https://sputnik-georgia.com/20211224/rogor-apirebs-evrokavsiri-rusetis-daslas-263134665.html
მოსაზრება: როგორ აპირებს ევროკავშირი რუსეთის დაშლას
მოსაზრება: როგორ აპირებს ევროკავშირი რუსეთის დაშლას
Sputnik საქართველო
ელენა კარაევა 24.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-24T20:13+0400
2021-12-24T20:13+0400
2021-12-24T23:28+0400
პოლიტიკა
ეკონომიკა
რუსეთი
მოსაზრება
ანალიტიკა
მიმოხილვები
ევროკავშირი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/03/251057788_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_2f7e6046a4c0220b5c2ae11ff3d956dc.jpg
ელენა კარაევაჟოზეპ ბორელი, გარდა იმისა, რომ საერთო ევროპულ დიპლომატიას ხელმძღვანელობს, ბლოგერიცაა. ცოტას წერს.ევროკომისიის ოფიციალურ პორტალზე ბლოგერ ბორელის პოსტი გამოქვეყნდა სათაურით „როგორ მოვათვინიეროთ აღმოსავლეთის ძალისმიერი პოლიტიკა?“აღმოსავლეთში რუსეთი იგულისხმება, პუბლიკაციის ავტორი მის მოთვინიერებას აპირებს.ჟოზეპ ბორელმა დიპლომატის კოსტიუმი ცირკის მწვრთნელის სამოსით შეიცვალა და იმავდროულად საუბრის ტონალობაც გამოცვალა და დისკუსიის ლექსიკაც.თავად განსაჯეთ: „ჩვენ ვხედავთ, როგორ იწარმოება დღეს რუსეთის პოლიტიკა მუქარისა და შანტაჟის შემცველი ჰიბრიდული ქმედებებით. და ჩვენ ვალდებულები ვართ, ვიყოთ მტკიცენი და ერთიანები ჩვენს გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებში“.ამგვარად, გაერთიანებული ევროპა რუსეთს მეტოქედ განიხილავს და არა კონკურენტად: ევროკავშირი რუსეთს მტერს უწოდებს.იმიტომ რომ ემუქრებიან მხოლოდ მას, ვინც მტრად მიაჩნიათ, მოწინააღმდეგესთან კი სხვა ტონით საუბრობენ.ბორელი პუბლიკაციაში, რომელიც კიდევ ბევრ საინტერესო პასაჟს შეიცავს, პარიზის ქარტიასაც ახსენებს — თანაც მეტისმეტად პოზიტიური ტონით: მისი აზრით, სწორედ მაშინ შემოიხაზა „ევროპული უსაფრთხოების ამჟამინდელი სისტემის“ კონტურები. სინამდვილეში კი პარიზის ქარტია ჟოზეპ ბორელს სხვა მიზეზით მოსწონს: ამ დოკუმენტში ოფიციალურად დაფიქსირდა ცივი ომის დამთავრება.არაოფიციალურად კი — დასახელდნენ გამარჯვებულები (კოლექტიური დასავლეთი, ნატოს ქვეყნები და ევროკავშირი) და დამარცხებული — საბჭოთა კავშირი.მომდევნო ეტაპი — ვინაიდან სსრკ-ის დაშლა გეოპოლიტიკის საკითხად აღარ განიხილებოდა და პოლიტტექნოლოგიურ თემად იქცა — იყო ხელშეკრულებების გაფორმება მაასტრიხტში.სწორედ იქ გამოიკვეთა პირველი კონტურები, თუ როგორ უნდა დაწყებულიყო რუსეთისთვის — როგორც ამის თქმა გეოპოლიტიკაშია მიღებული — „გავლენის ზონების“ წართმევა.დანის ქვეშ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, პირველი იუგოსლავია მოექცა.ათობით ათასი მსხვერპლი, სისხლის ზღვა, საშინელი ტანჯვა, საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევა — მაგრამ როცა ფსონზე ასეთი მიზნები დევს, საშუალებებს ყურადღებას არავინ აქცევს.პრაქტიკულად ამის პარალელურად და იმავე გზებით დაშალეს სსრკ-ც. რესპუბლიკები წავიდნენ, როგორც მდიდარი საპატარძლოები მიდიან საქმროებთან: უზარმაზარი მზითვით, რომლის გამოც რუსეთში არავის არასდროს და არანაირი ფორმით არ მოუთხოვია კომპენსაცია.ჩვენ გავეცით ყველაფერი, რაც რამდენიმე თაობის კოლექტიური ძალისხმევით იყო შექმნილი, სანაცვლოდ კი რუსოფობია, ქსენოფობიაში დადანაშაულება მივიღეთ, და კიდევ ჩვენი დამანგრევლების სამხედრო ბლოკის აღმოსავლეთით გაფართოება.იმ მომენტში, როდესაც ამ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, რომლებიც სინამდვილეში რუსეთზე ლატენტური აგრესიითა და ზეწოლის ინსტრუმენტების ხელში ჩაგდების სურვილითაა ნაკარნახევი, ჩვენ რუსეთის აწყობას ვცდილობდით.სიმწარე, კატასტროფის განცდა, სიღარიბე და სიღატაკეც კი — ეს ის სიტყვებია, რომლებიც ერის სულიერ მდგომარეობას განსაზღვრავდა იმ მომენტში და ვერცერთი „თავისუფალი ბაზარი“ თუ მაშინ ბევრისთვის მიუწვდომელი ძეხვის ასობით სახეობა ამას მისი მეხსიერებიდან ვერ ამოშლის.ისინი, ვინც ჩვენ მტრებს გვიწოდებენ, მაშინ ალბათ სიხარულისგან ჯიგას ცეკვავდნენ, რომ რუსების გაცურება მოახერხეს.და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხარხარებდნენ კიდეც, რა ჭკვიანურად მოატყუეს ეს საცოდავები.გააფართოვა რა თავისი საზღვრები, ევროკავშირი მეორე ეტაპს შეუდგა. ვაშინგტონმაც და ბრიუსელმაც გადაწყვიტეს, რომ რუსეთისთვის მისი უახლოესი მეზობლები წაეგლიჯათ — გადატანითი კი არა, პირდაპირი მნიშვნელობით.ეს საქართველოს შემთხვევაში არც ისე წარმატებულად გამოვიდა, უკრაინის შემთხვევაში — მხოლოდ მეორე ცდით შეძლეს, ხოლო ბელარუსთან სრული ფიასკო განიცადეს.მაშინ შეეცადნენ სანქციების დაწესებით რუსეთი ეკონომიკურად დაეზიანებინათ.მაგრამ ქანჩი ჭანჭიკს შეემსხვრა და შეზღუდვების შედეგად რუსეთის ეკონომიკამ ზრდა აჩვენა მაშინ, როცა კრიზისები ევროზონის ქვეყნებს აზანზარებდა.ევროდიპლომატიის შეფი ერთი მხრივ ამბობს, რომ ევროკავშირი ვალდებულია, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის მცდელობებს, რომ სხვა ქვეყნებს საკუთარი ნება მოახვიოს თავს, მეორე მხრივ კი ხელებს შლის: ევროკავშირი რუსეთიდან გაზის მხოლოდ 40%-ს იღებს და ამას ჯერჯერობით ვერაფერს ვუხერხებთო. და იქვე ამატებენ: მოსკოვი მიწოდებების კუთხით ყველა მოვალეობას ასრულებს, მაგრამ ამ ფაქტს შანტაჟისთვის იყენებსო.ევროპული დიპლომატიურიდან ხალხურზე თარგმანში ბორელი შემდეგს ამბობს: „ისინი თავიანთი პუნქტუალობით ჭკუდან გვშლიან“.ჟოზეპ ბორელს კიდევ ორჯერ წამოცდა სათქმელი: სადაც ის ხაზს უსვამს, რომ „რუსეთის პრობლემა დიპლომატიური მეთოდებით და სიტყვებით ვერ გადაიჭრება“ და რადგან ფრაზა „ევროპული არმია“ დღეს მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, ის კომპლიმენტს ვაშინგტონს უძღვნის, უწოდებს რა მას „ერთგულ მოკავშირეს“. საბოლოოდ: „ჩვენ ისე უნდა აღვიჭურვოთ, რომ სრულად ვიყოთ მზად მოქმედებისთვის“.ამ კონტექსტში სიტყვა „მოქმედებებს“ ერთადერთი მნიშვნელობა აქვს: ევროკავშირი აპირებს (და ამას მისი დიპლომატიის ხელმძღვანელი აცხადებს) მოემზადოს რუსეთთან შემდგომი დაპირისპირებისთვის.აქ, რა თქმა უნდა, უნდა შეგახსენოთ, როგორ მთავრდება რუსეთთან დაპირისპირებისთვის ასეთი სამზადისი და როგორ აისახება ეს თავად ევროპაზე.მაგრამ თუ ვინმემ ისტორიის გაკვეთილები დაივიწყა — დაუფიქრებლობის, ქარაფშუტობისა თუ სკოლაში ცუდი მონდომების გამო, ჩვენ მზად ვართ, როგორც კარგი მასწავლებლები, კვლავ რუკებთან დავდგეთ საჩვენებელი ჯოხებით და გავიმეოროთ.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
https://sputnik-georgia.com/20211029/mwvane-ekonomika-politikosebis-krizisisa-da-umecrebis-simbolo-261592837.html
https://sputnik-georgia.com/20211028/evropasi-qoreis-epidemiaa-damnasavea-ruseti-261564649.html
https://sputnik-georgia.com/20210626/evropa-fiqrobs-rogor-dasajos-ruseTi-252135362.html
https://sputnik-georgia.com/20210707/vaqcinebis-omi-rogor-ebrZvis-evropa-sputnik-v-s-252243768.html
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/03/251057788_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_a825569d2bd3291140f4bfe9bde6fd71.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ეკონომიკა, რუსეთი, მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები, ევროკავშირი
პოლიტიკა, ეკონომიკა, რუსეთი, მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები, ევროკავშირი
ჟოზეპ ბორელი, გარდა იმისა, რომ საერთო ევროპულ დიპლომატიას ხელმძღვანელობს, ბლოგერიცაა. ცოტას წერს.
