ევროპაში ახალ გაზსადენს აგებენ: გაუწევს თუ არა ბაქო კონკურენციას „გაზპრომს“

© courtesy of SOCARგაზსადენის მშენებლობა
გაზსადენის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
გამოწერა
ევროპის საინვესტიციო ბანკმა სერბეთს 25 მლნ ევროს კრედიტი გამოუყო ახალი გაზსადენის მშენებლობისთვის, რომელიც ბულგარეთის გაზგამანაწილებელ სისტემას მიუერთდება.

ვადიმ პავლოვი

იგეგმება, რომ სერბეთი ახალი მილსადენით გაზს აზერბაიჯანიდან მიიღებს, ამით „ცისფერი საწვავის“ მიწოდების დივერსიფიკაციას მოახდენს, რომელსაც ბელგრადი დღეს მხოლოდ რუსეთისგან იძენს.

შეძლებს თუ არა აზერბაიჯანი გაუწიოს სერიოზული კონკურენცია რუსულ „გაზპრომს“ ევროპის ბაზარზე, ხოლო საქართველომ ტრანზიტიდან მიიღოს შემოსავალი?

ღარიბაშვილი და ალიევი - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2021
რაზე ისაუბრეს ღარიბაშვილმა და ალიევმა ბაქოში

სერბეთი რუსეთის ალტერნატივას ეძებს

გასული კვირის ბოლოს ევროპის საინვესტიციო ბანკმა და სერბეთის მთავრობამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ამ უკანასკნელის ტერიტორიაზე გაზსადენის დაფინანსების შესახებ. ახალი მილსადენი ქალაქ ნიშიდან (სერბეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი) დიმიტროვგრადამდე (დასახლებული პუნქტი სერბეთ-ბულგარეთის საზღვარზე) გაიჭიმება, სადაც ის ბულგარეთის გაზგამანაწილებელ სისტემას მიუერთდება.

გაზსადენის სიგრძე 109 კმ-ია, სიმძლავრე, გეგმის თანახმად, 1,8 მლრდ კუბომეტრ გაზს შეადგენს წელიწადში. პროექტის საერთო ღირებულება - 89 მლნ ევრო, საიდანაც 25 მლნ ევროპის საინვესტიციო ბანკმა გამოყო. მთლიანობაში კი ევროკავშირმა აღნიშნული პროექტისთვის 49,5 მლნ ევროს ოდენობის გრანტი გასცა.

დამაკავშირებელი გაზსადენი (ინტერკონექტორი) ხელს შეუწყობს გაზმომარაგების წყაროების დივერსიფიკაციას უკვე არსებულ „ბალკანურ ნაკადთან“ („თურქული ნაკადის“ განშტოება) ერთად. ამის თაობაზე ბულგარეთის პრეზიდენტ რუმენ რადევთან შეხვედრისას განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა.

აღვნიშნავთ, რომ დღეს გაზის ფაქტობრივად ერთადერთი მიმწოდებელი სერბეთისთვის რუსეთია. ბელგრადი რუსულ გაზს ორი მარშრუტით იღებს - უკრაინასა და უნგრეთზე გამავალი გაზსადენით და ასევე, ამ წლის დასაწყისიდან, „თურქული ნაკადით“ – ტრანზიტით თურქეთისა და ბულგარეთის ტერიტორიების გავლით.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 31.12.2020
გიორგი გახარია სამხრეთის გაზის დერეფნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მნიშვნელობას აფასებს

რუსეთსა და სერბეთს შორის მთავრობათშორისი შეთანხმება მოქმედებს ბუნებრივი გაზის მიწოდების შესახებ 2012 წლიდან 2021 წლის ჩათვლით. 2017 წლამდე ბელგრადი ყოველწლიურად 1,5 მლრდ კუბომეტრ გაზს იღებდა, ხოლო 2017-დან მიწოდებების მოცულობა 2 მლრდ კუბომეტრამდე გაიზარდა. 2019 წელს, „გაზპრომის“ მონაცემებით, სერბეთში 2,13 მლრდ კუბომეტრი რუსული გაზი შევიდა.

