https://sputnik-georgia.com/20220125/kaliningrad-xanjali-natos-neknebsi-263869164.html
კალინინგრადი − ხანჯალი ნატოს ბეჭში: როგორ უნდა „განეიტრალდეს“ იგი?
კალინინგრადი − ხანჯალი ნატოს ბეჭში: როგორ უნდა „განეიტრალდეს“ იგი?
Sputnik საქართველო
აშშ-სა და ნატოს აგრესიული გეგმები აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის თავდაცვისუნარიანობის მიუდგომელ კედელს ემსხვრევა. ვაშინგტონი და ბრიუსელი თანამედროვე რეალობიდან... 25.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-25T13:55+0400
2022-01-25T13:55+0400
2022-01-25T13:55+0400
პოლიტიკა
რუსეთი
მოსაზრება
ანალიტიკა
მიმოხილვები
ნატო
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/0e/248967967_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_4753981595f3029899b27e3c32f8360a.jpg
აშშ-სა და ნატოს აგრესიული გეგმები აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის თავდაცვისუნარიანობის მიუდგომელ კედელს ემსხვრევა. ვაშინგტონი და ბრიუსელი თანამედროვე რეალობიდან ამოვარდნენ. დასავლეთის პოლიტიკას რუსეთის მიმართ „პარტნიორები“ გეოლოპოტიკური თვითმკვლელობისკენ მიჰყავს.მოსკოვის მიერ შეთავაზებული კონსტრუქციული გეგმის ნაცვლად, რომელიც გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას გულისხმობს მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრონციპებზე, ამერიკელები და მათი ევროპელი პარტნიორები რეალობისგან მოწყვეტილ ვარიანტებს ამუშავებენ რუსეთის ფართო ფრონტზე (ბალტიიდან შავ ზღვამდე) დასათრგუნად. თითქოს რუსეთის ჰიპოთეტური დამარცხება ომში, შეერთებული შტატებისა და ნატოს სხვა ქვეყნების ავტომატურ განადგურებას არ ნიშნავდეს.შეგახსენებთ გარდაუვლობის პარამეტრებს − ბირთვული შეკავების სახელმწიფო პოლიტიკის (სტრატეგიის) მე-17 პუნქტს: „რუსეთის ფედერაცია იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი მის და (ან) მოკავშირეების წინააღმდეგ ბირთვული და სხვა სახის მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების საპასუხოდ, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით, როდესაც სახელმწიფოს არსებობას საფრთხე ემუქრება. ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტი იღებს“.სრულიად „არადემოკრატიულია“, მაგრამ ოპერატიული და ეფექტური.თითქოს რუსეთთან ნებისმიერ ომში გარანტირებული დამარცხების პირობებში დასავლელმა სტრატეგებმა და პოლიტიკოსებმა მშვიდობიანად უნდა დაიხიონ უკან − 1997 წლამდე ნატოს უსაფრთხო არეალამდე, და მშვიდობიანი გადაწყვეტილებების ძიება დაიწყონ. მაგრამ რაღაც არ აძლევთ ადეკვატურად რეაგირების საშუალებას.2021 წლის აგვისტოში ავღანელი თალიბანისგან პანღურის შემდეგ, შეერთებული შტატები ახლა აღმოსავლეთ ევროპაში ცდილობს „ანგარიშის გათანაბრებას“, ახდენს რა სატელიტებისა და ლიმიტროფების ძალებისა და სახსრების მობილიზებას რუსეთთან − მაღალტექნოლოგიურ, ბირთვულ ზესახელმწიფოსთან ომისთვის.ამერიკელი ანალიტიკოსები ლიეტუვისა და პოლონეთის ჯარების მიერ კალინინგრადის „ნეიტრალიზაციის“ გეგმებს ამუშავებენ. ვარშავა და ვილნიუსი მზად არ არიან,გმირულად იბრძოლონ და მოკვდნენ ვაშინგტონის ინტერესებისთვის.მათ სამხედრო განცხადებებითადა ამერიკული წარმოების მსუბუქი იარაღით დახმარება ურჩევნიათ „უკრაინულფრონტზე“ − მოსკოვთან და მინსკთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების გარეშე. თავის მხრივ, კიევის სუსტი რეჟიმი იმედოვნებს, რომ ამერიკელებსა და დასავლეთ ევროპელებს რუსეთთან ომში ჩაითრევს. ასეთი კლოუნადა საშიშია და შეიძლება ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში მილიონობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს.უპრეცედენტო შესაძლებლობები19-21 იანვარს ნატოს უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი რუსეთის კალინინგრადის მომიჯნავე ლიეტუვაში მშაობდა. უფროსმა პარტნიორებმა შეაფასეს ეროვნული თავდაცვის სისტემის პროგრესი და ხაზი გაუსვეს ლიეტუვის სამხედრო ხარჯების „მშპ-ს 2%-ზე მეტ დონემდე“ გაზრდის მნიშვნელობას.თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა შეაჯამა: „ლიეტუვამ მნიშვნელოვნად გააძლიერა თავისი შეიარაღებული ძალები... ჩვენი სამხედროები აკმაყოფილებს ნატოს მაღალ მოთხოვნებს. თანამედროვე იარაღის შეძენამ მათ უპრეცედენტო შესაძლებლობები მისცა“.სინამდვილეში, ლიეტუვა უბრალოდ განაგრძობსსაწვრთნელი პოლიგონების გაფართოებასადა განვითარებას, რათა საუკეთესო პირობები უზრუნველყოს მოკავშირე (უცხოური) ჯარებისთვის. შეიარაღებული ძალების „უპრეცედენტო შესაძლებლობები“, როცა ერთი ტანკი, სარაკეტო ხომალდი თუშემტევი თვითმფრინავი არ გყავს, აშკარა გაზვიადებაა. სამხედრო ძალების მსოფლიო რეიტინგში ლიეტუვა 140-დან 85-ე ადგილს იკავებს.ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ეროვნულ შეიარაღებულ ძალებს (16 000 ჯარისკაცი) სერიოზული საბრძოლო მისიების დამოუკიდებლად გადაჭრა არ ძალუძს. ლიეტუვას ტექნოლოგიურად არ შეუძლია ასეთი ძალებით შეტევა კალინინგრადის რეგიონზე, თუნდაც პოლონეთის არმიის მხარდაჭერით. რუსეთი ნებისმიერ მცდელობას პირველივე საათებში ჩაახშობს, აგრესორი ქვეყნის სამხედრო ინფრასტრუქტურა მეთპდურად განადგურდება ჰაერიდან. ვერავინ დაეხმარება.ბრიტანული და ფრანგული შენაერთები ესტონეთში მარშის მანძილზე არიან სანკტ-პეტერბურგიდან, მაგრამ შეიარაღებული კონფლიქტის ვითარებაში უცხოური ჯარების მოწინავე ნაწილები პირველები გაიფანტებიან (ბალტიის დუნკერკი).კალინინგრადი ნატოს ბეჭში ჩაცემულ დანას ჰგავს. იქ ღრმად ეშელონირებული, მკვრივი საჰაერო თავდაცვის სისტემაა შექმნილი, განლაგებულია ბალტიის ფლოტი (სარაკეტო ხომალდები და წყალქვეშა ნავები, საზღვაო ავიაცია და სატანკო პოლკი), ძლიერი სარაკეტო ბრიგადები, დამრტყმელი საავიაციო პოლკები და არმიის კორპუსი. შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს არ ძალუძთ, შეცვალონ ძალთა ბალანსი ბალტიის რეგიონში Patriot-ების, ტანკ M1 Abrams-ებისა და უჩინარი F-35-ების სავარაუდო განლაგებით (ამ იარაღის მაღალი ეფექტურობა არასდროს დადასტურებულა საბრძოლო პირობებში). ბერლინს, სტოკჰოლმსადა ჰელსინკის ეს კარგად ესმით: გერმანელები არ ჩქარობენ რუსეთთან ომს და არ არიან მზად, იარაღი მიაწოდონ უკრაინას, შვედები და ფინელები კი ნატოში გაწევრიანებას არ აპირებენ (თუმცა ამერიკელები დაჟინებით იწვევენ მათ ამ ხაფანგში).სიტყვიერად მებრძოლი ვარშავა ყოყმანობს, რადგან „რუსეთის მთელი სანაპირო საიმედოდ არის დაცული სარაკეტო ბრიგადების მიერ“, ხოლო რუსული შემტევი ხომალდები და თვითმფრინავები ოპერატიულად (ზუსტად) გაანადგურებენ ნებისმიერ მტერს ევროპაში.ბალტიის რეგიონში ნატოს მხოლოდ სამხედრო აქტივობის იმიტაცია შეუძლია სერიოზული შედეგების გარეშე (წვრთნები, პატრულირება, მორიგე შამანური რიტუალები), მაგრამ ეს „ხმლებით ცეკვაც“ ტაბუდადებული ხდება. მიუხედავად „რუსეთის შეჭრის“ შესახებ ხელოვნური პანიკისა, პენტაგონს ჯერაც არ მიუღია „კონკრეტული მოთხოვნა“ მოკავშირეებისგან ევროპაში აშშ-ის სამხედრო ყოფნის გაზრდის შესახებ.რუსეთი „პარტნიორებს“ მშვიდობას აიძულებსრუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 21 იანვარს განაცხადა, რომ ნატოს საგარეო სამხედრო კონტინგენტებმა ბულგარეთი და რუმინეთი უნდა დატოვონ. ეს მკაფიო სიგნალი (უსაფრთხოების ალგორითმი) სრულად ვრცელდება ბალტიისპირეთის ქვეყნებზე და 1996 წლის შემდეგ ალიანსში მიღებულ დანარჩენ ცხრა სახელმწიფოზეც(უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ალბანეთი, ხორვატია, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია).შევნიშნავთ, რომ რუსეთს არ აქვს პრეტენზია პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების ტერიტორიასა და სუვერენიტეტზე და ზრუნავს მხოლოდ ყველასთვის თანაბარი, განუყოფელი (მათ შორის შეერთებული შტატების) უსაფრთხოებაზე. და როდესაც Der Spiegel ავრცელებს ინფორმაციას ნატოს ფართო ფრონტზე რუსეთის სავარაუდო დარტყმების შესახებ, უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი რეაქცია შეიძლება იყოს მხოლოდ შეერთებული შტატებისა და ალიანსის პირდაპირი ან ჰიბრიდული აგრესიის პასუხი.რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ტექნოლოგიური პოტენციალი და საბრძოლო მზადყოფნის ხარისხი შესაძლებელს ხდის დარტყმას როგორც ფრონტზე, ასევე დიდ სიღრმეზე. მაგალითად, რუსეთის საზღვაო ძალები და კოსმოსური ძალები პრაქტიკული სარაკეტო გაშვებისა და დაბომბვისთვის ემზადებიან დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მახლობლად − მანევრები თებერვლის დასაწყისში ჩატარდება კორკის საგრაფოს სანაპიროდან სამხრეთ-დასავლეთით 240 კილომეტრში.ამ ფონზე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ თავისი ბრიტანელი კოლეგა ბენ უოლესი მოსკოვში მიიწვია უსაფრთხოების აქტუალური საკითხების განსახილველად.რუსეთმა იანვარ-თებერვალში ფართომასშტაბიანი წვრთნები გამოაცხადა მსოფლიო ოკეანეში, მისი ყველა ფლოტის, ფლოტილიების − 140-ზე მეტი საბრძოლო ხომალდისა და წყალქვეშა ნავის მონაწილეობით. არავინ იცის, რამდენი შესაძლებლობა აქვს რუსეთს „პარტნიორების“ დიპლომატიური დარწმუნებისა თუ სამხედრო იძულებისთვის, მაგრამ კრემლი სიტყვებს ჰაერზე არ ისვრის.სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტი რუსეთის პირობებზე − ეს გაცნობიერებული აუცილებლობა და ტექნოლოგიური შესაძლებლობაა დასახული მიზნის ამა თუ იმ გზით მიღწევისთვის, მიუხედავად შეერთებული შტატებისა და ნატოს წინააღმდეგობისა.რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკური მრავალმხრივი მოძრაობა უფრო ეფექტური ხდება მოკავშირეების დახმარებით. ასე მაგალითად, ერთობლივი წვრთნების, Allied Resolve-2022-ის წინ ბელორუსი თავის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარებისადა იარაღის მნიშვნელოვან რაოდენობას ანთავსებს − გასული კვირის განმავლობაში იქ 33 ეშელონი ჩავიდა.მინსკი „მეორე ხანჯალი“ ხდება ნატოს გულში − ბელარუსში საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-400 „ტრიუმფი“, საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა „პანცირ-С“, ოპერატიულ-ტექნიკური სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერ-M“ ჩადის, მიფრინავს 12 მძიმე Су-35С.წვრთნების ლეგენდა − გარე აგრესიის ერთობლივი არეკლვა. ჯარების პრაქტიკული მოქმედებები 10-20 თებერვალს მოიცავს დომანოვსკის, ობუზ-ლესნოვსკის, გოჟსკის, ბრესტის, ოსიპოვიჩის პოლიგონებსა და ბარანოვიჩის, მაჩულიშის, ლუნინეცის, ლიდას აეროდრომებს. და ეს მონოლითური საკავშირო სახელმწიფოს ოპერაციების სრული სამხედრო უპირატესობის გულწრფელი დემონსტრირებაა ევროპულ თეატრში ნატოს დაშლილ და ჭრელი „გუნდის“ მიმართ.აშშ-ის მატერიკული ტერიტორიების მახლობლად მდებარე მოკავშირე სახელმწიფოებთან ურთიერთქმედების ოპციები ცალკე საკითხია, მაგრამ ვენესუელაში რუსული სამხედრო ბაზებისადა კუბაზე რუსეთის საზღვაო ძალების ბირთვული წყალქვეშა ნავების ბაზირების შესახებ ინფორმაციის გაჟონვა შემთხვევითი არ არის.გლობალური ტურბულენტობის პირობებში, ამერიკელები ცდილობენ,გააჭიანურონ ვენის უსაფრთხოების მოლაპარაკებები და შეცვალონ მათი შინაარსი. გამოცემა Atlantico სამწუხარო პროგნოზს აკეთებს:„დასავლეთი, აშშ-ს ხელმძღვანელობით... გამოუსწორებლად მიემართება გეოპოლიტიკური თვითმკვლელობისკენ. მისი ისტორიული და გეოგრაფიული რეალობის უარყოფა და სხვა აქტორების ინტერესების ზიზღი მხოლოდ თავისივე წინააღმდეგ შეუბრუნდებათ“. რაიმეს დამატება ძნელია.რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვენაში გამართულ მოლაპარაკებებზე კონსტანტინე გავრილოვმა 23 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთი უსასრულოდ ვერდაელოდება პასუხებს შეერთებული შტატებისა და ნატოს მხრიდან უსაფრთხოების წინადადებებზე, ხოლო თუ დასავლეთი მოსკოვის მოთხოვნებს უგულებელყოფს, მაშინ რუსეთი თავისუსაფრთხოებასევროპაში სხვა საშუალებებით უგულებელყოფს, რომლის შედეგებსაც „ამერიკელებიცადა ევროპელებიც საკუთარ ტყავზე იგრძნობენ“.მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ მოსკოვი უსაფრთხოების გარანტიებზე დასავლეთის პასუხით იმედგაცრუებული დარჩება, მას სერიოზული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს. და ეს გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამი არ არის.რედაქცია პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე
https://sputnik-georgia.com/20220120/amerika-rusettan-bolo-ukrainelamde-brzolas-gegmavs-263758192.html
https://sputnik-georgia.com/20220117/genocididan-jojoxetur-sanqciebamde-263677544.html
https://sputnik-georgia.com/20220113/ruseti-natos-sabwo-263601517.html
https://sputnik-georgia.com/20220113/dasavletma-rusetsusafrtxoebis-garantiebze-uari-utxra-263585655.html
https://sputnik-georgia.com/20220111/amerikam-sabwota-kavsiris-arirzineba-senisnes-263528636.html
https://sputnik-georgia.com/20220110/nato-rusuli-geopolitikuri-eqspansiis-winaarmdeg-ertiandeba-263494766.html
https://sputnik-georgia.com/20211226/rusuli-birtvuli-submarinebi-263162552.html
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/0e/248967967_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_48fea341d894e727a66b439458eb28b3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
პოლიტიკა, რუსეთი, მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები, ნატო , აშშ
პოლიტიკა, რუსეთი, მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები, ნატო , აშშ
აშშ-სა და ნატოს აგრესიული გეგმები აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის თავდაცვისუნარიანობის მიუდგომელ კედელს ემსხვრევა. ვაშინგტონი და ბრიუსელი თანამედროვე რეალობიდან ამოვარდნენ. დასავლეთის პოლიტიკას რუსეთის მიმართ „პარტნიორები“ გეოლოპოტიკური თვითმკვლელობისკენ მიჰყავს.
მოსკოვის მიერ შეთავაზებული კონსტრუქციული გეგმის ნაცვლად, რომელიც გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას გულისხმობს მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრონციპებზე, ამერიკელები და მათი ევროპელი პარტნიორები რეალობისგან მოწყვეტილ ვარიანტებს ამუშავებენ რუსეთის ფართო ფრონტზე (ბალტიიდან შავ ზღვამდე) დასათრგუნად. თითქოს რუსეთის ჰიპოთეტური დამარცხება ომში, შეერთებული შტატებისა და ნატოს სხვა ქვეყნების ავტომატურ განადგურებას არ ნიშნავდეს.
შეგახსენებთ გარდაუვლობის პარამეტრებს − ბირთვული შეკავების სახელმწიფო პოლიტიკის (სტრატეგიის) მე-17 პუნქტს: „რუსეთის ფედერაცია იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი მის და (ან) მოკავშირეების წინააღმდეგ ბირთვული და სხვა სახის მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების საპასუხოდ, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით, როდესაც სახელმწიფოს არსებობას საფრთხე ემუქრება. ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტი იღებს“.
სრულიად „არადემოკრატიულია“, მაგრამ ოპერატიული და ეფექტური.
თითქოს რუსეთთან ნებისმიერ ომში გარანტირებული დამარცხების პირობებში დასავლელმა სტრატეგებმა და პოლიტიკოსებმა მშვიდობიანად უნდა დაიხიონ უკან − 1997 წლამდე ნატოს უსაფრთხო არეალამდე, და მშვიდობიანი გადაწყვეტილებების ძიება დაიწყონ. მაგრამ რაღაც არ აძლევთ ადეკვატურად რეაგირების საშუალებას.
2021 წლის აგვისტოში ავღანელი თალიბანისგან პანღურის შემდეგ, შეერთებული შტატები ახლა აღმოსავლეთ ევროპაში ცდილობს „ანგარიშის გათანაბრებას“, ახდენს რა სატელიტებისა და ლიმიტროფების ძალებისა და სახსრების მობილიზებას რუსეთთან − მაღალტექნოლოგიურ, ბირთვულ ზესახელმწიფოსთან ომისთვის.
ამერიკელი ანალიტიკოსები ლიეტუვისა და პოლონეთის ჯარების მიერ კალინინგრადის „ნეიტრალიზაციის“ გეგმებს ამუშავებენ. ვარშავა და ვილნიუსი მზად არ არიან,გმირულად იბრძოლონ და მოკვდნენ ვაშინგტონის ინტერესებისთვის.
მათ სამხედრო განცხადებებითადა ამერიკული წარმოების მსუბუქი იარაღით დახმარება ურჩევნიათ „უკრაინულფრონტზე“ − მოსკოვთან და მინსკთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების გარეშე. თავის მხრივ, კიევის სუსტი რეჟიმი იმედოვნებს, რომ ამერიკელებსა და დასავლეთ ევროპელებს რუსეთთან ომში ჩაითრევს. ასეთი კლოუნადა საშიშია და შეიძლება ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში მილიონობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს.
უპრეცედენტო შესაძლებლობები
19-21 იანვარს ნატოს უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი რუსეთის კალინინგრადის მომიჯნავე ლიეტუვაში მშაობდა. უფროსმა პარტნიორებმა შეაფასეს ეროვნული თავდაცვის სისტემის პროგრესი და ხაზი გაუსვეს ლიეტუვის სამხედრო ხარჯების „მშპ-ს 2%-ზე მეტ დონემდე“ გაზრდის მნიშვნელობას.
თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა შეაჯამა: „ლიეტუვამ მნიშვნელოვნად გააძლიერა თავისი შეიარაღებული ძალები... ჩვენი სამხედროები აკმაყოფილებს ნატოს მაღალ მოთხოვნებს. თანამედროვე იარაღის შეძენამ მათ უპრეცედენტო შესაძლებლობები მისცა“.
სინამდვილეში, ლიეტუვა უბრალოდ განაგრძობსსაწვრთნელი პოლიგონების გაფართოებასადა განვითარებას, რათა საუკეთესო პირობები უზრუნველყოს მოკავშირე (უცხოური) ჯარებისთვის. შეიარაღებული ძალების „უპრეცედენტო შესაძლებლობები“, როცა ერთი ტანკი, სარაკეტო ხომალდი თუშემტევი თვითმფრინავი არ გყავს, აშკარა გაზვიადებაა. სამხედრო ძალების მსოფლიო რეიტინგში ლიეტუვა 140-დან 85-ე ადგილს იკავებს.
ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ეროვნულ შეიარაღებულ ძალებს (16 000 ჯარისკაცი) სერიოზული საბრძოლო მისიების დამოუკიდებლად გადაჭრა არ ძალუძს. ლიეტუვას ტექნოლოგიურად არ შეუძლია ასეთი ძალებით შეტევა კალინინგრადის რეგიონზე, თუნდაც პოლონეთის არმიის მხარდაჭერით. რუსეთი ნებისმიერ მცდელობას პირველივე საათებში ჩაახშობს, აგრესორი ქვეყნის სამხედრო ინფრასტრუქტურა მეთპდურად განადგურდება ჰაერიდან. ვერავინ დაეხმარება.
ბრიტანული და ფრანგული შენაერთები ესტონეთში მარშის მანძილზე არიან სანკტ-პეტერბურგიდან, მაგრამ შეიარაღებული კონფლიქტის ვითარებაში უცხოური ჯარების მოწინავე ნაწილები პირველები გაიფანტებიან (ბალტიის დუნკერკი).
კალინინგრადი ნატოს ბეჭში ჩაცემულ დანას ჰგავს. იქ ღრმად ეშელონირებული, მკვრივი საჰაერო თავდაცვის სისტემაა შექმნილი, განლაგებულია ბალტიის ფლოტი (სარაკეტო ხომალდები და წყალქვეშა ნავები, საზღვაო ავიაცია და სატანკო პოლკი), ძლიერი სარაკეტო ბრიგადები, დამრტყმელი საავიაციო პოლკები და არმიის კორპუსი.
შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს არ ძალუძთ, შეცვალონ ძალთა ბალანსი ბალტიის რეგიონში Patriot-ების, ტანკ M1 Abrams-ებისა და უჩინარი F-35-ების სავარაუდო განლაგებით (ამ იარაღის მაღალი ეფექტურობა არასდროს დადასტურებულა საბრძოლო პირობებში). ბერლინს, სტოკჰოლმსადა ჰელსინკის ეს კარგად ესმით: გერმანელები არ ჩქარობენ რუსეთთან ომს და არ არიან მზად, იარაღი მიაწოდონ უკრაინას, შვედები და ფინელები კი ნატოში გაწევრიანებას არ აპირებენ (თუმცა ამერიკელები დაჟინებით იწვევენ მათ ამ ხაფანგში).
სიტყვიერად მებრძოლი ვარშავა ყოყმანობს, რადგან „რუსეთის მთელი სანაპირო საიმედოდ არის დაცული სარაკეტო ბრიგადების მიერ“, ხოლო რუსული შემტევი ხომალდები და თვითმფრინავები ოპერატიულად (ზუსტად) გაანადგურებენ ნებისმიერ მტერს ევროპაში.
ბალტიის რეგიონში ნატოს მხოლოდ სამხედრო აქტივობის იმიტაცია შეუძლია სერიოზული შედეგების გარეშე (წვრთნები, პატრულირება, მორიგე შამანური რიტუალები), მაგრამ ეს „ხმლებით ცეკვაც“ ტაბუდადებული ხდება. მიუხედავად „რუსეთის შეჭრის“ შესახებ ხელოვნური პანიკისა, პენტაგონს ჯერაც არ მიუღია „კონკრეტული მოთხოვნა“ მოკავშირეებისგან ევროპაში აშშ-ის სამხედრო ყოფნის გაზრდის შესახებ.