ევროკომისიის ოფიციალურ პორტალზე ბლოგერ ბორელის პოსტი გამოქვეყნდა სათაურით „როგორ მოვათვინიეროთ აღმოსავლეთის ძალისმიერი პოლიტიკა?“
აღმოსავლეთში რუსეთი იგულისხმება, პუბლიკაციის ავტორი მის მოთვინიერებას აპირებს.
ჟოზეპ ბორელმა დიპლომატის კოსტიუმი ცირკის მწვრთნელის სამოსით შეიცვალა და იმავდროულად საუბრის ტონალობაც გამოცვალა და დისკუსიის ლექსიკაც.
თავად განსაჯეთ: „ჩვენ ვხედავთ, როგორ იწარმოება დღეს რუსეთის პოლიტიკა მუქარისა და შანტაჟის შემცველი ჰიბრიდული ქმედებებით. და ჩვენ ვალდებულები ვართ, ვიყოთ მტკიცენი და ერთიანები ჩვენს გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებში“.
ამგვარად, გაერთიანებული ევროპა რუსეთს მეტოქედ განიხილავს და არა კონკურენტად: ევროკავშირი რუსეთს მტერს უწოდებს.
იმიტომ რომ ემუქრებიან მხოლოდ მას, ვინც მტრად მიაჩნიათ, მოწინააღმდეგესთან კი სხვა ტონით საუბრობენ.
ბორელი პუბლიკაციაში, რომელიც კიდევ ბევრ საინტერესო პასაჟს შეიცავს, პარიზის ქარტიასაც ახსენებს — თანაც მეტისმეტად პოზიტიური ტონით: მისი აზრით, სწორედ მაშინ შემოიხაზა „ევროპული უსაფრთხოების ამჟამინდელი სისტემის“ კონტურები. სინამდვილეში კი პარიზის ქარტია ჟოზეპ ბორელს სხვა მიზეზით მოსწონს: ამ დოკუმენტში ოფიციალურად დაფიქსირდა ცივი ომის დამთავრება.
არაოფიციალურად კი — დასახელდნენ გამარჯვებულები (კოლექტიური დასავლეთი, ნატოს ქვეყნები და ევროკავშირი) და დამარცხებული — საბჭოთა კავშირი.
მომდევნო ეტაპი — ვინაიდან სსრკ-ის დაშლა გეოპოლიტიკის საკითხად აღარ განიხილებოდა და პოლიტტექნოლოგიურ თემად იქცა — იყო ხელშეკრულებების გაფორმება მაასტრიხტში.
სწორედ იქ გამოიკვეთა პირველი კონტურები, თუ როგორ უნდა დაწყებულიყო რუსეთისთვის — როგორც ამის თქმა გეოპოლიტიკაშია მიღებული — „გავლენის ზონების“ წართმევა.
დანის ქვეშ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, პირველი იუგოსლავია მოექცა.
ათობით ათასი მსხვერპლი, სისხლის ზღვა, საშინელი ტანჯვა, საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევა — მაგრამ როცა ფსონზე ასეთი მიზნები დევს, საშუალებებს ყურადღებას არავინ აქცევს.
პრაქტიკულად ამის პარალელურად და იმავე გზებით დაშალეს სსრკ-ც. რესპუბლიკები წავიდნენ, როგორც მდიდარი საპატარძლოები მიდიან საქმროებთან: უზარმაზარი მზითვით, რომლის გამოც რუსეთში არავის არასდროს და არანაირი ფორმით არ მოუთხოვია კომპენსაცია.
ჩვენ გავეცით ყველაფერი, რაც რამდენიმე თაობის კოლექტიური ძალისხმევით იყო შექმნილი, სანაცვლოდ კი რუსოფობია, ქსენოფობიაში დადანაშაულება მივიღეთ, და კიდევ ჩვენი დამანგრევლების სამხედრო ბლოკის აღმოსავლეთით გაფართოება.
იმ მომენტში, როდესაც ამ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, რომლებიც სინამდვილეში რუსეთზე ლატენტური აგრესიითა და ზეწოლის ინსტრუმენტების ხელში ჩაგდების სურვილითაა ნაკარნახევი, ჩვენ რუსეთის აწყობას ვცდილობდით.
სიმწარე, კატასტროფის განცდა, სიღარიბე და სიღატაკეც კი — ეს ის სიტყვებია, რომლებიც ერის სულიერ მდგომარეობას განსაზღვრავდა იმ მომენტში და ვერცერთი „თავისუფალი ბაზარი“ თუ მაშინ ბევრისთვის მიუწვდომელი ძეხვის ასობით სახეობა ამას მისი მეხსიერებიდან ვერ ამოშლის.
ისინი, ვინც ჩვენ მტრებს გვიწოდებენ, მაშინ ალბათ სიხარულისგან ჯიგას ცეკვავდნენ, რომ რუსების გაცურება მოახერხეს.
და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხარხარებდნენ კიდეც, რა ჭკვიანურად მოატყუეს ეს საცოდავები.
გააფართოვა რა თავისი საზღვრები, ევროკავშირი მეორე ეტაპს შეუდგა. ვაშინგტონმაც და ბრიუსელმაც გადაწყვიტეს, რომ რუსეთისთვის მისი უახლოესი მეზობლები წაეგლიჯათ — გადატანითი კი არა, პირდაპირი მნიშვნელობით.
ეს საქართველოს შემთხვევაში არც ისე წარმატებულად გამოვიდა, უკრაინის შემთხვევაში — მხოლოდ მეორე ცდით შეძლეს, ხოლო ბელარუსთან სრული ფიასკო განიცადეს.
მაშინ შეეცადნენ სანქციების დაწესებით რუსეთი ეკონომიკურად დაეზიანებინათ.
მაგრამ ქანჩი ჭანჭიკს შეემსხვრა და შეზღუდვების შედეგად რუსეთის ეკონომიკამ ზრდა აჩვენა მაშინ, როცა კრიზისები ევროზონის ქვეყნებს აზანზარებდა.
ევროდიპლომატიის შეფი ერთი მხრივ ამბობს, რომ ევროკავშირი ვალდებულია, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის მცდელობებს, რომ სხვა ქვეყნებს საკუთარი ნება მოახვიოს თავს, მეორე მხრივ კი ხელებს შლის: ევროკავშირი რუსეთიდან გაზის მხოლოდ 40%-ს იღებს და ამას ჯერჯერობით ვერაფერს ვუხერხებთო. და იქვე ამატებენ: მოსკოვი მიწოდებების კუთხით ყველა მოვალეობას ასრულებს, მაგრამ ამ ფაქტს შანტაჟისთვის იყენებსო.
ევროპული დიპლომატიურიდან ხალხურზე თარგმანში ბორელი შემდეგს ამბობს: „ისინი თავიანთი პუნქტუალობით ჭკუდან გვშლიან“.
ჟოზეპ ბორელს კიდევ ორჯერ წამოცდა სათქმელი: სადაც ის ხაზს უსვამს, რომ „რუსეთის პრობლემა დიპლომატიური მეთოდებით და სიტყვებით ვერ გადაიჭრება“ და რადგან ფრაზა „ევროპული არმია“ დღეს მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, ის კომპლიმენტს ვაშინგტონს უძღვნის, უწოდებს რა მას „ერთგულ მოკავშირეს“. საბოლოოდ: „ჩვენ ისე უნდა აღვიჭურვოთ, რომ სრულად ვიყოთ მზად მოქმედებისთვის“.
ამ კონტექსტში სიტყვა „მოქმედებებს“ ერთადერთი მნიშვნელობა აქვს: ევროკავშირი აპირებს (და ამას მისი დიპლომატიის ხელმძღვანელი აცხადებს) მოემზადოს რუსეთთან შემდგომი დაპირისპირებისთვის.
აქ, რა თქმა უნდა, უნდა შეგახსენოთ, როგორ მთავრდება რუსეთთან დაპირისპირებისთვის ასეთი სამზადისი და როგორ აისახება ეს თავად ევროპაზე.
მაგრამ თუ ვინმემ ისტორიის გაკვეთილები დაივიწყა — დაუფიქრებლობის, ქარაფშუტობისა თუ სკოლაში ცუდი მონდომების გამო, ჩვენ მზად ვართ, როგორც კარგი მასწავლებლები, კვლავ რუკებთან დავდგეთ საჩვენებელი ჯოხებით და გავიმეოროთ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს