მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ახალი ანტირუსული სანქციებით რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადება იგეგმება

© photo: Sputnik / Mikhail Metzel  / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ისა და რუსეთის პრეზუდენტების შეხვედრა ჟენევაში
აშშ-ისა და რუსეთის პრეზუდენტების შეხვედრა ჟენევაში  - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2022
გამოწერა
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. აშშ-ის ანტირუსული სანქციების ახალი პროექტი რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას ითვალისწინებს, იუწყება РИА Новости.
საინფორმაციო სააგენტო გაზეთ Washington Post-ში გამოქვეყნებულ პროექტის ტექსტს ეყრდნობა.

„აღნიშნული კანონპროექტის მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღისა, სახელმწიფო მდივანი რუსეთის ფედერაციას გამოაცხადებს ქვეყნად, რომლის მთავრობამაც არაერთხელ აღმოუჩინა მხარდაჭერა საერთაშორისო ტერორიზმს (უფრო ცნობილია როგორც „ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფო“) — ნათქვამია კანონპროექტში.

პროექტი განსახილველად 19 იანვარს წარმოადგინა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯიმ ბენქსმა. მას სახელად „პუტინისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების აქტი“ ეწოდა და შემდეგ პუნქტებს მოიაზრებს:
რუსეთის მიერ დონბასში მხარდაჭერილი ძალების ტერორისტებად გამოცხადებასა და რუსეთის ტერორიზმის სპონსორად ცნობას,
რუსეთის სახელმწიფო ვალთან დაკავშირებული ოპერაციების აკრძალვას,
„ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ საწინააღმდეგო ზომებს, მასთან დაკავშირებული ორგანიზაციებისა და აქციონერების ჩათვლით,
კიბერშეტევების თაობაზე მოლაპარაკებებზე ხარჯების შეწყვეტას მანამ, სანამ ამერიკულ უწყებებზე თავდასხმები არ დამთავრდება,
სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ დიალოგზე ხარჯების შეწყვეტას, სანამ ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში იქნება,
რუსი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანებისთვის სანქციების დაწესებას — რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დმიტრი პესკოვის, პრემიერ მიხაილ მუშისტინის, მოსკოვის მერ სერგეი სობიანინის, უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორ ალექსანდრ ბორტნიკოვისა და სხვა თანამდებობის პირებისთვის,
რუსი ბიზნესმენებისთვის — რომან აბრამოვიჩის, ალიშერ უსმანოვის, ოლეგ დერიპასკას, ალექსეი მილერისა და სხვათათვის სანქციების დაწესებას,
სანქციებს ჟურნალისტების — მარგარიტა სიმონიანის, ვლადიმირ სოლოვიოვისა და კონსტანტინ ერნსტის წინააღმდეგ.
წყარო: РИА Новости
ყველა ახალი ამბავი
0