https://sputnik-georgia.com/20210705/moskovSimozardebis-vaqcinis-gamocdebi-daiwyo-252214528.html
ვაქცინა მოზარდებისთვის: მოსკოვში „სპუტნიკ V“-ს გამოცდები დაიწყო
ვაქცინა მოზარდებისთვის: მოსკოვში „სპუტნიკ V“-ს გამოცდები დაიწყო
Sputnik საქართველო
კვლევაში მონაწილეობენ მოზარდები, რომლებიც მანამდე კორონავირუსით ინფიცირებული არ ყოფილან და არ აქვთ სამედიცინო უკუჩვენება. 05.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-05T13:51+0400
2021-07-05T13:51+0400
2021-08-28T13:18+0400
რუსეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251715566_0:219:2862:1829_1920x0_80_0_0_db403606537695a7df1b86a155de856f.jpg
თბილისი, 5 ივლისი − Sputnik. რუსეთის დედაქალაქმა, გამალეის ცენტრთან ერთად, 12-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის განკუთვნილი ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს კლინიკური კვლევა დაიწყო, განაცხადა მოსკოვის მერის მოადგილემ სოციალური განვითარების საკითხებში ანასტასია რაკოვამ.გამოცდების პირველი და მეორე ფაზა მოროზოვის სახელობის საბავშვო საავადმყოფოსა და ბაშლიაევის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ბაზაზე ტარდება.იმუნიზაცია იმავე პრეპარატ Sputnik V-თი ტარდება, რომელიც უკვე გამოიყენება 18 წელზე ზემოთ ასაკის ადამიანების ვაქცინირებისთვის, თუმცა მცირე დოზირებით. კვლევა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ამ პერიოდში ბავშვები გამუდმებით იქნებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ.„პირველი და მეორე კომპონენტის შესაყვანად მოზარდები სამი დღის განმავლობაში იქნებიან სტაციონარის იზოლირებულ ბოქსში, სადაც ვაქცინაციის წინ მათ კიდევ ერთხელ გასინჯავენ, შემდეგ კი მათ მდგომარეობას დააკვირდებიან. შემდგომ პერიოდში ისინი ვალდებული იქნებიან, კიდევ რამდენჯერმე მივიდნენ საავადმყოფოში ანალიზების ჩასაბარებლად“, − განმარტა რაკოვამ.გარდა ამისა, ბავშვებმა უნდა აწარმოონ თვითდაკვირვების დღიური სპეციალურ მობილურ დანართში, ხოლო ექიმები მათ მდგომარეობას ტელეფონის მეშვეობით გააკონტროლებენ.კვლევაში მონაწილეობენ ის მოზარდები, რომლებიც მანამდე კორონავირუსით არ ყოფილან ინფიცირებული, არ აქვთ უკუჩვენება პრეპარატზე და ასევე სხვა სამედიცინო შეზღუდვები. ვაქცინაცია არ შეიძლება, თუ ადამიანს აცრამდე ორი კვირით ადრე მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია აქვს გადატანილი, ან სხვა აცრა აქვს ჩატარებული 30 დღეზე ადრე.გამოცდების მესამე ფაზა ქალაქის ბავშვთა პოლიკლინიკებში ჩატარდება. მასში მონაწილეობას 250 ადამიანი მიიღებს, რომელთა შეკრება მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს დაიწყება. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე გადაწყდება – ჩართავენ თუ არა მოზარდებს COVID-19-ზე ვაქცინაციის პროგრამაში.რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირა „სპუტნიკ V“ − მსოფლიოში პირველი ვაქცინა კორონავირუსული ინფექციის პროფილაქტიკისთვის, რომელიც გამალეის სახელობის ცენტრში შეიქმნა კარგად შესწავლილ და გამოცდილ ადენოვირუსულ ვექტორებზე. პრეპარატის ეფექტურობა 97,6%-ს აღწევს, რაც 3,8 მლნ ადამიანის მონაცემების ანალიზმა დაადასტურა. ეს სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში მანამდე გამოქვეყნებულ მაჩვენებელზე (91,6%) მაღალია.
