თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. ბრიტანელმა მსახიობმა დარიუს კემპბელმა სარეკლამო კამპანიის დროს მდინარე ტემზის წყალი დალია და კომაში ჩავარდა, იუწყება „Sputnik-ბელარუსი“ გამოცემა NME-ზე დაყრდნობით.
— NME (@NME) December 18, 2017
მსახიობი მონაწილეობდა გადაღებებში საქველმოქმედო ორგანიზაცია Fresh2o-თვის, რომელიც აფრიკაში წყლის ფილტრებს ავრეცელებს. ის უამბობდა მაყურებელს სპეციალური ფილტრიანი ბოთლების შესახებ. ეს ფილტრები წყალში ბაქტერიებისა და ვირუსების 99,9%-ს სპობს. გადაღებებისას კემპბელმა მდინარის წყლით ბოთლი გაავსო და მოსვა. მოგვიანებით დადგინდა, რომ ბოთლში ფილტრი არ ყოფილა.
„აფრიკაში წყლის ფილტრების გასავრცელებლად თანხების შეგროვების მიზნით, ტემზაში ჩამდინარე კანალიზაციის მილთან სადემონსტრაციო ვიდეო გავაკეთეთ“, — განაცხადა მსახიობმა.
შედეგად მსახიობს ტვინის შეშუპება დაემართა და ის კომაში ჩავარდა, რომელსაც ლეტალური დასასრული შეიძლება ჰქონოდა. როგორც მოგვიანებით დადგინდა, კემპბელს ისეთი ვირუსი შეეყარა, რომელმაც ბაქტერიული მენინგიტით დაავადება გამოიწვია.
მსახიობი სიკვდილისგან დროულმა ჰოსპიტალიზაციამ იხსნა.