საქართველოს დიდ ქალაქებში საწვავის ფასების ზრდას აპროტესტებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliაქცია საწვავზე ფასების გაძვირების წინააღმდეგ
აქცია საწვავზე ფასების გაძვირების წინააღმდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2021
გამოწერა
მსოფლიო ბაზრების პარალელურად ნავთობპროდუქტები ძვირდება საქართველოშიც, რადგან ქვეყანა მთლიანად არის დამოკიდებული საწვავის იმპორტზე.

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ქუჩებში ავტომობილების მფლობელები საწვავის ფასების ზრდას აპროტესტებენ.

ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
ვანო მთვრალაშვილი: ნავთობის ფასებმა უკვე პანდემიამდელ ნიშნულს გადააჭარბა

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, სადაც მოქალაქეები საწვავზე ფასების ზრდას აპროტესტებდნენ, პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა. კერძოდ, აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ რამდენიმე პირი საპატრულო ავტომობილში ჩასვეს, თუმცა უცნობია, დააკავეს თუ არა აქტივისტები.

ამ დროისთვის კახეთის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

დღეს საწვავის ფასის ზრდა გააპროტესტეს ქუთაისშიც. მძღოლები სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ და ქალაქის ცენტრში ავტომანქანებით გამაფრთხილებელი მსვლელობა მოაწყვეს. ამ ფორმით ისინი საწვავის ფასის შემცირებას მოითხოვენ და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

საპროტესტო აქცია გაიმართა ბათუმშიც. მძღოლების განცხადებით,  ბოლო პერიოდში საწვავზე ფასი საგრძნობლად გაიზარდა. ისინი ხელისუფლებას მიმართავენ და საწვავზე ფასების შემცირებას მოითხოვენ.

  • ნავთობის იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 21 მარტისთვის  ბრენდირებული ავტოგასამართი სადგურების ქსელებში ერთი ლიტრი ბენზინის ფასია: სუპერის ტიპის ბენზინი - 2,79 – 3,02, პრემიუმის ტიპის ბენზინი — 2,67-2,71 ლარი, რეგულარის ტიპის ბენზინი — 2,45-2,50 ლარი, ევრო დიზელის საწვავი - 2,61-2,73 ლარი.

საქართველოს საწვავის ბაზარზე დღეს 5 მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომლებსაც მთელ ქვეყანაში დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის. მათ გარდა, არის ასევე ათობით მცირე და საშუალო, ე.წ. არაბრენდირებული კომპანიები, რომლებსაც ჯამში ასევე 600-მდე ავტოგასამართი სადგური აქვთ. არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი 1 ლიტრ საწვავზე 20-25 თეთრით უფრო იაფია, ვიდრე ბრენდულ ავტოგასამართ სადგურებზე, ანალოგიურად როგორც ეს იყო წინა პერიოდებში.

საქართველოში საწვავზე სულ უფრო მზარდი ფასების წინააღმდეგ ბოლო რამდენიმე კვირაა თბილისსა და მსხვილ ქალაქებში პერმანენტულ აქციებს მართავენ ავტომფლობელები, რომლებიც ხელისუფლებისგან საწვავის ფასწარმოქმნაში ჩარევას მოითხოვენ.

ყველა ახალი ამბავი
0