ევროპაში ქორეის ეპიდემიაა: დამნაშავეა რუსეთი

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკშიხედი მოსკოვზე
ხედი მოსკოვზე - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
გამოწერა
ელენა კარაევა
ბარგის ეტიკეტებზე აბრევიატურა SVO-ს (მოსკოვი, შერემეტიევო) დანახვაზე ერთი ნაბიჯია მებაჟეების საეჭვო გამოხედვიდან დასკვნამდე „რუსებმა ისევ არ გამოგზავნეს საჭირო დოკუმენტები იმისთვის, რომ ევროკავშირმა ვაქცინა Sputnik V დაარეგისტრიროს“, გაზის შანტაჟში ბრალდებიდან ევროკავშირის ქვეყნებში RT-ს ჟურნალისტების პრესინგამდე, რუსული საზოგადოების დასაშლელად მრავალმილიონიანი გრანტებიდან მუქარამდე: ევროპას რუსოფობია ისე აზანზარებს, როგორც პაციენტს დაავადება „წმინდა ვიტის ცეკვა“ (სამედიცინო სახელწოდება „ქორეა“).
 ნავთობგადამამუშავებელი პლატფორმა - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2021
ევროპა რუსეთს „სიცივის ექსპორტში“ ადანაშაულებს
მიუხედავად იმისა, რომ სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია (ხოლო რუსოფობია არა მარტო შიშის, არამედ ჩანასახოვანი სიძულვილის ფორმაა), ევროპას ამ ნაბიჯის გადასადგმელად ორ ათწლეულზე ცოტა მეტი დასჭირდა.
…არადა, გახსოვთ, როგორ ვუყვარდით? როგორ გზავნიდა ჰუმანიტარულ დახმარებას?
კიდევ, ევროპა გვანათლებდა, გვეუბნებოდა, რომ სინამდვილეში ჩვენ სასტიკი ადამიანები ვართ, ყველაფერში დამნაშავეები, რომლებმაც ქვეყანაში „გულაგი“ დავუშვით, ერთმანეთის მიყოლებით დავხოცეთ ყველა.
ყოველივე ამას თან ახლდა რუსული ხელოვნების პოპულარიზაცია — ფესტივალები, გამოფენები. მაგრამ საჩვენებლად ირჩეოდა მხოლოდ ის, რაც ამოსავალ თეზისს ამტკიცებდა: „რუსები არიან ველურები, რომელთა მიზანიც — საკუთარი თავისა და სხვათა განადგურებაა“.
შევნიშნავთ, რომ ეს უკვე მას შემდეგ ხდებოდა, რაც დასავლეთმა ცივ ომში გამარჯვებულად გამოაცხადა თავი.
და თავადვე უწოდა საკუთარ თავს „მბრწყინავი ქალაქი ბორცვზე“.
და ზოგი ფარვანაც ამ სინათლისკენ დაიძრა.
ნავთობბაზა Colonial Pipeline's Linden Junction-ი ვუბრიჯში  - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
მოსაზრება: ამერიკელები ბენზინს ვერ ყიდულობენ - დამნაშავე რუსეთია
რუსეთი კი ამ დროს, როგორც შეეძლო, ისე ძვრებოდა ჯოჯოხეთიდან, რომელიც, პიდაპირ ვთქვათ, იყო არა მარტო მისი ხელმძღვანელობის შეცდომების შედეგი, არა მარტო მაშინდელ „ოგონიოკებსა“ და „მოსკოვის ახალ ამბებში“ აღძრული ისტერიკების შედეგი (მათში გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაციის დევიზი იყო „მეტი ჯოჯოხეთი!“), არამედ იმათი მიზანიც, რომლებიც სრულიად შეგნებულად თესავდნენ ქვეყანაში ქაოსს.
ეს მთესველები ევროპის თვალისმომჭრელი ხედების მქონე სასიამოვნო ოფისებში ისხდნენ და ერთი რამ სურდათ: მიეღოთ წვდომა რუსეთის რესურსებზე — მაქსიმალურად დაბალ ფასად.
რუსეთის „ლიბერალური“ საზოგადოება, ბრუნდებოდა რა მადრიდსა თუ ფლორენციაში ვოიაჟებიდან, იქაურ კეთილდღეობაზე ლაპარაკისას, არასდროს არ ახსენებდა ფასის იარლიყს (შეგნებულად ან უმეცრების გამო), რომელიც ყველა ქუჩასა და სახლზე ეკიდა.
ევროპის კეთილდღეობა, რომელიც მოკლებული იყო თითქმის ყველა ბუნებრივ რესურსს გეოლოგიური მიზეზების გამო, კოლონიალიზმს ეფუძნებოდა.
უმცირესი პოლიტიკური რყევა, და ამ მდიდარი კონტინენტის დაახლოებით ერთ კვირაში მუხლებზე დაჩოქება ხდებოდა შესაძლებელი: გაიხსენეთ, მაგალითად, 70-იანი წლების დასაწყისში ნავთობის ემბარგო.
