ევროპას ვერ გადაუწყვეტია, როგორ დასაჯოს რუსეთი

© photo: Sputnik / Vladimir Sergeev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2022
გამოწერა
ელენა კარაევა
შეთანხმდნენ იმაზე, რომ შეთანხმდნენ რუსეთის დასჯაზე − ასე შეიძლება მოკლედ აღიწეროს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო პოლიტიკური უწყებების ხელმძვანელების გუშინდელი შეხვედრა. ეს იმის გამო, რომ, როგორც ბრიუსელს ეჩვენება, რუსეთი „სამხედრო გეგმებს ადგენს უკრაინის მიმართ“.
მოლაპარაკებების დაწყებამდე დაბეჯითებით გაესვა ხაზი, რომ დისკუსია „არაფორმალური ხასიათისა“ იქნებოდა, როგორც ჩანს იმისთვისაც, რომ შესაძლო შედეგებზე პასუხისმგებლობა მოეხსნათ. რომლებიც შესაძლოა ძალიან სერიოზულიც გამოდგეს უპირველესად თავად ევროპელი პოლიტიკოსებისა და გაერთიანებული ევროპის მოსახლეობისთვის.
თანმიმდევრულად მივყვეთ.
  - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2022
ნატო „რუსული გეოპოლიტიკური ექსპანსიის“ წინააღმდეგ ერთიანდება
ასეთ ფორმატში გამართული შეხვედრა მეორეა ბოლო ათი დღის განმავლობაში. მისი მთავარი თემა არ შეცვლილა: ევროკავშირს რუსეთის დასჯა სურს იმისთვის, რომ ის კონტინენტზე უსაფრთხოების ახალი პოლიტიკის კონტურებზე მუშაობას გვთავაზობს. საკუთარი და ევროპელების ინტერესების გათვალისწინებით, რომლებიც შესაძლოა თავადვე აღმოჩნდნენ კედელთან მიყენებული, თუმცა ეს ჯერ არ ესმით.
ევროკავშირი უკმაყოფილოა იმით, რომ რუსეთმა ის მთავარი დიპლომატის, ბორელის სახით, მოსაცდელში ჩამოსვა სკამზე მანამ, სანამ ორი ზესახელმწიფო დაგროვებულ პრობლემებს აგვარებენ. რუსულ საგარეო პოლიტიკას ამრეზით ისე გამოეხმაურება, რომ არც მოსკოვი გაანაწყენოს და არც ვაშინგტონი.
იმიტომ რომ მოსკოვის გაბრაზებით ურთიერთობებში დაძაბულობის ახალი ტალღის გამოწვევა შეიძლება, რაც ედნერგომატარებლებზე ფასების ზრდაში გამოიხატება, ხოლო ამერიკელი პოლიტიკოსების განრისხებით, დიდი ალბათობით, გლობალისტური ელიტების მხარდაჭრას დაკარგავს.
როგორ აპირებს ევროკავშირი ხაფანგისთის თავის დაღწევას, რომელიც თავისივე ხელით დააგო?
ჟოზეპ ბორელი - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2021
მოსაზრება: როგორ აპირებს ევროკავშირი რუსეთის დაშლას
ცხადია, რომ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყველას აწყობს, დრეისათვის უბრალოდ არ არსებობს. ამიტომ, როდესაც აშშ ევროკავშირის ანტირუსულ სანქციებზე საუბრობს, ატლანტიკის მეორე ნაპირიდან ექო კი არა, კაკაფონია ესმით.
ბევრად ნაკლებად მდიდარი აღმოსავლეთი ნეო-ევროპა, რომელიც ევროკავშირის გულუხვ სუბსიდიებზე ცხოვრებასაა მიჩვეული, დღეს მხოლოდ რუსოფობიით ვაჭრობს და რუსეთის მიმართ „ხისტ სანქციებს“ მოითხოვს. იქაური პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ მათი უფროსი პარტნიორები − და ეს უკვე ბრიუსელი კი არა, ვაშინგტონია − მთელ ჰოპოთეტურ ეკონომიკურ ზარალს აუნაზღაურებენ, თანაც პროცენტებით.
