რუსი ვირუსოლოგი: სიმართლე ვაქცინირებულთა მხარესაა

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშივაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2021
გამოწერა
კორონავირუსამდე გენური ინჟინერიით შექმნილი ვაქცინების გამოყენებისა ეშინოდათ, ახლა კი მათ გარეშე გამკლავება შეუძლებელია, მიაჩნია გამალეის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელ ანატოლი ალტშტეინს.
რამდენი ადამიანი უნდა აიცრას, რომ პანდემიამ უკან დაიხიოს, რა საჭიროა რევაქცინაცია და როდის დამარცხდება ვირუსი? ამ კითხვებზე პასუხი Sputnik-ს გამალეის სახელობის ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა ანატოლი ალტშტეინმა გასცა.

მასობრივი ვაქცინაციის შესახებ

მიხაილ ფავოროვი - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2021
„მხოლოდ ვაქცინაცია. სხვა გზა არ არსებობს“: ამერიკელი ვირუსოლოგის მოსაზრება
რუსეთმა ერთ-ერთმა პირველმა შექმნა ეფექტური ვაქცინა, მაგრა ქვეყანაში ვაქცინირეულთა რაოდენობა შედარებით ნაკლებია, წუხს ანატოლი ალტშტეინი.
„მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის ხელისუფლების ძალისხმევების წყალობით ვაქცინაციის კამპანია ბევრად ეფექტურად და სწრაფად ჩატარდა,  მთლიანობაში მაინც ჩამოვრჩებით, ვინაიდან სხვა ქვეყნებში უკვე მოსახლეობის 60%-ზე მეტი აიცრა. ჩვენ კი 12-15%-იან დონეზე ვართ. ვაქცინაციის მასშტაბი მსოფლიოში უზარმაზარია, დაახლოებით ორნახევარი მილიარდი აცრაა გაკეთებული“, — ამბობს ვირუსოლოგი.
მისი თქმით, მსოფლიოს ვაქცინაციის ასეთი მასშტაბი არ ახსოვს.

ვაქცინაციის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების შესახებ

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2021
ღარიბაშვილი: უმნიშვნელოვანესია, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით წარიმართოს
„ჩემი აზრით ეჭვგარეშეა, რომ სიმართლე მათ მხარესაა, ვინც ვაქცინაციას ემხრობა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოსახლეობის 100%-ის აცრაა საჭირო. ბევრი არც ექვემდებარება ვაქცინაციას — 12 წლამდე ასაკის ბავშვები, მძიმე ავადმყოფები. მაგრამ მოსახლეობის 60-65, შესაძლოა 70%-იც კი, შეიძლება აიცრას და უნდა აიცრას კიდეც“, — მიაჩნია ალტშტეინს.
როგორც ის ამბობს, რევაქცინაციაში არაფერია განსაკუთრებული — ეს იმისთვისაა საჭირო, რომ იმუნიტეტი გაძლიერდეს. ალტშტეინის განმარტებით, თავდაპირველად საუბარი არ ყოფილა იმაზე, რომ რევაქცინაციის ჩატარება ნახევარი წლის შემდეგ იყო სასურველი, ვინაიდან იმ მომენტისთვის ვირუსი ჯერ კიდევ არ იყო მუტირებული ესოდენ აგრესიულ ფორმებში.
ვირუსოლოგი აღიარებს, რომ COVID-19-ის ინდური ვარიანტი „დელტა“ „ნაკლებად მგრძნობიარეა ვაქცინების მიმართ და იმისათვის, რომ ამ ვირუსის დათრგუნვა მოხერხდეს, იმუნიტეტი უნდა გაძლიერდეს, რისთვისაც არის კიდეც საჭირო რევაქცინაცია“.
ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
COVID-19-ზე უარესი? მსოფლიოს ყველაზე საშიში ვირუსი კიდევ ერთ ადგილზე დაფიქსირდა