ევროკავშირის დროშები ბრიუსელში - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
მოსაზრება: ევროპამ თავის პრობლემებში დამნაშავე იპოვა
და, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი და ის სატელიტებიც კი, რომლებიც მასთან გაერთიანებაზე ოცნებობდნენ უმცროსი პარტნიორების უფლებით, და რუსეთის მიმართ ალერსიან სიტყვებს კვლავაც არ იშურებდნენ (რუსეთი კი ენდობოდა ამ სიტყვებს), სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად გამოიყურებოდა.
და მათ იცოდნენ, რომ ათასწლეულის მიჯნაზე იწყებოდა ბრძოლა ბუნებრივი რესურსებისთვის. ეს შედარებით შორსმჭვრეტელ რუს პოლიტიკოსებსაც ესმოდათ.
სხვა საქმეა, რომ მათ ეგონათ, თითქოს ნედლეულის გაყიდვიდან შემოსულ თანხას „საღეჭ რეზინასა და ჯინსებზე“ დავხარჯავდით (იმავე „ოგონიოკში“ ხომ გვიხსნიდნენ, რომ ეს „თავისუფლებისა და პროგრესის სიმბოლოები“ იყო), მაგრამ ჩვენ ფული თანამედროვე არმიის შექმნაზე, გზების აშენებაზე, ქალაქების მოწესრიგებაზე, უსაფრთხოების დოქტრინის შემუშავებაზე დავხარჯეთ — ერთი სიტყვით, ყველაფერზე, რაზე დახარჯვის უფლებაც რუსეთს, ევროპელი ბიუროკრატებისა და ამერიკელი გლობალისტების აზრით, არ ჰქონდა.
ჩვენ კი, თუმცა ეს იოლი არ იყო, ევროპულ რეალობას თვალებში ჩავხედეთ. და მის თვალებში ალერსი და მოჩვენებითი სინაზე კი აღარ ჩანდა, არამედ ბრაზი და შური.
კოლექტიური დასავლეთი ისე იქცეოდა, როგორც ის ადამიანი, რომელიც, ნაბოკოვის თქმით, დარწმუნებული იყო, რომ მეძეხვის გვერდით ცხოვრობდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს მეძეხვე გენიალური პოეტი იყო.
კოლექტიურმა დასავლეთმა რუსეთი სწორედ იმის გამო შეიძულა, რომ მან უარი თქვა მეძეხვის როლზე.
ჰაკერული თავდასხმა - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2021
რუსმა ჰაკერმა ამერიკის 22 გმირი გაძარცვა: საიდუმლო სამსახური დამნაშავეს ეძებს
სიძულვილი თითქოს ირაციონალური გრძნობაა, და იდეაში ევროპამ თავი უნდა განიკურნოს მისგან, მაგრამ ემოციო კვლავაც ჭარბობს რაციოს.
დღეს რუსეთი სძულთ იმისთვის, რომ მან შეძლო თავი გადაერჩინა, დაეცვა თავი როგორც ერს; ის სძულთ იმის გამო, რომ მსოფლიოში, რომლისთვისაც საკვანძო სიტყვად „არასტაბილურობა“ იქცა, რუსეთმა, დაე, შეცდომებითა და ხელის ცეცებით, მაგრამ მაინც შეძლო საკუთარი გზის მოძებნა; რომ მან შეძლო გამხდარიყო არბიტრი, რომელიც სხვებსაც ეხმარება უმძიმესი კონფლიქტებიდან და კრიზისებიდან გამოსავლის მონახვაში.
რუსეთმა გადაარჩინა საკუთარი ფასეულობების სისტემა, დარჩა რა ამასთან აბსოლუტურად ღია მსოფლიოსა და იმ გამოწვევებისთვის, რომელიც ახალ დროებას ახასიათებს.
როცა რუსეთს ანგარიშიდან წერდნენ, მიაჩნდათ რა, რომ ის „რეგიონული ბენზინგასამართი სადგური“ იყო, ჩვენ ჩავიცინეთ და საქმის კეთება განვაგრძეთ.
ჩვენ ხომ ვიცით, რას და ვის ვიცავთ, და რას და ვისთვის ვაკეთებთ.
რაც შეეხება რუსოფობიას, რა თქმა უნდა, არც ისე სასიამოვნოა ვუყუროთ „წმინდა ვიტის ცეკვას“ მათი შესრულებით, ვისაც ჩვენ აღზრდილ, განათლებულ და საღად მოაზროვნე ადამიანებად მივიჩნევდით. მაგრამ ყველა ექიმმა იცის, რომ ნებისმიერი ისტერიკა მით უფრო მალე მთავრდება, რაც უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევენ მას.
ბოლოს და ბოლოს, თითოეულს თავისი საქმე აქვს: ჩვენ ჩვენს ქვეყანას ვაშენებთ, მათ კი ის სძულთ.
ხოლო ვინ რჩება გამარჯვებული ამგვარ სიტუაციაში, იცის ყველამ, ვინც ევროპის ისტორიას იცნობს — როგორც ძველს, ისე ახალს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0