„ყველას გთხოვთ, დამშვიდდეთ“: ვინ აიყვანა უკრაინა მძევლად

  - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2022
გამოწერა
ირინა მელნიკოვა
დასავლელიპოლიტიკოსები, როგორც ჩანს, დაბნეულები არიან მოახლოებული ომის შესახებ განცხადებებით, ნატოს მოკავშირეებიკი მზად არარიან ჯარისკაცების ფრონტზე გაგზავნისთვის. კიევი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აშინებდა მოსახლეობას რუსეთის შეჭრით, ახლა ამშვიდებსმათ და „დაძაბულობის შემცირებისკენ“ მოუწოდებს. ამასობაში კი მედია ისტერიისგაღვივებას განაგრძობს, ხოლო უკრაინაში იარაღის შეტანა მხოლოდიზრდება. შეძლებს თუ არა „ნორმანდიული ფორმატის“ შეხვედრა ვითარების შეცვლას, წაიკითხეთ РИА Новости-ს ავტორის მოსაზრება.

გთხოვთ, არ გაამწვავოთ

„მედიით ბევრი პარამილიტარისტული ბელეტრისტიკა ვრცელდება. მინდა მოგმართოთ, მეგობრებო, კოლეგებო: ცოტა დაუწიეთ ტემპერატურას. ჩვენ გვესმის სიტუაცია, პანიკის საფუძველი არ არსებობს. ყველას ძალიან გთხოვთ, დამშვიდდეთ“, − უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა, რომელიც მანამდე „რუსულ საფრთხეზე“ საუბრობდა, უეცრად აზრი შეიცვალა.
Учения НАТО в Грузии - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2022
უკრაინული დიუნკერკი: ნატო გაყოფილია და დემორალიზებული
უკრაინელებს სიტყვით მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. მან დაარწმუნა მოსახლეობა, რომ „ქვეყნის აღმოსავლეთში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“. „ჩვენ ვმუშაობთ მშვიდობიანი მოგვარების გზით სრული დეესკალაციისთვის. ჩვენ ყველაფერი ვიცით, ყველაფრისთვის მზად ვართ, გვჯერა უკეთესისა და ვაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა“, − განაცხადაპრეზიდენტმა, რომელმაც მანამდე უკვე ურჩია ხალხს, რომ დამშვიდებულიყვნენ და მაღაზიებიდან წიწიბურა და ასანთი არ დაეტაცათ.
როგორც გაირკვა, თავდასხმას არც თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი ელოდება. „ამ დროისთვის რუსეთის შეიარაღებულ ძალებს არ შეუქმნიათ არცერთი დამრტყმელი დაჯგუფება, რაც იმის ნიშანი იქნებოდა, რომ ხვალ შეტევაზე გადმოვიდოდნენ“, - განმარტა მან.
გარდა ამისა, უმაღლესმა რადამ მოულოდნელად უკან გაიხმო აგვისტოში წარმოდგენილი კანონპროექტი„გარდამავალი პერიოდის სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ“, რომელიც რუსეთს„აგრესორს“ უწოდებს, ხოლო დონეცკსა და ლუგანსკში გაცემულნებისმიერ დოკუმენტს ბათილად აცხადებს. მოსკოვში ეს ინიციატივა მინსკის შეთანხმებების უარყოფად შეფასდა.
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2022
მსოფლიო დღეს
ბაიდენი არ გამორიცხავს, რომ პირადად პუტინს დაუწესოს სანქციები