„გაზსადენი ნიში-დიმიტროვგრადი-ბულგარეთი, რომლის მშენებლობაც წელს უნდა დაიწყოს, ხოლო ექსპლუატაციაში 2023 წლისთვის უნდა შევიდეს, სერბეთს სხვა მიმწოდებლებისგან გაზის მიღების საშუალებას მისცემს – საბერძნეთის ტერმინალებიდან, გაზსადენ TANAP-დან (გაზსადენი აზერბაიჯანიდან საქართველოსა და თურქეთის გავლით მიდის საბერძნეთის საზღვრამდე) და TAP-დან (TANAP-ის გაგრძელება - გაზსადენი საბერძნეთიდან ალბანეთის გავლით გადის იტალიაში ადრიატიკის ზღვის ფსკერზე) და, შესაძლოა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის საბადოებიდან, ისრაელის ლევიათანის საბადოს ჩათვლით“, – განაცხადა სერბეთის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზორან მიხაილოვიჩმა.

რა შანსები აქვს აზერბაიჯანს?

Sputnik-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სერბეთის ხელისუფლების ასეთი განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური თამაში იმ მიზნით, რომ მოილაპარაკოს „გაზპრომთან“ მისთვის ხელსაყრელ ფასზე ახალი კონტრაქტის გაფორმებისას. გამომდინარე აქედან, აზერბაიჯანის შანსები, რომ სერიოზული კონკურენცია გაუწიოს „გაზპრომს“ სერბეთის გაზის ბაზარზე, მცირეა. 

ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეს შორის შეთანხმების გაფორმება - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2020
საქართველო აზერბაიჯანულ ბუნებრივ აირს ფასდაკლებით შეიძენს

„გაზპრომთან“ კონკურენტული ბრძოლის მოსაგებად საჭიროა ერთი - გაზის უფრო ხელსაყრელი პირობებით მიწოდება, მიაჩნია ექსპერტ დმიტრი კოპტევს. - თუ ადრე გაზის ბაზარი იყო გამყიდველის ბაზარი, სადაც მცირერიცხოვან მიმწოდებლებს თავიანთი პირობების კარნახი შეეძლოთ, ახლა ის მყიდველის ბაზრად გარდაიქმნა. არ გამოვრიცხავ, რომ პროექტი, რომელიც პირველად 2012 წელს დაანონსდა, არქივიდან იმისთვის ამოიღეს, რომ აიძულონ „გაზპრომი“, გამოიჩინოს მოქნილობა ფასის ფორმირების საკითხში მომდევნო პერიოდისთვის“.

„როდესაც კონტრაქტი იწურება, მხარეებისთვის ეს ყოველთვის არის ვაჭრობის საბაბი, ხოლო მესამე პირებისთვის - უთანხმოებებზე თამაშის შესაძლებლობა, - მიაჩნია გაზის პროექტების ეროვნული ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდის დირექტორ ალექსეი გრივაჩს. - მაგრამ ახლა სერბეთში დიდი პოლიტიკური თამაში მიდის ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისა და გაზის დარგის ევროპული მოდელით რეორგანიზაციის ირგვლივ“.

ექსპერტის თქმით, პრობლემა ისაა, რომ ახალი კონტრაქტის გარეშე სერბეთი რისკავს – თავისი მომხმარებლები გაზის გარეშე დატოვოს მომდევნო სეზონის დასაწყისში.

„მაგრამ არ მგონია, რომ საქმე აქამდე მივიდეს. სიტუაცია ხელოვნურად მწვავდება, თუმცა რუსეთსა და სერბეთს ძალიან მჭიდრო კავშირები აქვთ, გაზის სფეროში აგებულია „ბალკანური ნაკადის“ მონაკვეთი, რომლითაც რუსული გაზი უკვე შეედინება და ნაწილდება ქვეყანაში, ხოლო მალე იგეგმება ტრანზიტი უნგრეთში და შემდეგ ავსტრიაში. მიწოდებები საიმედოა და მიმზიდველია ფასით“, – აღნიშნავს გრივაჩი.

ნავთობმოპოვება რუსეთში - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
რუსეთი ნავთობბაზრიდან „გადის“ − რა ელოდება დსთ-ის ქვეყნებს?

როგორც კოპტევი ამბობს, ის ფაქტიც კი, რომ ევროპის ინვესტბანკი სახსრების გამოყოფას დათანხმდა, კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ გაზსადენი აიგება - 2018 წელს ამავე ბანკმა უკვე აიღო ვალდებულება პროექტის დაფინანსების თაობაზე, მაგრამ საქმე ჯერაც არ დაძრულა ადგილიდან.

