https://sputnik-georgia.com/20220126/baideni-ar-gamoricxavs-rom-piradad-putins-dauwesos-sanqciebi-263891427.html
ბაიდენი არ გამორიცხავს, რომ პირადად პუტინს დაუწესოს სანქციები
ბაიდენი არ გამორიცხავს, რომ პირადად პუტინს დაუწესოს სანქციები
Sputnik საქართველო
თბილისი, 26 იანვარი − Sputnik. თუ რუსი სამხედროები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრებიან, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პირადად ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ სანქციების... 26.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-26T12:22+0400
2022-01-26T12:22+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
რუსეთი
აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/10/252043440_0:0:3061:1722_1920x0_80_0_0_fb0305ace87c8ea1a79402a9e0dfab23.jpg
თბილისი, 26 იანვარი − Sputnik. თუ რუსი სამხედროები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრებიან, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პირადად ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს, იუწყება Reuters-ი.სააგენტოს ცნობით, ამერიკის ლიდერმა დადებითად უპასუხა ჟურნალისტების შესაბამის შეკითხვას და იქვე დაამატა, რომრუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვრის დარღვევას „უზარმაზარი შედეგები“ მოჰყვება მთელი მსოფლიოსთვის.ამასთან, როგორც ბაიდენმა აღნიშნა, როგორ იმოქმედებს მოსკოვი უკრაინის მიმართ, ეს მხოლოდ თავად რუსეთის პრეზიდენტმა იცის.გარდა ამისა, თეთრი სახლის მეთაურმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ უახლოეს მომავალში ევროპაში იმ 8500 სამხედროს ერთი ნაწილის გაგზავნას გეგმავს, რომლებიც გუშინ მოლოდინის რეჟიმზე გადაიყვანეს. თუმცა, მისი თქმით, ჯარები უკრაინაში არ გაიგზავნება.ამერიკელ სენატორთა ჯგუფმა 12 იანვარს შეიტანა კონგრესში ანტირუსული სანქციების კანონპროექტი უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რომელიც ვლადიმირ პუტინისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.ოდნავ მოგვიანებით, 19 იანვარს, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯიმ ბენქსმა განსახილველად წარადგინა კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც სახელად „პუტინისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების აქტი“ ეწოდა და რუსი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანების სანქცირებას მოიაზრებს. მათ შორის არიან: რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი, პრემიერი მიხაილ მუშისტინი, მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი, უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი და ა.შ.წყარო: Reuters
https://sputnik-georgia.com/20220120/axali-anturusli-sanqciebi-ruset-terorizmis-sponsor-saxelmwifod-gamoacxadebs-263766964.html
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/10/252043440_332:0:3061:2047_1920x0_80_0_0_7e1df5ffb9c04de832d67f38efd744a6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, რუსეთი, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, რუსეთი, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 26 იანვარი − Sputnik. თუ რუსი სამხედროები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრებიან, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პირადად ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს, იუწყება Reuters-ი.
სააგენტოს ცნობით, ამერიკის ლიდერმა დადებითად უპასუხა ჟურნალისტების შესაბამის შეკითხვას და იქვე დაამატა, რომ
რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვრის დარღვევას „უზარმაზარი შედეგები“ მოჰყვება მთელი მსოფლიოსთვის.
ამასთან, როგორც ბაიდენმა აღნიშნა, როგორ იმოქმედებს მოსკოვი უკრაინის მიმართ, ეს მხოლოდ თავად რუსეთის პრეზიდენტმა იცის.
„არ მგონია, რომ მისმა გარემოცვამაც კი დანამდვილებით იცოდეს, [რას გეგმავს პუტინი]“, − განაცხადა მან.
გარდა ამისა, თეთრი სახლის მეთაურმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ უახლოეს მომავალში ევროპაში იმ 8500 სამხედროს ერთი ნაწილის გაგზავნას გეგმავს, რომლებიც გუშინ მოლოდინის რეჟიმზე გადაიყვანეს. თუმცა, მისი თქმით, ჯარები უკრაინაში არ გაიგზავნება.
ამერიკელ სენატორთა ჯგუფმა 12 იანვარს შეიტანა კონგრესში ანტირუსული სანქციების კანონპროექტი უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რომელიც ვლადიმირ პუტინისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
ოდნავ მოგვიანებით, 19 იანვარს, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯიმ ბენქსმა განსახილველად წარადგინა კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც სახელად „პუტინისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების აქტი“ ეწოდა და რუსი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანების სანქცირებას მოიაზრებს. მათ შორის არიან: რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი, პრემიერი მიხაილ მუშისტინი, მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი, უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი და ა.შ.