https://sputnik-georgia.com/20220117/ass-putinistvis-sanqciebis-dawesebas-gegmavs-263665168.html
არსებობს ურთიერთობის გაწყვეტის საშიშროება: აშშ პუტინისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს
არსებობს ურთიერთობის გაწყვეტის საშიშროება: აშშ პუტინისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს
Sputnik საქართველო
თუ რუსეტის პრეზიდენტსა და პრემიერს სანქციები დაუწესდებათ, ამას შესაძლოა აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაწყვეტა მოჰყვეს
2022-01-17T12:41+0400
2022-01-17T12:41+0400
2023-07-20T15:53+0400
პოლიტიკა
რუსეთი
უკრაინა
აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1d/251306450_0:111:1403:900_1920x0_80_0_0_bf3f63465e0231420535b0eab212eddf.jpg
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. აშშ-ის სანქციებმა რუსეთის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ შეიძლება გამოიწვიოს ქვეყნებს შორის ყველა ურთიერთობის შეწყვეტა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.სანქციების შესახებ შესაბამისი კანონპროექტი უკვე წარდგენილი აქვს აშშ-ის სენატს. ამასთან პესკოვმა დაამატა, რომ მოსკოვს სანქციებისა არ ეშინია, ვინაიდან ის „საკმაოდ დიდია და თვითკმარი იმისათვის, რომ სანქციების გამო თავი მოწყვლადად იგრძნოს“.მანამდე დემოკრატ სენატორთა ჯგუფმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რობერტ მენენდესის ხელმძღვანელობით, სენატს წარუდგინა კანონპროექტი რუსეთის მიმართ რესტრიქციების შესახებ „დაძაბულობის ესკალაციის შემთხვევაში“, სახელწოდებით „უკრაინის სუვერენიტეტის დაცვის 2022 წლის აქტი“.კანონპროექტი გულისხმობს სანქციების დაწესებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის, პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინის, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსისა და სამხედრო ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლებისთვის. გარდა ამისა, შემზღუდველი ზომები შესაძლოა შეეხეოს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2-საც“.კანონპროექტი კონგრესის ორივე პალატამ უნდა დაამტკიცოს სრული შემადგენლობით, რის შემდეგაც იგი პრეზიდენტს გადაეცემა ხელმოსაწერად.როგორც თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ემილი ჰორნმა განაცხადა, აშშ-ის ადმინისტრაცია მხარს უჭერს კანონპროექტს.წყარო: CNN
უკრაინა
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1d/251306450_29:0:1374:1009_1920x0_80_0_0_450a478324f6e99e284654148d0da114.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სანქციები რუსეთი კრემლი ვლადიმირ პუტინი თეთრი სახლი აშშ
სანქციები რუსეთი კრემლი ვლადიმირ პუტინი თეთრი სახლი აშშ
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. აშშ-ის სანქციებმა რუსეთის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ შეიძლება გამოიწვიოს ქვეყნებს შორის ყველა ურთიერთობის შეწყვეტა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
სანქციების შესახებ შესაბამისი კანონპროექტი უკვე წარდგენილი აქვს აშშ-ის სენატს.
„ნახსენებია სანქციები რუსეთის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ. ეს ჩვენს გაგებას სცილდება. პოტენციურად ასეთ სანქციებს შეუძლია გამოიწვიოს ჩვენს ქვეყნებს შორის ნებისმიერი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც არ შედის ნორმალიზაციის ინტერესებში“, — განაცხადა პესკოვმა CNN-თან ინტერვიუში.
ამასთან პესკოვმა დაამატა, რომ მოსკოვს სანქციებისა არ ეშინია, ვინაიდან ის „საკმაოდ დიდია და თვითკმარი იმისათვის, რომ სანქციების გამო თავი მოწყვლადად იგრძნოს“.
მანამდე დემოკრატ სენატორთა ჯგუფმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რობერტ მენენდესის ხელმძღვანელობით, სენატს წარუდგინა კანონპროექტი რუსეთის მიმართ რესტრიქციების შესახებ „დაძაბულობის ესკალაციის შემთხვევაში“, სახელწოდებით „უკრაინის სუვერენიტეტის დაცვის 2022 წლის აქტი“.
კანონპროექტი გულისხმობს სანქციების დაწესებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის, პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინის, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსისა და სამხედრო ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლებისთვის. გარდა ამისა, შემზღუდველი ზომები შესაძლოა შეეხეოს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2-საც“.
კანონპროექტი კონგრესის ორივე პალატამ უნდა დაამტკიცოს სრული შემადგენლობით, რის შემდეგაც იგი პრეზიდენტს გადაეცემა ხელმოსაწერად.
როგორც თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ემილი ჰორნმა განაცხადა, აშშ-ის ადმინისტრაცია მხარს უჭერს კანონპროექტს.