მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ამერიკელი დიპლომატები უკრაინას ტოვებენ: სახელმწიფო დეპარტამენტის ბრძანება

© AP Photo / J. Scott Applewhite
  - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2022
გამოწერა
თბილისი, 24 იანვარი − Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც კიევში აშშ-ის საელჩოს ზოგ თანამშრომელსა და მათი ოჯახების წევრების უკრაინის დატოვების უფლება ენიჭებათ.
შესაბამისი ინფორმაცია უწყების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
დოკუმენტის თანახმად, კიევში ამერიკის საელჩოს თანამშრომლებს ქვეყნის დატოვების უფლება „რუსეთის მხრიდან სამხედრო ქმედებების საშიშროების“ გამო მიეცათ, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიწყოს.

„სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვიტა, გასცეს სანქცია უკრაინაში დიპლომატიური მისიის დატოვების შესახებ, გამომდინარე იმ საფრთხეებიდან, რომლებიც უკავშირდება რუსეთის განგრძობად ძალისხმევებს, მოახდინოს ქვეყანაში დესტაბილიზაცია, რაც საფრთხეს უქმნის როგორც უკრაინის მოქალაქეებს, ისე ქვეყანაში ჩასულ ან მცხოვრებ სხვა პირებს“, − ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტმა რეკომენდაცია მისცა უკრაინაში მყოფ ამერიკელებს, უკვე იფიქრონ ქვეყნიდან წასვლაზე და საამისოდ კომერციული რეისები გამოიყენონ.
უწყებამ ასევე მოუწოდა აშშ-ის მოქალაქეებს, არ გაემგზავრონ უკრაინაში რუსეთ-უკრაინის საზღვართან არსებული დაძაბულობის გამო.
ამასთან უწყების წარმომადგენელმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ კიევში აშშ-ის საელჩო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
„ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. <...> შემიძლია ვთქვა, რომ კიევში აშშ-ის საელჩო განაგრძობს უწყვეტ მუშაობას ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის მხარდასაჭერად“, − განაცხადა მან.
მანამდე, 22 იანვარს CNN-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში აშშ-ის საელჩომ სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა თხოვნით, დაეშვა ქვეყნიდან არაძირითადი პერსონალის გასვლა. CNN-ის კიდევ ერთი, უკრაინის მთავრობასთან დაახლოებული წყარო იტყობინება, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან საელჩოს პერსონალის შესაძლო ევაკუაციის შესახებ ნაბიჯი „გადაჭარბებულ რეაქციად“ შეაფასა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ კვირას განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები უკრაინასთან დაკავშირებით პროვოკაციებს ამზადებენ, მოსკოვი არ გამორიცხავს, ​​რომ პროვოკაციები იყოს საინფორმაციო ან სამხედრო.
წყარო: სახელმწიფო დეპარტამენტი
ყველა ახალი ამბავი
0