https://sputnik-georgia.com/20220124/nyt-amerikam-evropas-i-sesazloa-atasobitsamxedro-gadaisrolo-263830981.html
NYT: შეერთებულმა შტატებმა ევროპაში შესაძლოა ათასობით სამხედრო გადაისროლოს
NYT: შეერთებულმა შტატებმა ევროპაში შესაძლოა ათასობით სამხედრო გადაისროლოს
Sputnik საქართველო
პენტაგონის მაღალჩინოსნებმა პრეზიდენტს მოქმედების რამდენიმე ვარიანტი წარუდგინეს. მათ შორისაა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ათასიდან 5 ათასამდე ამერიკელი სამხედროს გაგზავნა − მათი რაოდენობის „ათმაგად გაზრდის“ პირობით.
2022-01-24T11:14+0400
2022-01-24T11:14+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
რუსეთი
უკრაინა
აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/15/252637847_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_743f0fbefe71b70c13e399cbf0c43ae9.jpg
თბილისი, 24 იანვარი − Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის არგვლივ არსებული დაძაბულობის გამო განიხილავს შესაძლებლობას, განათავსოს ათასობით ამერიკელი სამხედრო, ხომალდი და ავიაცია ბალტიისპირეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში, იუწყება გაზეთი New York Times ამერიკის ადმინისტრაციაში არსებულ ანონიმ წყაროზე დაყრდნობით.გამოცემის ინფორმაციით, შაბათს პენტაგონის მაღალჩინოსნებმა პრეზიდენტს მოქმედების რამდენიმე ვარიანტი წარუდგინეს. მათ შორისაა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ათასიდან 5 ათასამდე ამერიკელი სამხედროს გაგზავნა − ვითარების გაუარესების შემთხვევაში მათი რაოდენობის „ათმაგად გაზრდის“ პირობით.გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი შესაძლოა იყოს ჰაერსაწინააღმდეგო ძალების, არტილერიის, საინჟინრო ჯარებისა და ზურგის უზრუნველყოფის მებრძოლებზე.NYT-ის ანონიმი წყაროების ცნობით, ბაიდენმა შესაბამისი გადაწყვეტილება შესაძლოა უკვე მიმდინარე კვირაში მიიღოს.მათი თქმით, პრეზიდენტის თანხმობის შემთხვევაში სამხედროების ნაწილს აშშ-დან, ნაწილს კი ევროპის სხვა ნაწილებიდან გადაისვრიან.არსებული ცნობით, ბაიდენისთვის წარდგენილი ვარიანტებიდან ჯერჯერობით არცერთი არ მოიაზრებს ჯარების უშუალოდ უკრაინაში გაგზავნას.მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კიევში აშშ-ის საელჩოს არაძირითად პერსონალსა და მათ ოჯახებს ქვეყნის დატოვების უფლება მისცა - რუსეთის მხრიდან უკრაინაში სამხედრო ქმედებების ნებისმიერ მომენტში დაწყების საფრთხის გამო. დასავლელი პოლიტიკოსები ბოლო თვეებში გამუდმებით აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვარზე ასი ათასზე მეტ სამხედროს მოუყარა თავი. როგორც კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, შეიარაღებული ძალები სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოძრაობენ, რაც არავის ემუქრება და არც არავის არ უნდა აღელვებდეს. მოსკოვის თქმით, განცხადებები „რუსული აგრესიის“ შესახებ მოსაზღვრე რეგიონებში ნატოს კონტინგენტის გაზრდის საბაბად გამოიყენება. წყარო: New York Times
https://sputnik-georgia.com/20220124/amerikel-diplomatebs-ukrainidan-wasvlis-uflebamisces-263829570.html
უკრაინა
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/15/252637847_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_a92d28a6157917fb6b7bddc71b907f86.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ ამერიკა ევროპა რუსეთი უკრაინა პოლიტიკა საშიშროება საფრთხე დაძაბულობა
აშშ ამერიკა ევროპა რუსეთი უკრაინა პოლიტიკა საშიშროება საფრთხე დაძაბულობა
თბილისი, 24 იანვარი − Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის არგვლივ არსებული დაძაბულობის გამო განიხილავს შესაძლებლობას, განათავსოს ათასობით ამერიკელი სამხედრო, ხომალდი და ავიაცია ბალტიისპირეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში, იუწყება გაზეთი New York Times ამერიკის ადმინისტრაციაში არსებულ ანონიმ წყაროზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, შაბათს პენტაგონის მაღალჩინოსნებმა პრეზიდენტს მოქმედების რამდენიმე ვარიანტი წარუდგინეს. მათ შორისაა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ათასიდან 5 ათასამდე ამერიკელი სამხედროს გაგზავნა − ვითარების გაუარესების შემთხვევაში მათი რაოდენობის „ათმაგად გაზრდის“ პირობით.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი შესაძლოა იყოს ჰაერსაწინააღმდეგო ძალების, არტილერიის, საინჟინრო ჯარებისა და ზურგის უზრუნველყოფის მებრძოლებზე.
NYT-ის ანონიმი წყაროების ცნობით, ბაიდენმა შესაბამისი გადაწყვეტილება შესაძლოა უკვე მიმდინარე კვირაში მიიღოს.
მათი თქმით, პრეზიდენტის თანხმობის შემთხვევაში სამხედროების ნაწილს აშშ-დან, ნაწილს კი ევროპის სხვა ნაწილებიდან გადაისვრიან.
არსებული ცნობით, ბაიდენისთვის წარდგენილი ვარიანტებიდან ჯერჯერობით არცერთი არ მოიაზრებს ჯარების უშუალოდ უკრაინაში გაგზავნას.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კიევში აშშ-ის საელჩოს არაძირითად პერსონალსა და მათ ოჯახებს ქვეყნის დატოვების უფლება მისცა - რუსეთის მხრიდან უკრაინაში სამხედრო ქმედებების ნებისმიერ მომენტში დაწყების საფრთხის გამო.
დასავლელი პოლიტიკოსები ბოლო თვეებში გამუდმებით აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვარზე ასი ათასზე მეტ სამხედროს მოუყარა თავი. როგორც კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, შეიარაღებული ძალები სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოძრაობენ, რაც არავის ემუქრება და არც არავის არ უნდა აღელვებდეს. მოსკოვის თქმით, განცხადებები „რუსული აგრესიის“ შესახებ მოსაზღვრე რეგიონებში ნატოს კონტინგენტის გაზრდის საბაბად გამოიყენება.