ჟურნალმა Nature რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს ეფექტურობაზე სტატია გამოაქვეყნა

© AFP 2024 / VLADIMIR SIMICEKვაქცინა Sputnik V
ვაქცინა Sputnik V  - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
გამოწერა
მსოფლიოში პირველ დარეგისტრირებულ ანტიკორონავირუსულ ვაქცინას, რომელიც რუსეთში შეიქმნა, უკვე მსოფლიოს ათობით ქვეყანაში იყენებენ მოსახლეობის იმუნიზაციისთვის.
თბილისი, 7 ივლისი − Sputnik. რუსულ ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს მსოფლიოს თითქმის 70 ქვეყანაში იყენებენ, თუმცა მას აქამდე არ მიუღია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ავტორიზაცია გვერდითი ეფექტების შესახებ დავების გამო, წერს ჟურნალი Nature.
​როგორც სტატიის ავტორები აღნიშნავენ, „სპუტნიკ V“ პირველი დარეგისტრირებული პრეპარატია მსოფლიოში COVID-19-ის წინააღმდეგ, რომელმაც უკვე ათობით ქვეყანაში მიიღო ავტორიზაცია, თუმცა გლობალური გავრცელებისთვის ჯანმოს ნებართვაა საჭირო.
Sputnik V  - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
ვაქცინა მოზარდებისთვის: მოსკოვში „სპუტნიკ V“-ს გამოცდები დაიწყო
ამასთან ბევრმა უცხოელმა ეპიდემიოლოგმა რუსული ვაქცინა ზედმეტად დაჩქარებული რეგისტრაციის გამო გააკრიტიკა.
გარკვეული შიშები რუსული პრეპარატის მიმართ მას შემდეგ გაიფანტა, რაც ჟურნალ The Lancet-ში სტატია გამოქვეყნდა იმის შესახებ, რომ „სპუტნიკ V“-ს ეფექტურობა კორონავირუსით ინფიცირების აღსაკვეთად 91,6%-ს შეადგენს და ამასთან ასი პროცენტით ეხმარება ორგანიზმს, თავი დააღწიოს დაავადების რთულად მიმდინარეობას. მოგვიანებით, 2021 წლის აპრილში რუსეთის გამალეის სახელობის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ახალი მონაცემები, რომელთა თანახმად, ვაქცინის ეფექტურობა ორივე დოზის შეყვანის შემდეგ 97,6%-ს აღწევს.
Sputnik V - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2021
კირილ დმიტრიევი: EMA-ს „სპუტნიკ V“-ს მიმართ კრიტიკული შენიშვნები არ აქვს
მიუხედავად უცხოელი მეცნიერების კრიტიკისა, პრეპარატმა ავტორიზაცია გაიარა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: სამხრეთ კორეა, არგენტინა, უნგრეთი და ინდოეთი, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მისი ეფექტურობა 97,8 პროცენტით შეაფასეს. გარდა ამისა სტატიაში ნათქვამია, რომ „სპუტნიკ V“, AstraZeneca-სა და Johnson&Johnson-სგან განსხვავებით, შეიცავს არა ერთ, არამედ ორ ადენოვირუსს, რაც მის დაცვით უნარებს ზრდის. ამასთან, რუსული ვაქცინით იმუნიზაციის შემდეგ არცერთ ქვეყანაში არ გამოვლენილა თრომბოზის შემთხვევები.
სტატიის ავტორების თქმით, „სპუტნიკ V“-ს შემდგომი კვლევები რუსეთსა და უცხოეთის ქვეყნებში შესაძლებელს გახდის, შედგეს უფრო ზუსტი სურათი მისი ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0