COVID-19-ზე უარესი? მსოფლიოს ყველაზე საშიში ვირუსი კიდევ ერთ ადგილზე დაფიქსირდა

© photo: Sputnik / Alexander Kryajev / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორიაში
ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
გამოწერა
ჯანმოს მიერ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სასიკვდილო ვირუსად შეფასებული ნიპაჰის ლეტალობის დონე 40-75%-ს შეადგენს, მისი ვაქცინა და წამალი კი არ არსებობს.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. ინდოეთის ვირუსოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერებმა მაჰარაშრტრის შტატში პირველად გამოავლინეს ვირუსი ნიპაჰი (NiV) ღამურებსა და მფრინავ მელიებში, იუწყება გამოცემა The Indian Express.

ჯანმოს შტაბბინა - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2021
ვირუსმა Nipah-მა შესაძლოა ახალი პანდემია გამოიწვიოს: ჯანმო გაფრთხილებას ავრცელებს

ველურ ბუნებაში ვირუსის მატარებლები არიან მფრინავი მელიები (მსოფლიოში უდიდესი ხელფრთიანების გვარი ხილიჭამიათა ქვერიგისა), რომლებიც ფართოდ არიან გავრცელებული სამხრეთ ჩინეთის, სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის, ახალი გვინეისა და ავსტრალიის ტერიტორიებზე. აღსანიშნავია, რომ თავად ცხოველები ვირუსის გამო არ ავადობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსი ნიპაჰი უმძიმეს დაავადებას იწვევს ადამიანში, რომლისთვისაც ტვინის ანთება (ენცეფალიტი) ან რესპირატორული დაავადებებია დამახასიათებელი. ადამიანებს ის იმ ხილის მეშვეობით გადაეცემა, რომელზეც ავადმყოფი ცხოველის ნერწყვი რჩება.

ვირუსი განსაკუთრებულად გადამდებია, მისი ვაქცინა და წამლები არ არსებობს, ადამიანებში ლეტალობის დონე კი 40-75%-ს შეადგენს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ნიპაჰს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ვირუსად აფასებს. პირველად ის ინდოეთის შტატ დასავლეთ ბენგალიაში დაფიქსირდა 2001 და 2007 წლებში, შემდეგ კი ასევე ორჯერ — 2018-2019 წლებში გამოვლინდა კერალის შტატში.

„მეცნიერების თქმით, განმეორებადი აფეთქებები, სიკვდილიანობის მაღალი დონე, ადამიანიდან ადამიანზე გადადების უნარი და ეფექტური წამლებისა თუ ვაქცინების არარსებობა ინდოეთში სერიოზულ შფოთვას იწვევს, ვინაიდან ღამურები ძალიან არიან გავრცელებული იმ რაიონებში, სადაც დიდი რაოდენობით ადამიანები ცხოვრობენ“, — ნათქვამია სტატიაში.
ინდოეთში ვირუსმა იფეთქა - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2018
ინდოეთში სასიკვდილო ვირუსმა იფეთქა

სწავლულებმა 2020 წლის მარტის შემდეგ 80 ღამურის ნიმუში გამოიკვლიეს, რომლებიც მაჰარაშტრის შტატის პოპულარული ქალაქის მაჰაბალეშვარის ერთ-ერთ გამოქვაბულში შეიპყრეს. ანალიზმა აჩვენა, რომ ღამურებს ორგანიზმში ნიპაჰის ვირუსის მიმართ ანტისხეულები ჰქონდათ.

მკვლევარების თქმით, ეს აღმოჩენა შემდგომ შესწავლას მოითხოვს, ვინაიდან ამჟამად არსებული კვლევა, რომელიც მცირე რაოდენობით ღამურაზე ჩატარდა, არანაირი დასკვნის გაკეთების საშუალებას არ იძლევა.

მანამდე, მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომ ვირუსმა ნიპაჰმა, რომელიც მკვლევარებმა მალაიზიაშიც აღმოაჩინეს, შეიძლება ახალი პანდემია გამოიწვიოს მსოფლიოში.

ყველა ახალი ამბავი
0