი კომპანიებისთვის პრობლემა იქნება სხვა ქვეყნებთან პარტნიორული კავშირების დამყარება. სხვა ბაზრებზე გადაწყობას დრო და დიდი ძალისხმევა სჭირდება. რუს მომწოდებლებთან კი უკვე დამყარებულია სანდო პარტნიორული ურთიერთობა და მრავალწლიანი თანამშრომლობა. ეს ნაწილობრივ აისახება ასევე ფასზე, რომელიც შეიძლება გაიზარდოს“, - აღნიშნა მთვრალაშვილმა.

ძვირი, როგორც არასდროს

საქართველოში ნავთობპროდუქტების ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. 2021 წლის დასაწყისიდან ბენზინი და დიზელის საწვავი საშუალოდ 50-60 თეთრით გაძვირდა.

აქცია საწვავზე ფასების გაძვირების წინააღმდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2021
საქართველოს დიდ ქალაქებში საწვავის ფასების ზრდას აპროტესტებენ

„ფასების სტაბილიზაცია ალბათ მოსალოდნელი არ არის. საწვავი, საშუალოდ, 5-10 თეთრით გაძვირდება. ყველა კომპანია შიშობს, რომ გაძვირების შედეგად პროდუქტი არაპოპულარული გახდება, ამიტომ ცდილობს ფასების შენარჩუნებას“, - აღნიშნა მთვრალაშვილმა.

საქართველოში დღეს ოპერირებს 5 მსხვილი კომპანია, რომელთაც 600-მდე ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის. მათ გარდა, ქვეყანაში არიან წვრილი და საშუალო, არაბრენდირებული კომპანიები, რომელთაც ჯამში ასევე 600-მდე ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის.

ამჟამად ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე ერთი ლიტრი საწვავის საშუალო ფასია: პრემიუმი - 2,94-2,97 ლარი; რეგულარი - 2,79-2,88 ლარი; ევროდიზელი - 2,81-2,89 ლარი. ლარის მიმდინარე კურსი დოლართან მიმართებით არის $1-₾3,4.

რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება

საქართველოს მსხვილ ქალაქებში პერიოდულად იმართება საპროტესტო აქციები ბენზინის გაძვირების გამო. მძღოლები დასახლებული პუნქტების მთავარ ქუჩებში ავტოკოლონებით დადიან, მართავენ მიტინგებს და პიკეტებს. თუმცა ეს პრობლემას ვერ აგვარებს, რადგან ბენზინის ფასი ზრდას განაგრძობს. მძღოლები სახელმწიფოსგან საწვავის ფასის გაკონტროლებას მოითხოვენ.

პროტესტი საწვავის ფასის ზრდის წინააღმდეგ ქუთაისში - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2021
გაბრაზებული ავტომობილისტები: საპროტესტო აქციები საწვავზე ფასის ზრდის წინააღმდეგ - ფოტო

საწვავის ფასების შესანარჩუნებლად ხელისუფლება სუბსიდირების მექანიზმს არ გამოიყენებს, ფიქრობს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე.

 „ვფიქრობ, სახელმწიფო არ ჩაერევა და სუბსიდიებს არ გამოიყენებს, რადგან ეს არ არის პირველი მოხმარების საქონელი. გარდა ამისა, ნავთობპროდუქტების ღირებულება საქართველოში დამოკიდებულია ნავთობის საერთაშორისო ფასზე S&P Global Platts-ის შესაბამისად, ასევე ლარის გაცვლით კურსზე, ვინაიდან საქონლის შეძენა და გადაზიდვა დოლარებში ხდება. სახელმწიფო არასოდეს ჩარეულა ფასების ფორმირების პროცესში“, - აღნიშნა მთვრალაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ შესაძლოა შეამციროს სააქციზო გადასახადი, რომელიც 2017 წელს გაორმაგდა და ერთ ტონაზე 500 ლარი შეადგინა. მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია, მან ეს ნაბიჯი გადადგას, რადგან ასე მნიშვნელოვან შემოსავალს დაკარგავს, რომელიც მას ჰაერივით სჭირდება.

ყველა ახალი ამბავი
0