https://sputnik-georgia.com/20211029/mwvane-ekonomika-politikosebis-krizisisa-da-umecrebis-simbolo-261592837.html
მწვანე ეკონომიკა — პოლიტიკოსების კრიზისისა და უმეცრების სიმბოლო
მწვანე ეკონომიკა — პოლიტიკოსების კრიზისისა და უმეცრების სიმბოლო
Sputnik საქართველო
დასავლეთი „ფოცხებზე სიარულში“ ვარჯიშობს: პარიზში კლიმატის კონფერენციიდან ექვსი წლის შემდეგ იგივე მონაწილეები გლაზგოში მიემგზავრებიან იმ თეზისების... 29.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-29T13:47+0400
2021-10-29T13:47+0400
2021-10-29T19:01+0400
რუსეთი
მოსაზრება
ანალიტიკა
ევროკავშირი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24599/06/245990616_0:90:1921:1170_1920x0_80_0_0_b89bfbcf9fbcbe7b1d17187fd55501c2.jpg
ელენა კარაევაგლაზგოში კლიმატის ცვლილების საკითხებზე გაეროს კონფერენციის გახსნის წინ გრეტა ტუნბერგის „გალვანიზაცია“ მოახდინეს მისი გამონათქვამით „როგორ გაბედეთ!" და მასობრივი პრესკამპანიაც წამოიწყეს ლოზუნგებით: „ქალაქებს ზღვა წაიღებს“ და „პლანეტა ჭვარტლის ფენით დაიფარება, თუ ბენზინის წვას განვაგრძობთ“.არც წიგნები დავიწყებიათ: აღმოჩნდა, რომ საგამომცემლო საქმე ასევე ვნებს ბუნებას: მერქანი ქრება, საღებავები ტოქსიკურია, გადაზიდვა კი ნიშნავს CO2-ის გამოფრქვევას.როგორ მოვიქცეთ?გაეროს ჩინოვნიკები, როგორც პლანეტის შენარჩუნების იდეის ინიციატორები, მაგრამ არა მსგავსი დასკვნების ბენეფიციარები, სოლიდარობისა და თანასწორობისკენ, ასევე ურთიერთდახმარებისკენ მოუწოდებენ.ვინ იქნება წინააღმდეგი?უმსხვილესი ტრანსნაციონალური კორპორაციები, რომლებიც იღებენ კიდეც სარგებელს შექმნილი ვითარებიდან, კმაყოფილები იფშვნეტენ ხელებს: ისინი, ერთი მხრივ, ენერგორესურსების დეფიციტზე თამაშობენ, ეძლევათ რა საკუთარ პროდუქციაზე ფასების თუნდაც ცამდე გაზრდის შესაძლებლობა, მეორე მხრივ — სწორედ ისინი (ყოველ შემთხვევაში, ევროკავშირში) არიან პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღსადგენი ფონდის ძირითადი რეციპიენტები. ფონდის ნახევარი (350 მილიარდ ევროზე მეტი) სწორედ იმ „მწვანე გადასვლას“ მოხმარდება.რომელსაც არსაით მივყავართ.იმის გამო, რომ განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლა (ქარის ძალა და მზის სითბო) მხოლოდ ქაღალდზე იყო მოწესრიგებული, ევროპელმა ბიუროკრატებმა ტექნიკურად დაივიწყეს ხევები: მაგალითად, რომ დედაბუნება გავლენას ახდენს იგივე ქარის სიძლიერესა და წელიწადში მზიანი დღეების რაოდენობაზე.მიმდინარე წელს ბუნებამ ევროპელებისთვის ერთიცა და მეორეც მინიმალურად გაიმეტა.შეერთებულმა შტატებმა, რომელიც პარტნიორებს გათხევადებული გაზის მიწოდებას დაჰპირდა, ტანკერები, ბაზრის კანონების შესაბამისად, აზიისკენ გადაამისამართა.გაერთიანებულ სამეფოში, რომლის ნაწილიცაა შოტლანდია (სადაც კლიმატის საკითხებზე კონფერენცია უნდა გაიმართოს) და სადაც გაზი ფუფუნებად იქცა, ხოლო გათბობისა და შუქის გადასახადები საოჯახო მეურნეობებისთვის დაახლოებით 800 გირვანქა სტერლინგით გაძვირდა წელიწადში, კვლავინდებურად დარწმუნებული არიან, რომ „საწვავის ეკოლოგიურ სახეობებზე გადასვლას ალტერნატივა არ აქვს“.ლა-მანშის მეორე ნაპირზე, ბრიუსელში ისევ ირწმუნებიან, რომ „მხოლოდ ქარისა და მზის ენერგია გვიხსნის რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულებისგან“.ამის პარალელურად კი რუსეთის ლიდერმა გუშინ დავალება მისცა „გაზპრომის“ ხელმძღვანელობას, დაიწყონ ევროპის გაზსაცავებში რუსული ცისფერი აირის დამატებითი ჩატვირთვები.„მწვანისა“ და „ცისფრის“ ჯახში, როგორც ჩანს, მაინც საღი აზრი იმარჯვებს (ამის იმედი აქვთ იმათ, ვისაც ევროპაში „გენერალი ზამთრის“ დადგომისას გაყინვა არ სურს) — იმათი საღი აზრი, ვისაც გააზრებული გადაწყვეტილების მიღება შეუძლია.ხოლო ლამაზი სიტყვებით, რამდენიც უნდა იმეორო ისინი, სახლებში ბატარეები არ თბება.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას
https://sputnik-georgia.com/20210920/evropa-rusets-sicivis-eqsportsi-adanasaulebs-259752328.html
https://sputnik-georgia.com/20210928/savi-boroteba-evropasi-rekordebs-xsnis-259967929.html
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24599/06/245990616_120:0:1799:1259_1920x0_80_0_0_3a9d04bd6c3982c8be768fd75d037cc2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, მოსაზრება, ანალიტიკა, ევროკავშირი
რუსეთი, მოსაზრება, ანალიტიკა, ევროკავშირი
მწვანე ეკონომიკა — პოლიტიკოსების კრიზისისა და უმეცრების სიმბოლო
13:47 29.10.2021 (განახლებულია: 19:01 29.10.2021) დასავლეთი „ფოცხებზე სიარულში“ ვარჯიშობს: პარიზში კლიმატის კონფერენციიდან ექვსი წლის შემდეგ იგივე მონაწილეები გლაზგოში მიემგზავრებიან იმ თეზისების გასამეორებლად, რომლებიც მათ უსარგებლობას ადასტურებს.