„იმის ალბათობას, რომ მას შემდეგ, რაც ბელგრადი გრძელვადიანი კონტრაქტით სასურველ ფასს მიიღებს „გაზპრომისგან“, ის კვლავ გადადებს პროექტს, საშუალოზე მაღლა ვაფასებ. რუსული გაზის მიწოდებაზე შეთანხმების ამოწურვა, ვფიქრობ, არანაირ გავლენას არ მოახდენს აზერბაიჯანის პერსპექტივებზე სერბეთის ბაზარზე - იმ მომენტისთვის, როდესაც ინტერკონექტორი დასრულდება, უკვე ნამდვილად იქნება გაფორმებული ახალი კონტრაქტი“, – ამბობს ექსპერტი.

ექნება თუ არა აზერბაიჯანს ზედმეტი გაზი გაზსადენის აგების შემთხვევაში?

გაზსადენის აგების შემთხვევაშიც კი აზერბაიჯანი, გამოკითხული ექსპერტების აზრით, მაინც ვერ შეძლებს, მიიღოს სერბეთის ბაზრის საგრძნობი წილი.

„მოცემული პროექტის ძირითადი პრობლემა აზერბაიჯანის სარესურსო ბაზის არასაკმარისობაშია, - აცხადებს ექსპერტი იგორ იუშკოვი. - რესპუბლიკას უკვე ახლა საკმაოდ დიდი პრობლემები აქვს გაზის მოპოვებაში. რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯანი „გაზპრომისგან“ შესყიდვებს დაუბრუნდა, ვინაიდან დეფიციტს განიცდიდა. მას კი შიდა ბაზარზე გაზის მიწოდება და ექსპორტული კონტრაქტების განხორციელება ესაჭიროებოდა“.

ამიტომ, ექსპერტის თქმით, აქ საქმე ის არ არის, სურს თუ არა ევროპას აზერბაიჯანის გაზის შესყიდვა. 

გათხევადებული გაზის საწარმო რუსეთში - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2021
არქტიკული მარაგები: რუსეთი ევროპიდან აშშ-ის განსადევნად მოემზადა

„აზერბაიჯანს მიწოდება რომ შეეძლოს, ისინი ალბათ მეტ გაზს შეიძენდნენ ბაქოსგან. მაგრამ მას უბრალოდ არ შეუძლია მოპოვება. ამიტომ სერბეთისთვის აზერბაიჯანს გაზი არ აქვს. საკითხავია ისიც, შეძლებს თუ არა ქვეყანა, შეასრულოს მიწოდებაზე კონტრაქტები თურქეთში, ბულგარეთში, საბერძნეთსა და იტალიაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ რუსეთს, სერბეთში მიწოდებების კუთხით, სანერვიულო არაფერი აქვს. სერბეთი იყო რუსული გაზის მყიდველი და, დიდი ალბათობით, დარჩება კიდეც, ანუ აქ უბრალოდ არ არსებობს სხვა მიმწოდებელი, მით უმეტეს, მისაღები ფასებით“, – ამბობს იგორ იუშკოვი. 

თუ გაზი მაინც გავა, რას მოიგებს საქართველო?

„სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გამტარუნარიანობა, რომელიც საქართველოზე გადის, 20 მლრდ კუბომეტრს შეადგენს წელიწადში. ბოლო ანგარიშის თანახმად, 2021 წლის პირველ კვარტალში გაზსადენის დატვირთვა 18,5 მლრდ კუბომეტრი იყო. ამგვარად, ტრანზიტის გაზრდის პოტენციალის სულ 8%-ია – თუ ამ თავისუფალ სიმძლავრეებზე მოთხოვნა გაჩნდება“, – ამბობს დმიტრი კოპტევი.

ალექსეი გრივაჩის თქმით, ასეთი ზრდა არ მისცემს მნიშვნელოვან შემოსავლებს გაზის ტრანზიტიდან საქართველოს. ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ ამ ქვეყნის გავლით ტრანზიტული გაზსადენის არანაირი გაფართოება არ იგეგმება, სერბეთში გაზსადენის მშენებლობა საქართველოზე არანაირ გავლენას არ მოახდენს. 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0