კარაბინები გაყიდულია, რუკები − შედგენილი

დიპლომატების ევაკუაციის შესახებ სიუჟეტს, რომელიც შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის მეშვეობით აგორდა, ლოგიკური გაგრძელება არ მოჰყოლია. ევროპელებმა არ მოიწონეს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის თქმით, ევაკუაციის „მინიმალური საჭიროებაც კი არ არსებობს“.
მიუხედავად ამისა, დასავლური მედია და პოლიტიკოსები სამხედრო ისტერიის გაღვივებას არ წყვეტენ. მაგალითად, Times-მაგამოაქვეყნა რეპორტაჟი 52 წლის კიეველის, მარინა ჟაგლოს შესახებ, რომელმაც რამდენიმე ათასი დოლარი არ დაიშურა „რუსების შეტევის“ მოსაგერიებლად საჭირო იარაღისა და აღჭურვილობის შესაძენად.
„ცხოვრებაში არასდროს მინადირია. ეს კარაბინი ვიყიდე მას შემდეგ, რაც ჯარისკაცების მსჯელობა მოვისმინე, რომელი შაშხანა სჯობს. თუსაქმე აქამდე მივა, კიევისთვის ვიბრძოლებთ“, − ამბობს ის ინტერვიუში.
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2022
ევროპას ვერ გადაუწყვეტია, როგორ დასაჯოს რუსეთი
კიდევერთი ბრიტანული გაზეთი Financial Times გამოვიდა სათაურით„რუსეთი კიევის აღებას ბლიცკრიგით გეგმავს“. დანიურიგამოცემა DR იუწყება, რომ „უკრაინაქმნის 130 000 მშვიდობიანი მოქალაქისგან შემდგარ ლაშქარს, რაც რუსეთის სამხედრო საფრთხეზე რეაქციაა“.
„სადაგ დღეებში 44 წლის ხარკოველი ალექსანდრ კრუპსკი საბავშვო წიგნების პატარა გამომცემლობაში მუშაობს, შაბათ-კვირას კი იცვამსფორმას იცვამს ქვეყნისდასაცავად“, − წერენ ჟურნალისტები.
მათი ამერიკელი კოლეგები დარწმუნებულები არიან, რომ უახლოეს მომავალში რუსეთთან უკრაინის გამო ბრძოლა მოუწევთ. „პრეზიდენტი ბაიდენი განიხილავს ათასობით ჯარისკაცის, აგრეთვე სამხედრო გემებისა და თვითმფრინავების გაგზავნას ბალტიისპირეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთის შეჭრის საფრთხის გამო“, − აღნიშნავს The New York Times.
მაგრამ ამას ყველა არ იწონებს. „ჩვენ რა, მართლა ვაპირებთ ბრძოლასაღმოსავლეთ ევროპის რომელიღაც კორუმპირებული ქვეყნისთვის, რომელსაც ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა არ აქვს? იმის გათვალისწინებით, რაც ახლა ჩვენს სახლში ხდება? არცერთი ნორმალური ადამიანი არ გააკეთებს ასეთ რამეს", − მსჯელობდა ჰანტერბაიდენის ყოფილი თანამოაზრე ტონი ბობულინსკიFox News-ის ეთერში.
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2022
კალინინგრადი − ხანჯალი ნატოს ბეჭში: როგორ უნდა „განეიტრალდეს“ იგი?
ამასთან ვაშინგტონი აქტიურად ითრევს იაპონიასრუსეთთან დაპირისპირებაში და მოითხოვს, რომ ტოკიომ „დასავლეთს იმედებიარგაუცრუოს“, აღნიშნავს Sankei Shimbun (იაპონური მედია). „პრეზიდენტ ბაიდენისა და პრემიერ კისიდას ბოლო ონლაინ შეხვედრაზე მთავარი საკითხი იყო უკრაინაში ანტირუსულ ფრონტში მონაწილეობის გააქტიურება“, − წერს სტატიის ავტორი.
მედიამუკრაინაზე სავარაუდო თავდასხმის ბევრი სქემა გამოაქვეყნა. The Washington Post-მა, რომელიცამერიკულ დაზვერვას ეყრდნობოდა, რამდენიმე ფრონტზე შეტევის რუკა დახატა. გაზეთ Bild-ის წყაროებმა საომარი მოქმედებების ერთდროულად ორი ვარიანტი აღწერეს.
„ამასთან არაფერი გვაქვს საერთო და არც გვექნება, ამის გარანტიას გაძლევთ“, − განაცხადა ხორვატიის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა. ქვეყანა ნატოს წევრია, მაგრამ რუსეთსა და უკრაინას შორის ჰიპოთეტურ კონფლიქტში მონაწილეობას არ აპირებს. ომის გაჩაღების შემთხვევაში, ზაგრები ხორვატ სამხედროებს სამშობლოში დააბრუნებს.