გლაზგოში კლიმატის ცვლილების საკითხებზე გაეროს კონფერენციის გახსნის წინ გრეტა ტუნბერგის „გალვანიზაცია“ მოახდინეს მისი გამონათქვამით „როგორ გაბედეთ!" და მასობრივი პრესკამპანიაც წამოიწყეს ლოზუნგებით: „ქალაქებს ზღვა წაიღებს“ და „პლანეტა ჭვარტლის ფენით დაიფარება, თუ ბენზინის წვას განვაგრძობთ“.
არც წიგნები დავიწყებიათ: აღმოჩნდა, რომ საგამომცემლო საქმე ასევე ვნებს ბუნებას: მერქანი ქრება, საღებავები ტოქსიკურია, გადაზიდვა კი ნიშნავს CO2-ის გამოფრქვევას.
20 სექტემბერი 2021, 22:09
გაეროს ჩინოვნიკები, როგორც პლანეტის შენარჩუნების იდეის ინიციატორები, მაგრამ არა მსგავსი დასკვნების ბენეფიციარები, სოლიდარობისა და თანასწორობისკენ, ასევე ურთიერთდახმარებისკენ მოუწოდებენ.
უმსხვილესი ტრანსნაციონალური კორპორაციები, რომლებიც იღებენ კიდეც სარგებელს შექმნილი ვითარებიდან, კმაყოფილები იფშვნეტენ ხელებს: ისინი, ერთი მხრივ, ენერგორესურსების დეფიციტზე თამაშობენ, ეძლევათ რა საკუთარ პროდუქციაზე ფასების თუნდაც ცამდე გაზრდის შესაძლებლობა, მეორე მხრივ — სწორედ ისინი (ყოველ შემთხვევაში, ევროკავშირში) არიან პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღსადგენი ფონდის ძირითადი რეციპიენტები. ფონდის ნახევარი (350 მილიარდ ევროზე მეტი) სწორედ იმ „მწვანე გადასვლას“ მოხმარდება.
რომელსაც არსაით მივყავართ.
იმის გამო, რომ განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლა (ქარის ძალა და მზის სითბო) მხოლოდ ქაღალდზე იყო მოწესრიგებული, ევროპელმა ბიუროკრატებმა ტექნიკურად დაივიწყეს ხევები: მაგალითად, რომ დედაბუნება გავლენას ახდენს იგივე ქარის სიძლიერესა და წელიწადში მზიანი დღეების რაოდენობაზე.
28 სექტემბერი 2021, 14:27
მიმდინარე წელს ბუნებამ ევროპელებისთვის ერთიცა და მეორეც მინიმალურად გაიმეტა.
შეერთებულმა შტატებმა, რომელიც პარტნიორებს გათხევადებული გაზის მიწოდებას დაჰპირდა, ტანკერები, ბაზრის კანონების შესაბამისად, აზიისკენ გადაამისამართა.
გაერთიანებულ სამეფოში, რომლის ნაწილიცაა შოტლანდია (სადაც კლიმატის საკითხებზე კონფერენცია უნდა გაიმართოს) და სადაც გაზი ფუფუნებად იქცა, ხოლო გათბობისა და შუქის გადასახადები საოჯახო მეურნეობებისთვის დაახლოებით 800 გირვანქა სტერლინგით გაძვირდა წელიწადში, კვლავინდებურად დარწმუნებული არიან, რომ „საწვავის ეკოლოგიურ სახეობებზე გადასვლას ალტერნატივა არ აქვს“.
ლა-მანშის მეორე ნაპირზე, ბრიუსელში ისევ ირწმუნებიან, რომ „მხოლოდ ქარისა და მზის ენერგია გვიხსნის რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულებისგან“.
ამის პარალელურად კი რუსეთის ლიდერმა გუშინ დავალება მისცა „გაზპრომის“ ხელმძღვანელობას, დაიწყონ ევროპის გაზსაცავებში რუსული ცისფერი აირის დამატებითი ჩატვირთვები.
„მწვანისა“ და „ცისფრის“ ჯახში, როგორც ჩანს, მაინც საღი აზრი იმარჯვებს (ამის იმედი აქვთ იმათ, ვისაც ევროპაში „გენერალი ზამთრის“ დადგომისას გაყინვა არ სურს) — იმათი საღი აზრი, ვისაც გააზრებული გადაწყვეტილების მიღება შეუძლია.
ხოლო ლამაზი სიტყვებით, რამდენიც უნდა იმეორო ისინი, სახლებში ბატარეები არ თბება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას