ინდოეთში სასიკვდილო ვირუსმა იფეთქა

© AFP 2024ინდოეთში ვირუსმა იფეთქა
ინდოეთში ვირუსმა იფეთქა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვერსიით, ვირუსი ნიპაჰი ყველაზე საშიში ინფექციური დაავადებაა, რომლის წინააღმდეგ ჯერჯერობით ვაქცინა არ არსებობს

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. ინდოეთის ხელისუფლებამ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ვირუსი ნიპაჰის  აფეთქების შესახებ განაცხადა, რომელმაც უკვე ათი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ათობით ადამიანი კი სამედიცინო დაწესებულებებში არიან მოთავსებული, იუწყება The Independent-ი.

ლონდონი - Sputnik საქართველო
ტემზის წყლის ყლუპმა ბრიტანელი მსახიობი კომაში ჩააგდო

პირველი ლეტალური შემთხვევა 18 მაისს დაფიქსირდა. შემდეგ სპეციალისტებმა 18 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 12-ს ვირუსი აღმოაჩნდა, 10 კი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ექთანია, რომელიც პოტენციურად დაავადებულ პაციენტებთან მუშაობდა.

საქართველოში „ზიკას“ ვირუსის გადამტანი კოღოები არსებობენ>>>
როგორც მედიაში იუწყებიან, ინდოეთის შტატ კერალაში პანიკა დაიწყო და ყველა საავადმყოფო ადგილობრივი მცხოვრებლებით  გაივსო, რომლებსაც დაავადების სიმპტომი აღმოაჩნდათ. ინდოეთის დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფი იქ უკვე გაემგზავრა, რომელთან ერთადაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები იმუშავებენ.
შტატის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სპეციალისტები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ინფექცია არ გავრცელდეს. მისი განმარტებით, ინდოეთისთვის ნიპაჰის ვირუსი ახალია და  შესაბამისად, მასთან ბრძოლის გამოცდილება არ აქვთ.
ინდოეთის ხელისუფლების განცხადებით, ერთ-ერთ ოჯახში, რომლის ყველა წევრი ინფექციის შედეგად დაიღუპა,  იპოვეს მანგო, რომელსაც ღამურას ნაკბენის კვალი ემჩნეოდა.  სწორედ ეს ხილიჭამია ძუძუმწოვრები არიან ვირუსის მატარებლები. ცხოველთა კონტროლის სააგენტომ კვლევის მიზნით მათი დაჭერა დაიწყო.
პირველად ვირუსი ნიპაჰი 1999 წელს სინგაპურსა და მალაიზიაში დაფიქსირდა

ყველა ახალი ამბავი
0