ირინა ალქსნისი
ეს, ბორელის მტკიცებით, ევროკავშირის დემოკრატიისთვის ჩირქის მოცხებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესუსტების მიზნით კეთდება. ასეთი განცხადება დიპლომატმა ევროკავშირის დემოკრატიულ პროცესებში უცხოური ჩარევის შესახებ ევროპარლამენტის სპეციალური კომისიის მოსმენებზე გააკეთა.
ამასთან ჟოზეპ ბორელმა ყურადღება გაამახვილა ცრუ და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციების განსაკუთრებულ საფრთხეებზე პანდემიის პირობებში.
„ჩვენ ვხედავდით, როგორ ავრცელებდნენ პროკრემლური არხები იმის მტკიცებულებებს, რომ პირბადეების ტარება უსარგებლოა, და ამასთან ლოკდაუნის საწინააღმდეგო ხმებსაც მხარს უჭერდნენ“, — განაცხადა მან. ახლა კი, დიპლომატის აზრით, პირველ პლანზე მოსკოვის სავაქცინი დიპლომატიამ გადმოინაცვლა, რომელიც, ერთი მხრივ, დასავლური ვაქცინებისა და მათი მწარმოებლების დისკრედიტაციას ცდილობს, მეორე მხრივ კი აქტიურად უწევს პოპულარიხაციას საკუთარ პრეპარატებს.
ჩინოვნიკის შფოთვის გაგება შესაძლებელია. იმ დროს, როდესაც რუსეთში მოსახლეობის დიდი ნაწილის ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა მინიმალური უხერხულობებით, ევროპაშო ახალი საკარანტინო შეზღუდვების ტალღა მიდის.
ფინეთში საგანგებო ვითარების რეჟიმი გამოცხადდა. ჩეხეთში, მსოფლიოში დაავადების ყველაზ მაღალი დონის გამო, მოსახლეობას საცხოვრებელი რაიონების დატოვება ეკრძალება. იტალიაში ასევე გამკაცრდა შეზღუდვები.
თავის მხრივ, ევროპის მოსახლეობა, რომელიც გაწამებულია თითქმის ერთწლიანი აკრძალვებითა და შინ ჯდომით, სულ უფრო ცუდად აღიქვამს ხელისუფლებების არგუმენტებს, რომ ყველა ეს ზომა მხოლოდ და მხოლოდ ხალხის სასიკეთოდ წესდება. მასობრივმა პოტესტებმა პრაქტიკულად ყველა კონტინენტი მოიცვა. ვითარება იმდენად რთულია, რომ ევროპული სიმწყობრე თვალდათვალ ჩამოიშალა. ჩეხეთმა რუსეთს მიმართა ვაქცინა „სპუტნიკ V–ს“ მიწოდების თხოვნით — და ეს ქვეყნის პრეზიდენტისა და პრემიერ–მინისტრის შეთანხმებული პოზიციაა. სლოვაკეთი კიდევ უფრო შორს წავიდა და, უნგრეთის, სერბეთისა და სხვა ქვეყნების კვლადაკვალ, რუსული პრეპარატი დაჩქარებული წესით დაარეგისტრირა — ევროპელი რეგულატორის დამტკიცებას არ დალოდებია. პოლონელებისთვის, რომლებსაც ასევე მეტად რთული ვითარება აქვთ კორონავირუსის კუთხით, რუსეთისთვის თხოვნით მიმართვა წარმოუდგენელია, ასე რომ, მათ მოლაპარაკებები ჩინეთთან დაიწყეს COVID-19–ის ვაქცინის შესყიდვასთან დაკავშირებით.
ვთარება სულ უფრო მეტად ემსგავსება ერთი წლის წინანდელს, როდესაც ევროპის კავშირმა სრული უმწეობა წარმოაჩინა საგანგებო ვითარებაში და მისი წევრები იძულებული გახდნენ, დამოუკიდებლად გამკლავებოდნენ მწვავე კრიზისს.