დასავლეთ ევროპა, რომლის სახელითაც დღეს ორი ქვეყანა − გერმანია და საფრანგეთი ლაპარაკობენ და სიტყვიერად უმცროს თანაკოალიციელებს უჭერენ მხარს, მნიშვნელოვზნად თავშეკავებულად გამოთქვამენ მოსაზრებებს.
საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი თავს არიდებენ მკვეთრ სიტყვებსა და მკაცრ ინტონაციებს, ვინაიდან გერმანიის მთავრობამ ყველაზე უკეთ იცის, რომ ამ გაგანია ზამთარში ქვეყნის საწვავის საცავებში ახლა საჭირო მარაგების ნახევარზე ნაკლებია დარჩენილი. ხოლო საფრანგეთში საავტომობილო ბენზინის ფასმა უკვე დიდი ხანია, რაც ლიტრზე ერთნახევარ ევროს გადააჭარბა. და ფასების ამ ვალსს ელისეს სასახლეში ისე აკვირდებიან, როგორც ცეცხლზე შემოდგმულ რძეს.
ქარის ელექტროსადგური - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2021
მწვანე ეკონომიკა — პოლიტიკოსების კრიზისისა და უმეცრების სიმბოლო
ანტირუსული სანქციების შემოღებიდან რვა წლის შემდეგ, იმისათვის, რომ რუსეთმა ყირიმელები სისხლისღვრისგან დაიცვა და პოლიტიკური მხარდაჭერა გამოუცხადა დონბასში მცხოვრებ რუსებს, ევროკავშირში, როგორც ყველაფრიდან ჩანს, ხვდებიან, რომ შეზღუდვები, რომლებმაც პრაქტიკულად ვერ მოახდინა გავლენა ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურასა და განვითარებაზე, საერთო ევროპული ეკონომიკისთვის თვითმკვლელის იარაღი გამოდგა. როგორც უნდა ეცადნენ პირუკუს მტკიცებას ისინი, ვინც ამ სანქციებს იღებდა და ახანგრძლივებდა.
შედეგი, თუ მხოლოდ ოფიციალურ სტატისტიკას განვიხილავთ, ორმაგი ინტერპრეტაციისსაშუალებას არ იძლევა (თუნდაც პანდემიის გაუთვალისწინებლად).
და ის შემდეგია: ცხოვრების გაძვირება მთელ გაერთიანებულ ევროპაში, გალოპით მსრბოლი ინფლაცია (უპრეცედენტო ევროს შემოღების შემდეგ, ანუ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში) და ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა.
და უკვე მნშვნელობა არ აქვს, რომ ამ წლებისგანმავლობაში ევროკომისიის ხელმძღვანელობა შეიცვალა და ევროპარლამენტში სრულიად სხვა დეპუტატები სხედან − ეკონომიკურიაქტივობის დაცემის ვექტორის არშემჩნევა, რომლის შესახებაც რუსი პოლიტიკოსები წარუმატებლად ცდილობდნენ ევროკავშირის გაფრთხილებას ჯერ კიდევ 2014 წელს, ახლა შეუძლებელია. და მისი გაუთვალისწინებლობაც შეუძლებელია, თუნდაც ვაშინგტონი გიწვევთანტირუსულ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად.
„ბიძია სემი“ კაპიტოლიუმის ფონზე - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2022
გენოციდიდან „ჯოჯოხეთურ სანქციებამდე“: დასავლეთი საკუთარი თავის ერთგულია
როგორც უკრაინელი, ისე „უკრაინსტვოელების“ ისტერიკა თავად ევროპაში, რუსოფობიის ზოგადი ხაზის ოდნავი ყოყმანის დროს, ფაქტობრივად არაპირდაპირი მტკიცებულებააიმისა, რომ რუსეთთან მიმართებაში „ჟესტკაჩი“ ბერკეტი აღარ არის.
