მოსაზრება: ვაქცინების ომი – როგორ ებრძვის ევროპა „სპუტნიკ V“-ს

© photo: Sputnik / Oliver Ondras / გადასვლა მედიაბანკში Sputnik V
 Sputnik V - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
გამოწერა
სახელმწიფო დიქტატურის მძიმე ხელი − საფრანგეთის ხელისუფლება აპირებს COVID-19-ზე სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღოს მთელი რიგი პროფესიის ადამიანებისთვის.
ელენა კარაევა
მათ შორის არიან ყველა დონის ექიმები და ასევე ისინი, ვინც მოხუცებულთა სახლებსა და სხვა სოციალურ დაწესებულებებში მუშაობენ.
სავალდებულო ვაქცინაცია ნიშნავს შესაბამისი საკანონმდებლო აქტის მიღებას, რომელიც აცრაზე უარის რეგლამენტაციას მოახდენს.
ვაქცინა Sputnik V  - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
ჟურნალმა Nature რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს ეფექტურობაზე სტატია გამოაქვეყნა
სარწმუნო არგუმენტაციის არქონის შემთხვევაში უარის მთქმელს ან სხვა თანამდებობაზე გადასვლას შესთავაზებენ, სადაც სამსახურებრივად ადამიანებთან პირდაპირი კონტაქტი არ ექნება (ამასთან, თუ ხელფასი ახალ თანამდებობაზე უფრო დაბალია, ამის კომპენსაციას არავინ აპირებს), ან შვებულებაში გაშვებას ანაზღაურების გარეშე.
მსგავსი წესები უკვე მოქმედებს იტალიაში, სადაც დემოკრატიის ნორმებთან ზუსტი შესაბამისობით ცდილობენ მათ გასაჩივრებას ისინი, ვისაც ეს ზომები ეხება. მაგრამ ჯერჯერობით განსაკუთრებული წარმატების გარეშე: სასამართლოები არც ისე ხალისით იღებენ მსგავს სარჩელებს განსახილველად, ხოლო იუსტიციის გადაწყვეტილებების პროგნოზირება საქმის მასალების წაუკითხავადაც კი შეიძლება.
„თუ სოციუმის ინტერესები და საზოგადოებრივი კეთილდღეობა საფრთხის ქვეშ დგება, მაშინ პირადი მდგომარეობა და სურვილები უკანა პლანზე გადადის“.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2021
რუსი ვირუსოლოგი: სიმართლე ვაქცინირებულთა მხარესაა
ევროკავშირი მრავალი ათწლეულის განმავლობაში წარმოაჩენდა თავს მეტასახელმწიფოდ, რომელშიც პირადი უფლებებისა და თავისუფლებების პირველობა ეჭვქვეშ არ დგებოდა, მაგრამ პანდემიამ ყველა კარტი არია და კორონავირუსმა ყველასა და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა.
კოლექტიური პირადულზე მაღლა დგას, რაც უნდა ელაპარაკათ ინფიცირების ეპოქამდე მრავალრიცხოვან ბერნარ ანრი ლევებსა და მათ ადეპტებს.
ბრიუსელის არეოპაგმა და თანამეგობრობის ქვეყნების ხელისუფლებებმა, შეეჯახნენ რა პანდემიას და კრიზისის დროს სრულად ჩააგდეს მენეჯმენტი ყველა დონეზე, გადაწყვიტეს მასობრივი ვაქცინაციის გზით დაუდგან ბარიერები ინფექციის გავრცელებას. ეს ერთი მხრივ.
მეორე მხრივ − ინფიცირების კოლოსალურ ტემპებს, რომლის ტალღებიც თანმიმდევრულად ფარავდა კონტინენტს ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, იოტისოდენადაც არ დაუძრავთ ადგილიდან საერთოევროპელთა ბრძოლის მთავარი სამიზნე. და ეს SARS-CoV-2 კი არ არის, არამედ რუსეთი.
რუსული ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
იქნება თუ არა სავალდებულო კორონავირუსზე ვაქცინაცია რუსეთში
ვირუსთან ბრძოლა რუსთთან ომის ერთ-ერთ ეპიზოდად იქცა.
რუსული ვაქცინის შექმნა და გამოცდა, მისი წარმოებაში ჩაშვება და ვაქცინაციის კამპანიის დაწყება Sputnik V-სთან ბრძოლის ეტაპებად იქცა კორონავირუსის საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური პრეპარატის დისკრედიტაციის მიზნით.
პარტიტურა სრულიად განსხვავებული ფაქტორების გათვალისწინებით შედგა, თუმცა მათგან მთავარია შემდეგი: სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესების დაქვემდებარება არის მორჩილებისა და „არაევროპულობის“ დემონსტრაცია; Sputnik V არ შეიძლება იყოს უსაფრთხო და ეფექტური, ხოლო თავად აცრა „გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ბუნებრივ იმუნიტეტს“.
Sputnik V - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2021
კირილ დმიტრიევი: EMA-ს „სპუტნიკ V“-ს მიმართ კრიტიკული შენიშვნები არ აქვს
„ორკესტრის“ შემადგენლობა, რომელსაც სიუიტა უნდა შეესრულებინა, ცნობილია − მრავალი „კარგსახიანი ადამიანი“, რომლებმაც სხვადასხვა პრაისისა თუ სულის ძახილით დაიწყეს მათთვის დაწერილი კადენციების შესრულება.
იმავდროულად, როდესაც თავად ევროკავშირში „ბუნებრივი იმუნიტეტის“ თეზისის მხარდამჭერი კომენტარისა და აცრის ეფექტურობასთან დაკავშირებით გამოთქმული ეჭვების გამო მედიცინის ძალიან ცნობილი პროფესორი პარიზის საავადმყოფოს განყოფილების გამგეობიდან გააგდეს, რუსეთის სოციალურ ქსელებში იმავე იდეის მომხრეთა მოძრაობა თანდათან იზრდებოდა და მუსკულატურასაც იზრდიდა.
მცდელობა, გამოეთქვათ უნდობლობა Pfizer/BioNTech-ის მიმართ, რომელიც, როგორც უკვე ცნობილია, ორი დღით ადრე მოიგონეს, კიდევ ერთი ფრანგი სკეპტიკოსი ექიმის შერისხვით დასრულდა. ფილმი Hold-Up, რომელიც ეჭვქვეშ აყენებდა ევროპის ხელისუფლებების კომპეტენტურობას, პლატფორმებიდან იშლებოდა. სამაგიეროდ რუსეთში აცრის მოწინააღმდეგეები და მათი თანამგრძნობები სულ უფრო ფართო შესაძლებლობებს იღებდნენ თავიანთი პოზიციის გამოსახატად.  
ვაქცინა „სპუტნიკ V“ - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
გაეროს გენერალურმა მდივანმა ჯანმოს „სპუტნიკ V“-ს სწრაფად აღიარებისკენ მოუწოდა
რუსეთში ვაქცინაციის კამპანიის დაწყება იმდენად აწყობილად იყო ორგანიზებული, რომ ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებიც ევროპაში ცხოვრობდნენ, სპეციალურად ჩამოდიოდნენ Sputnik V-ს ორივე დოზის მისაღებად.
და თუ ბრიუსელმა წუწუნით, ჭმუხვნითა და ცხვირის მოჭერით, მაგრამ მაინც მისცა უნგრეთს Sputnik V-ს შეძენის უფლება იმის სანაცვლოდ, რომ ბუდაპეშტმა თანამეგობრობის ბიუჯეტზე წინააღმდეგობა მოხსნა, მეორე ქვეყანას − სლოვაკეთს ფრონდირების უფლება აღარ მისცეს.