განსხვავება ისაა — და ეს პრინციპულად მართლაც მნიშვნელოვანია — რომ მაშინ გლობალური მასშტაბის ფორს–მაჟორი იყო. სწორედ მაშინ გაირკვა, რომ ბრიუსელი ქმედუუნაროა, როცა საგანგებო ვითარებაზე ოპერატიული რექციაა საჭირო. ეს, რა თქმა უნდა, უსიამოვნო აღმოჩენა იყო ევროპისთვის. მაგრამ იმ ვითარებაში ევროკავშიის უმწეობის ახსნა შესაძლებელი იყო — პრობლემის უკიდურესი მოულოდნელობითა და გლობალური ხასიათით.
ახლა კი ვითარება სულ სხვაგვარია.
როდესაც პანდემიის მოულოდნელობის ეფექტი ჩაცხრა, ევროკავშირი კვლავ სიმაღლეზე აღმოჩნდა, ვინაიდან მოთხოვნადი გახდა ის, რაც ყოველთვის მის ძლიერ მხარეებად მიიჩნეოდა: სტრატეგიული დაგეგმვა, რთული პროცესების ორგანიზაცია, სახსრების აკუმულირება და განაწილება. ევროპელი ხელისუფლებების ყველა ცოტა ხნის წინანდელ მოქმედებებში, მათ შორის, ეკონომიკის აღდგენის უპრეცედენტოდ გრანდიუზულ გეგმაში, გამჭვირვალედ იკითხება ქედმაღლობა, ეჩვენებინათ მთელი მსოფლიოსთვის მაგალითი, როგორ უნდა ებრძოლონ მსგავს საფრთხეებს. და აჩვენეს.
ამას შედეგად უმნიშვნელოვანესი მიმართულებებით ჩავარდნები მოჰყვა. ევროპის მიერ არჩეული ლოკდაუნების სტრატეგია ფიასკოთი დასრულდა, ხოლო მოსახლეობის ვაქცინაციის კუთხით არსებული ვითარების აღსაწერად ყველაზე მეტად განსაზღვრება „კატასტროფული“ გამოდგება.
ამასთან არსებული სურათის ნაღვლიანი შეფერილობა განსაკუთრებით ხილულია იმ ქვეყნებში არსებული ბევრად ხელსაყრელი ვითარების ფონზე, რომლებისთვისაც ევროკავშირი პანდემიასთან ბრძოლის გაკვეთილების ჩატარებას გეგმავდა.
ამ ყველაფერს საფუძვლად ევ როპული ხელისუფლებების მცდარი გადაწყვეტილებები უდევს. ეს იმაზე მეტად ურტყამს ევროკავშირის რეპუტაციას, ვიდრე მისი დაბნეულობა და უმოქმედობა ურტყამდა ერთი წლის წინ.
ასეთ ვითარებაში მეტად სანიშნოა აღმოსავლეთევროპული ქვეყნების მცდელობები, იმოქმედონ დამოუკიდებლად. ისინი, რაღა თქმა უნდა, კარგად აცნობიერებენ საკუთარ მეორეხარისხოვნობას ევროკავშირის შემადგენლობაში და ასევე იმასაც, რომ კორონავირუსის პრობლემებში დახმარებას მხოლოდ „რაც დარჩას“ პრინციპით მიიღებენ. შედეგად, სულ უფრო მეტი ქვეყანა წყვეტს საკუთარი რიგის მოთმინებით ლოდინს და ბრიუსელის მიერ არასანქცირებულ აქტიურობას იჩენს.
Brexit–ისა და ასევე პოლონეთისა და უნგრეთის ხელისუფლებების სულ უფრო მზარდი ევროსკეპტციზმის ფონზე, იმ ქვეყნების ჩამონათვალის ზრდა, რომლებსაც ბრიუსელზე სწორება აღარ სურთ, ცუდი ნიშანია ევროკავშირისთვის.
თითქმის ექვსი წლის წინ ევროპამ ენთუზიაზმით წამოიწყო მიგრაციული კრიზისი, რომლის შედეგებსაც ახლაც იმკის. პანდემიასთან ბრძოლამ კიდევ ერთი ხმაურიანი ჩავარდნა უზრუნველყო ვროპის პოლიტიკაში. ეს, ცოტა არ იყოს, მძიმე შედეგების მქონე ბევრი სტრატეგიული შეცდომაა საკმაოდ მოკლე პერიოდში.
ხოლო ბრიუსელის პრინციპული უარი, აღიაროს საკუთარი შეცდომები, იმის გარანტიას იძლევა, რომ პრობლემები ამით არ დამთავრდება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!