https://sputnik-georgia.com/20220125/ukrainidan-diplomatebi-otx-qveyanas-gahyavs-263859166.html
უკრაინიდან დიპლომატები ოთხ ქვეყანას გაჰყავს: კიევი სიტუაციას აფასებს
უკრაინიდან დიპლომატები ოთხ ქვეყანას გაჰყავს: კიევი სიტუაციას აფასებს
Sputnik საქართველო
უკრაინა-რუსეთს შორის შესაძლო ესკალაციის ფონზე, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიასა და ავსტრალიას ქვეყნიდან დიპლომატები გაჰყავთ
2022-01-25T10:19+0400
2022-01-25T10:19+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
რუსეთი
უკრაინა
აშშ
დიდი ბრიტანეთი
გერმანია
ავსტრალია
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23320/39/233203965_0:124:3076:1854_1920x0_80_0_0_3e7831707d5ac27f9491308eeb9b3e83.jpg
თბილისი, 25 იანვარი − Sputnik. აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და ავსტრალიის გადაწყვეტილება დიპლომატებისა და მათი ოჯახების უკრაინიდან ევაკუაციის შესახებ ნაადრევი იყო, მიაჩნია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას.მისი აზრით, დიპლომატების გასაყვანად ობიექტური მიზეზები ჯერჯერობით არ არსებობს და ამიტომ უკრაინაში მოქმედი სხვა 129 დიპლომატიური წარმომადგენლობა ევაკუაციას არ ატარებს.დასავლური მედია გასული წლიდან იუწყება, რომ რუსეთი, რომელმაც უკრაინასთან საზღვარზე ასი ათასზე მეტ ჯარისკაცს მოუყარა თავი, ქვეყანაში შეჭრას აპირებს. შესაძლო ესკალაციის ფონზე, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა 24 იანვარს უკრაინიდან საკუთარი დიპლომატების ევაკუაცია დაიწყეს. იმავე დღეს, ოდნავ მოგვიანებით, გერმანიამ და ავსტრალიამაც განაცხადეს, ისინიც იწყებდნენ უკრაინიდან დიპლომატების გაყვანას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ქვეყნების გადაწყვეტილება „უცნაურად“ შეაფასა.
https://sputnik-georgia.com/20220124/amerikel-diplomatebs-ukrainidan-wasvlis-uflebamisces-263829570.html
უკრაინა
აშშ
დიდი ბრიტანეთი
გერმანია
ავსტრალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23320/39/233203965_345:0:3076:2048_1920x0_80_0_0_e3dddf82f94a289ee1a6dec41fb63983.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
უკრაინა-რუსეთის საზღვარი დაძაბულობა დიპლომატების ევაკუაცია
უკრაინა-რუსეთის საზღვარი დაძაბულობა დიპლომატების ევაკუაცია
უკრაინიდან დიპლომატები ოთხ ქვეყანას გაჰყავს: კიევი სიტუაციას აფასებს
10:19 25.01.2022 (განახლებულია: 15:54 20.07.2023) თბილისი, 25 იანვარი − Sputnik. აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და ავსტრალიის გადაწყვეტილება დიპლომატებისა და მათი ოჯახების უკრაინიდან ევაკუაციის შესახებ ნაადრევი იყო, მიაჩნია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას.
მისი აზრით, დიპლომატების გასაყვანად ობიექტური მიზეზები ჯერჯერობით არ არსებობს და ამიტომ უკრაინაში მოქმედი სხვა 129 დიპლომატიური წარმომადგენლობა ევაკუაციას არ ატარებს.
„ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ამ მომენტისთვის საელჩოების თანამშრომლების ოჯახების ევაკუაციის შესახებ გადაწყვეტილება ნაადრევია. ამ დროისათვის საამისოდ ობიექტური, რეალური პირობები არ არსებობს. არანაირად არ მსურს ვითარების, საფრთხის, მისი განვითარების პერსპექტივის დონის შემცირება, მაგრამ ყველაფერი დროულად და გააზრებულად უნდა კეთდებოდეს“, − განაცხადა მინისტრმა ტელეარხ ICTV-ის ეთერში.
დასავლური მედია გასული წლიდან იუწყება, რომ რუსეთი, რომელმაც უკრაინასთან საზღვარზე ასი ათასზე მეტ ჯარისკაცს მოუყარა თავი, ქვეყანაში შეჭრას აპირებს. შესაძლო ესკალაციის ფონზე, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა 24 იანვარს უკრაინიდან საკუთარი დიპლომატების ევაკუაცია დაიწყეს. იმავე დღეს, ოდნავ მოგვიანებით, გერმანიამ და ავსტრალიამაც განაცხადეს, ისინიც იწყებდნენ უკრაინიდან დიპლომატების გაყვანას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ქვეყნების გადაწყვეტილება „უცნაურად“ შეაფასა.