ნორმალურ ცხოვრებაზე დაბრუნება

„კაცობრიობის ისტორიაში ასეთი საშინელი პანდემიები ბევრი იყო — შავი ჭირი,  ყვავილი, ქოლერა. მაშინ ვაქცინები არ არსებობდა. ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა მხოლოდ 1796 წელს გაჩნდა, რომელსაც XIX-XX საუკუნეებშიც იყენებდნენ. და, ბოლოს და ბოლოს, ბუნებრივი ყვავილის სრული ლიკვიდაცია მოხერხდა. ასე რომ, ეს ვირუსი დედამიწაზე აღარსად აღარ არის, მისი გამოყოფა აღარსაიდან აღარ შეიძლება“, — ამბობს მეცნიერი.
მისი თქმით, 1980 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პრემიაც კი გამოყო 50 ათასი დოლარის ოდენობით მისთვის, ვინც ყვავილს იპოვიდა, მაგრამ ეს თანხა ხელუხლებელი დარჩა,
„უკანასკნელმა საშინელმა პანდემიამ მსოფლიოს 1918-1919 წლებში გადაუარა — ეს გრიპის ვირუსი „ისპანკა“ იყო. ათობით მილიონი ადამიანი დაიღუპა. მაშინ ვაქცინები არ იყო და ვირუსის აღმძვრელიც  არ გამოყოფილა. ეს პანდემია ორი წელი ბობოქრობდა და თანდათან დაიხია უკან. რაც შეეხება COVID-19-ს, ვფიქრობ, ერთ-ორი წლის განმავლობაში ისიც გაქრება. მაგრამ ახლა გვაქვს შესაძლებლობა, გამოვიყენოთ ის ძალისხმევები, რომლებიც მანამდე მიუწვდომელი იყო კაცობრიობისთვის. ეს გენური ინჟინერიით შექმნილი ვაქცინებია, რომლებიც პირველად გამოვიდა ასე ფართო ბრუნვაში“, — ამბობს ვირუსოლოგი.
ალტშტეინის თქმით, ამ ვაქცინებზე 1980-იანი წლებიდან მუშაობდნენ, მაგრამ „პრატიკაში მათი დანერგვა ძნელი იყო, ვინაიდან სავაქცინო საქმე ძალიან კონსერვატიულია“. ერთის ნაცვლად სხვა ვაქცინის მიცემა ძალიან რთულია.
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
ამირან გამყრელიძე: თუ ყველა ავიცრებით, ვერც „ინდური შტამი“ მოგვერევა და ვერც სხვა
„და აი, გენურ ინჟინრებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა და მათ ძალიან ეფექტური ვაქცინები შექმნეს, რომლებიც ახლა ამ ეპიდემიასთან ბრძოლაში გვეხმარებიან. ექსპერიმენტული მიდგომები 80-90-იან წლებში იყო, რაღაც კეთდებოდა მცირე მასშტაბებით. გენური ინჟინერიით შექმნილი ვაქცინების გამოყენება პირველად აფრიკაში ებოლას ცხელების დროს გახდა შესაძლებელი. სწორედ ამ ვაქცინებმა აჩვენეს უფრო მეტი ეფექტურობა, —  აცხადებს ალტშტეინი. — და ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი პირველი იყო იმ ქვეყნებს შორის, სადაც ეს ვაქცინები მასშტაბურად გამოიყენეს“.

ახალი კატასტროფა?

ინდოეთიდან, საიდანაც გავრცელდა კიდეც COVID-19-ის ახალი აქტიური შტამი, სხვა ინფექციის „შავი ობის“ თაობაზე მოდის ინფორმაციები. არის თუ არა საშიშროება, რომ ეს დაავადება სხვა ქვეყნებშიც გავრცელდეს?
  • „შავი ობი“ — ეს არის სოკო, რომელიც ნაკლებად პათოგენურია და ადამიანები ძალიან იშვიათად ავადდებიან. მაგრამ როცა ადამიანი კორონავირუსითაა ინფიცირებული, მაშინ „შავი ობით“ დაავადება ნამდვილად ძალიან საშიშია, შეუძლია ადამიანი მოკლას“, — ამბობს მეცნიერი.
ამასთან ალტშტეინმა აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნებისთვის ეს დაავადება პრაქტიკულად არ არის საშიში, ვინაიდან მისი გავრცელების კერა ინდოეთია და ის ჯერ არ გასცდენია ქვეყნის ფარგლებს.
გარდა ამისა, ეს ის სოკოვანი დაავადება არ არის, რომელსაც მედიცინა ვერ გაუმკლავდება. ალტშტეინი ირწმუნება, რომ რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ ამცირებს „შავი ობით“ დაავადების ალბათობას და ფაქტობრივად შეუძლია ადამიანის გადარჩენა.
ყველა ახალი ამბავი
0