მანამდე უნახავი სანქციები

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2022
მსოფლიო დღეს
უკრაინიდან დიპლომატები ოთხ ქვეყანას გაჰყავს: კიევი სიტუაციას აფასებს
პოლიტიკოსები რუსეთს კვლავაც ემუქრებიან „უპრეცედენტო სანქციებით“. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იეპე კოფოდის თქმით, მოსკოვს ბევრად მკაცრად მოექცევიან, ბიდრე ეს 2014 წელს იყო.
ჯოზეფ ბაიდენმა შესაძლო ზომები ჩამოთვალა: საერთაშორისო გადახდის სისტემა SWIFT-დან გათიშვა, რუსული ბანკებისთვის დოლარში ტრანზაქციების აკრძალვა. კონგრესს გაეგზავნა კანონპროექტი, რომელიც რუსეთის მაღალჩინოსნების, მსხვილი ბიზნესმენების, ჟურნალისტებისა და გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ შავ სიაში შეყვანას ითვალისწინებს.
ამ დროისთვის ელისეს სასახლე ფსონს დიპლომატიაზე დებს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინის საზღვრებთან არსებული სიტუაციის გამო და დეესკალაციისკენ მოუწოდა. ის თავის წინადადებებს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან განიხილავს. პარიზი და ბერლინი ნორმანდიულ ფორმატში დიალოგის მომხრეები არიან.
და სწორედ პარიზში შეხვდებიან 26 იანვარს პოლიტიკური მრჩევლები გერმანიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და საფრანგეთიდან. მოსკოვს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკი წარადგენს. აგვისტოს შემდეგ ამ ფორმატში მოლაპარაკებები არ ყოფილა.
  - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2022
მსოფლიო დღეს
NYT: შეერთებულმა შტატებმა ევროპაში შესაძლოა ათასობით სამხედრო გადაისროლოს
„მინსკის შეთანხმებები სულ უფრო და უფრო ირღვევა. კიევში ამბობდნენ, რომ ისინი შესაძლოა საჭირო არ არის, ვინაიდან მოძველდა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მათზე უკე უარო თქვეს“, − ამბობს ანდრეი კორტუნოვი, რუსეთის საერთაშორისო ურთიერთობების საქმეთა საბჭოს გენერალური დირექტორი. − „ეს შეხვედრა არის „მინსკთან“ დაბრუნების, პირობების შესრულების დადასტურებისა და ამავე დროს დეესკალაციის მიღწევის მცდელობა“.
მისი თქმით, დიდი ომი არავის უნდა: „უკრაინაშიც ესმით, რომ აქედან ქვეყნისთვის კარგი არაფერი გამოვა“.
ვაშინგტონი და ლონდონი კვლავ აგზავნიან იარაღს კიევში. ცოტა ხნის წინ 90 ტონაზე მეტი პარტია ჩაიტანეს. აშშ-ში ამბობენ, რომ მზად არიან „ბევრად მეტი მისცენ“. ცხადია, თეთრი სახლი, რომელიც ნორმანდიულ ფორმატში არ მონაწილეობს, უბრალოდ არ არის დაინტერესებული ნორმალიზებით. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელები სიტყვით იბრძვიან „დიპლომატიის გზით დაძაბულობის მოსახსნელად“.
რედაქცია პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე
ყველა ახალი ამბავი
0