კიევი, რომელიც მონაცვლეობითაა აღშფოთებული ხან ბერლინისპოზიციით, ხან კი პარიზის განცხადებებით, ამერიკელი პარტნიორების მიერ მიცემული დანიშნული კარტებით თამაშობს, აღარ არის დამაჯერებელი მათთვის, ვის თვალშიც მას სერიოზულმხარედ წარმოჩენა სურს საერთაშორისო ურთიერთობებში.
პარიზი და ბერლინი დღეს ფრთხილ გამონათქვამებს არჩევენ, ვინაიდან ესმით, რომ უკრაინის მიერ პროვოცირებული არეულობის დაწყების შემტხვევაში ძირიტადი პოლიტიკურიპასუხისმგებლობის აღება სწორედ მათ მოუწევთ. ვაშინგტონის გეოპოლიტიკური ამბიციების საფასურის გადახდაც ხელისუფლებას მოუწევს, რაც ამ ორი ქვეყნის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ევროპულ გეოპოლიტიკურ განშლაში დიდი ბრიტანეთის მოულოდნელ ჩარევას სპილოს დახვეწილობითა და დაახლოებით იგივე ეფექტით, დიდი ალბათობით, კონტინენტზე ვერ გაიგებენ.
რუსეთი-ნატოს საბჭო - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2022
რუსეთი–ნატოს საბჭო: ურთიერთდათმობები თუ გზა ომისკენ?
ბრიტანბელები, რომლებმაც სკანდალებისა და პრეტენზიების გარეშე ვერ შეძლეს ევროკავშირთან გაყრა, დღეს უკრაინასთან პარტნიორობის თამაშს ცდილობს. ეტყობა დაავიწყდა, რომ ბერლინი და პარიზი, ისევე როგორც რომი და ვენა, გეოგრაფიულად და ფინანსურადაც ლონდონთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე კიევი.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მრავალი წლის განმავლობაში, თუ ევროპაში ისინი იმყოფებოდნენ, ვისაც სისხლისღვრის მოწყობა სურდა, ამას ევროპის საზღვრებიდან შორს, აფრიკასა და აზიაში აკეთებდნენ.
მაგრამ ათწლეულების განმავლობაში ომისა და მშვიდობის საზღვარი ევროპას სულ უფრო მიუახლოვდა. იუგოსლავიური გაკვეთილები, როდესაც გაერთიანებული ევროპა ლტოლვილებსა და კონტინენტზე იარაღის გავრცელებას შეეჯახნენ, ვერ აითვისეს.
ახლა კონფლიქტის საფრთხე, განსაკუთრებით კიევისთვის სასიკვდილო სამხედრო იარაღის მიწოდებით, ისევე როგორც არმიის ინსტრუქტორების ჩასვლით, მნიშვნელოვნად იზრდება.
მაგრამ „ბრიუსელში მსხდომთ“ ურჩევნიათ, არ შეამჩნიონ ეს საფრთხე და ისეთ სახეს იღებენ, თითქოს მზად არიან, სანქციები დაუწესონ რუსეთს მისი „აგრესიული ქცევისთვის“.
არეულობა ყაზახეთში - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2022
კოლექტიური საფრთხე: რუსეთის მეზობლები დასავლეთის დარტყმის ქვეშ არიან
შექმნილი ვითარება იმას ჰგავს, რომელიც კონტინენტზე გასული საუკუნის ოცდაათიანების შუაწლებში მოხდა, როდესაც ეკონომიკური სანქციები სსრკ-ს უწესდებოდა, ნამდვილი საშიშროება კი ევროპას ნაცისტური გერმანიიდან ემუქრებოდა.
სამწუხაროდ, იმ ეპოქისა და იმ ისტორიის გაკვეთილები, თუ დღეს მომხდარიდან ვიმსჯელებთ, უკვე დიდი ხნის წინ და თანაც საფუძვლიანად დაივიწყეს.
ამიტომ ზედმეტი არ იქნება, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რა ხდება მაშინ, როდესაც რეალური და არა გამოგონილი აგრესორის ნამდვილ ზრახვებში ცდებიან.
რედაქცია პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე
ყველა ახალი ამბავი
0