https://sputnik-georgia.com/20220120/tetrma-saxlma-ganmarta-ra-miicneva-ukrainasi-sewrad-263750464.html
თეთრმა სახლმა განმარტა, რა მიიჩნევა რუსეთის უკრაინაში შეჭრად
თეთრმა სახლმა განმარტა, რა მიიჩნევა რუსეთის უკრაინაში შეჭრად
Sputnik საქართველო
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. თეთრი სახლი რუსეთის უკრაინაში „ახალ შეჭრად“ ჩათვლის არა მარტო ქვეყნის საზღვრების ნებისმიერ გადაკვეთას რუსეთის ჯარების მიერ... 20.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-20T11:07+0400
2022-01-20T11:07+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
რუსეთი
უკრაინა
აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0b/249181865_0:149:3115:1901_1920x0_80_0_0_31c42a02c570a6cf2d215b7e13769818.jpg
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. თეთრი სახლი რუსეთის უკრაინაში „ახალ შეჭრად“ ჩათვლის არა მარტო ქვეყნის საზღვრების ნებისმიერ გადაკვეთას რუსეთის ჯარების მიერ, არამედ ზოგ სხვა ქმედებასაც, ნათქვამია თეთრი სახლის პრესმდივან ჯენ პსაკის ოფიციალურ განცხადებაში.მისი თქმით, გარდა სამხედრო ქმედებებისა, ბაიდენისთვის ცნობილია, რომ რუსეთის „აგრესიის ფართო არსენალში“ ასევე შედის კიბერშეტევები და „არარეგულარული შეიარაღებული ფორმირებების გამოყენების ტაქტიკა“.მანამდე პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ მის რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს არასდროს უნახავს ისეთი სანქციები, რომლებსაც ამერიკული მხარე ამზადებს იმ შემთხვევისთვის, თუ უკრაინის გარშემო ვითარება კიდევ მეტად გამწვავდება. მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში შესაძლო შეჭრა მოსკოვს კატასტროფად შეუბრუნდება.დასავლელი პოლიტიკოსები ბოლო თვეებში გამუდმებით აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვარზე ასი ათასზე მეტ სამხედროს მოუყარა თავი. როგორც კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, შეიარაღებული ძალები სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოძრაობენ, რაც არავის ემუქრება და არც არავის არ უნდა აღელვებდეს. მოსკოვის თქმით, განცხადებები „რუსული აგრესიის“ შესახებ მოსაზღვრე რეგიონებში ნატოს კონტინგენტის გაზრდის საბაბად გამოიყენება.წყარო: The White House
უკრაინა
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0b/249181865_191:0:2922:2048_1920x0_80_0_0_bbe6ec2aac30688e3d85d58b5283e0b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, რუსეთი, უკრაინა , აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, რუსეთი, უკრაინა , აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. თეთრი სახლი რუსეთის უკრაინაში „ახალ შეჭრად“ ჩათვლის არა მარტო ქვეყნის საზღვრების ნებისმიერ გადაკვეთას რუსეთის ჯარების მიერ, არამედ ზოგ სხვა ქმედებასაც, ნათქვამია თეთრი სახლის პრესმდივან ჯენ პსაკის ოფიციალურ განცხადებაში.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად განუცხადა რუსეთის პრეზიდენტს: თუ რუსეთის რომელიმე სამხედრო ძალა უკრაინის საზღვრებს გადაკვეთს, ეს იქნება შეჭრის განახლება და მას სწრაფი, ხისტი და ერთიანი პასუხი მოჰყვება შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეებისგან“, — აცხადებს პსაკი.
მისი თქმით, გარდა სამხედრო ქმედებებისა, ბაიდენისთვის ცნობილია, რომ რუსეთის „აგრესიის ფართო არსენალში“ ასევე შედის კიბერშეტევები და „არარეგულარული შეიარაღებული ფორმირებების გამოყენების ტაქტიკა“.
„დღეს [პრეზიდენტმა] დაადასტურა, რომ რუსეთის აგრესიის ყველა ამ ტაქტიკას მტკიცე, ერთიანი და სარკისებური პასუხი გაეცემა“, — დააზუსტა პსაკიმ.
მანამდე პრეზიდენტმა ბაიდენმა
განაცხადა, რომ მის რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს არასდროს უნახავს ისეთი სანქციები, რომლებსაც ამერიკული მხარე ამზადებს იმ შემთხვევისთვის, თუ უკრაინის გარშემო ვითარება კიდევ მეტად გამწვავდება. მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში შესაძლო შეჭრა მოსკოვს კატასტროფად შეუბრუნდება.
დასავლელი პოლიტიკოსები ბოლო თვეებში გამუდმებით აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვარზე ასი ათასზე მეტ სამხედროს მოუყარა თავი. როგორც კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, შეიარაღებული ძალები სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოძრაობენ, რაც არავის ემუქრება და არც არავის არ უნდა აღელვებდეს. მოსკოვის თქმით, განცხადებები „რუსული აგრესიის“ შესახებ მოსაზღვრე რეგიონებში ნატოს კონტინგენტის გაზრდის საბაბად გამოიყენება.