პრეპარატის შეძენის შესაძლებლობის შესახებ განცხადების გაკეთებისთანავე სამთავრობო კრიზისი მოეწყო, რათა ბრატისლავისთვის ეჩვენებინათ – ვინაა ბატონი, შემდეგ კი მასმედიაში ინფორმაცია შეაგდეს, რომ მედიკამენტის მიწოდებული დოზები აპრობაციისთვის მიღებული ნიმუშებისგან განსხვავდებოდა.
და ბრატისლავა დანებდა.
აშშ-ის მომხრეები რუსული „სპუტნიკV-ს“ შეძენაზე ალაპარაკდნენ - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
აშშ-ის მოკავშირეები რუსული „სპუტნიკ V“-ს შეძენაზე ალაპარაკდნენ
ამასობაში თანდათან ცნობილი ხდებოდა, რატომ განიხილავდა ევროპის წამლების სააგენტო ესოდენ აუჩქარებლად რუსეთის მიერ წარდგენილ დოკუმენტებს.
ბრიუსელმა ორმაგი სტანდარტების მთელი ბიუროკრატიული სილამაზე და ბრწყინვალება წარმოაჩინა.
თუ Pfizer/BioNTech-ისა და AstraZeneca-ს განაცხადები დაჩქარებული წესით განიხილებოდა, ყველა ნორმის დარღვევით (ერთი თვის ნაცვლად შესწავლა სულ რამდენიმე დღე მიმდინარეობდა), Sputnik V-ს შემთხვევაში ვითარება დიამეტრულად საწინააღმდეგო იყო: „საჭიროა ახალი საბუთები, დამატებითი მონაცემები და ცნობები“.
მოსკოვს, პარიზსა და ბერლინს შორის რეგულარულმა სატელეფონო ზარებმა არც მაშინ და არც დღეს შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს − ამ შემთხვევაში საქმეს წყვეტენ არა სახელმწიფოთა მეთაურები, არამედ ევროპელი უფროსები.
ვაქცინა „სპუტნიკ V“ - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
რატომაა რუსული კოვიდ-ვაქცინა ეფექტური: რუსი ვირუსოლოგი განმარტავს
ისინი, ამუხრუჭებდნენ რა Sputnik V-ს რეგისტრაციას თანამეგობრობის ტერიტორიაზე, იმავდროულად ცდილობდნენ დაემუხრუჭებინათ ვაქცინაციის პროცესი რუსეთშიც.
ეს ქმედებები ზუსტად ეწერება იმაში, რასაც ევროპული დიპლომატიის შეფმა ბორელმა „რუსეთის კონტეინმენტი“ უწოდა.
ნებისმიერ შემთხვევაში ევროპელებს უკვე შთააგონეს, რომ „არაფერი კარგი მოსკოვიდან არ მოვა“, მაშინაც კი, როდესაც მოსკოვმა ერთადერთმა გაუწოდა დახმარების ხელი აპენინებს, როდესაც რუსი სამხედრო ექიმები დაავადებულ იტალიელ მოხუცებს სიცოცხლეს უნარჩუნებდნენ.
და როდესაც რუსეთში დაჟინებით ითხოვენ აცრას, ევროპა ამას „კრემლის დიქტატორულ ჟესტად“ აფასებს, აი ევროპის ქვეყნებში COVID-19-ზე სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებას კი მხოლოდ მიესალმებიან და ეთანხმებიან.
სიბეცე და მოკავშირის მოწინააღმდეგისგან გარჩევის უუნარობა პოლიტიკის იმანენტური თვისებაა, რომელსაც ევროპული ისტებლიშმენტი ზედიზედ მრავალი ათწლეულის განმავლობაში ატარებს. ერთხელაც ამგვარმა მიოპიამ ომი მოიტანა.
ისღა გვრჩება, იმედი ვიქონიოთ, რომ ვაქცინების ბრძოლაში ჯანსაღი აზრი და, როგორც ევროპაში უყვართ თქმა, „საერთო კეთილდღეობაზე ზრუნვა“ გაიმარჯვებს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0