https://sputnik-georgia.com/20210626/koronavirusis-sawinaaRmdego-vaqcina-sputnik-laiti-samoqalaqo-brunvaSi-gamovida-252135709.html
https://sputnik-georgia.com/20210617/sputnik-v-s-Semqmnelebi-induri-Stamis-sawinaaRmdego-preparats-qmnian-252053539.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251715566_67:0:2796:2047_1920x0_80_0_0_7a355861039835d6f3ca1600f30f0a53.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ახალი ამბები
ვაქცინა მოზარდებისთვის: მოსკოვში „სპუტნიკ V“-ს გამოცდები დაიწყო
13:51 05.07.2021 (განახლებულია: 13:18 28.08.2021) კვლევაში მონაწილეობენ მოზარდები, რომლებიც მანამდე კორონავირუსით ინფიცირებული არ ყოფილან და არ აქვთ სამედიცინო უკუჩვენება.
თბილისი, 5 ივლისი − Sputnik. რუსეთის დედაქალაქმა, გამალეის ცენტრთან ერთად, 12-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის განკუთვნილი ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს კლინიკური კვლევა დაიწყო, განაცხადა მოსკოვის მერის მოადგილემ სოციალური განვითარების საკითხებში ანასტასია რაკოვამ.
გამოცდების პირველი და მეორე ფაზა მოროზოვის სახელობის საბავშვო საავადმყოფოსა და ბაშლიაევის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ბაზაზე ტარდება.
„ამისთვის ჩვენ უკვე შევკრიბეთ მონაწილეების დაგეგმილი რაოდენობა − 100 ადამიანი. დღეს პირველი მოხალისეების სამედიცინო გამოკვლევები დაიწყო, რომელშიც სავალდებულო წესითაა გათვალისწინებული PCR–ტესტი“, − აღნიშნა მერის მოადგილემ.
იმუნიზაცია იმავე პრეპარატ Sputnik V-თი ტარდება, რომელიც უკვე გამოიყენება 18 წელზე ზემოთ ასაკის ადამიანების ვაქცინირებისთვის, თუმცა მცირე დოზირებით. კვლევა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ამ პერიოდში ბავშვები გამუდმებით იქნებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ.
„პირველი და მეორე კომპონენტის შესაყვანად მოზარდები სამი დღის განმავლობაში იქნებიან სტაციონარის იზოლირებულ ბოქსში, სადაც ვაქცინაციის წინ მათ კიდევ ერთხელ გასინჯავენ, შემდეგ კი მათ მდგომარეობას დააკვირდებიან. შემდგომ პერიოდში ისინი ვალდებული იქნებიან, კიდევ რამდენჯერმე მივიდნენ საავადმყოფოში ანალიზების ჩასაბარებლად“, − განმარტა რაკოვამ.
გარდა ამისა, ბავშვებმა უნდა აწარმოონ თვითდაკვირვების დღიური სპეციალურ მობილურ დანართში, ხოლო ექიმები მათ მდგომარეობას ტელეფონის მეშვეობით გააკონტროლებენ.
კვლევაში მონაწილეობენ ის მოზარდები, რომლებიც მანამდე კორონავირუსით არ ყოფილან ინფიცირებული, არ აქვთ უკუჩვენება პრეპარატზე და ასევე სხვა სამედიცინო შეზღუდვები. ვაქცინაცია არ შეიძლება, თუ ადამიანს აცრამდე ორი კვირით ადრე მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია აქვს გადატანილი, ან სხვა აცრა აქვს ჩატარებული 30 დღეზე ადრე.
გამოცდების მესამე ფაზა ქალაქის ბავშვთა პოლიკლინიკებში ჩატარდება. მასში მონაწილეობას 250 ადამიანი მიიღებს, რომელთა შეკრება მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს დაიწყება. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე გადაწყდება – ჩართავენ თუ არა მოზარდებს COVID-19-ზე ვაქცინაციის პროგრამაში.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირა „სპუტნიკ V“ − მსოფლიოში პირველი ვაქცინა კორონავირუსული ინფექციის პროფილაქტიკისთვის, რომელიც გამალეის სახელობის ცენტრში შეიქმნა კარგად შესწავლილ და გამოცდილ ადენოვირუსულ ვექტორებზე. პრეპარატის ეფექტურობა 97,6%-ს აღწევს, რაც 3,8 მლნ ადამიანის მონაცემების ანალიზმა დაადასტურა. ეს სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში მანამდე გამოქვეყნებულ მაჩვენებელზე (91,6%) მაღალია.