რუსეთი „პარტნიორებს“ მშვიდობას აიძულებს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 21 იანვარს განაცხადა, რომ ნატოს საგარეო სამხედრო კონტინგენტებმა ბულგარეთი და რუმინეთი უნდა დატოვონ. ეს მკაფიო სიგნალი (უსაფრთხოების ალგორითმი) სრულად ვრცელდება ბალტიისპირეთის ქვეყნებზე და 1996 წლის შემდეგ ალიანსში მიღებულ დანარჩენ ცხრა სახელმწიფოზეც(უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ალბანეთი, ხორვატია, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია).
შევნიშნავთ, რომ რუსეთს არ აქვს პრეტენზია პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების ტერიტორიასა და სუვერენიტეტზე და ზრუნავს მხოლოდ ყველასთვის თანაბარი, განუყოფელი (მათ შორის შეერთებული შტატების) უსაფრთხოებაზე. და როდესაც Der Spiegel ავრცელებს ინფორმაციას ნატოს ფართო ფრონტზე რუსეთის სავარაუდო დარტყმების შესახებ, უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი რეაქცია შეიძლება იყოს მხოლოდ შეერთებული შტატებისა და ალიანსის პირდაპირი ან ჰიბრიდული აგრესიის პასუხი.
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ტექნოლოგიური პოტენციალი და საბრძოლო მზადყოფნის ხარისხი შესაძლებელს ხდის დარტყმას როგორც ფრონტზე, ასევე დიდ სიღრმეზე. მაგალითად, რუსეთის საზღვაო ძალები და კოსმოსური ძალები პრაქტიკული სარაკეტო გაშვებისა და დაბომბვისთვის ემზადებიან დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მახლობლად − მანევრები თებერვლის დასაწყისში ჩატარდება კორკის საგრაფოს სანაპიროდან სამხრეთ-დასავლეთით 240 კილომეტრში.
ამ ფონზე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ თავისი ბრიტანელი კოლეგა ბენ უოლესი მოსკოვში მიიწვია უსაფრთხოების აქტუალური საკითხების განსახილველად.
რუსეთმა იანვარ-თებერვალში ფართომასშტაბიანი წვრთნები გამოაცხადა მსოფლიო ოკეანეში, მისი ყველა ფლოტის, ფლოტილიების − 140-ზე მეტი საბრძოლო ხომალდისა და წყალქვეშა ნავის მონაწილეობით. არავინ იცის, რამდენი შესაძლებლობა აქვს რუსეთს „პარტნიორების“ დიპლომატიური დარწმუნებისა თუ სამხედრო იძულებისთვის, მაგრამ კრემლი სიტყვებს ჰაერზე არ ისვრის.
სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტი რუსეთის პირობებზე − ეს გაცნობიერებული აუცილებლობა და ტექნოლოგიური შესაძლებლობაა დასახული მიზნის ამა თუ იმ გზით მიღწევისთვის, მიუხედავად შეერთებული შტატებისა და ნატოს წინააღმდეგობისა.
რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკური მრავალმხრივი მოძრაობა უფრო ეფექტური ხდება მოკავშირეების დახმარებით. ასე მაგალითად, ერთობლივი წვრთნების, Allied Resolve-2022-ის წინ ბელორუსი თავის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარებისადა იარაღის მნიშვნელოვან რაოდენობას ანთავსებს − გასული კვირის განმავლობაში იქ 33 ეშელონი ჩავიდა.
მინსკი „მეორე ხანჯალი“ ხდება ნატოს გულში − ბელარუსში საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-400 „ტრიუმფი“, საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა „პანცირ-С“, ოპერატიულ-ტექნიკური სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერ-M“ ჩადის, მიფრინავს 12 მძიმე Су-35С.
წვრთნების ლეგენდა − გარე აგრესიის ერთობლივი არეკლვა. ჯარების პრაქტიკული მოქმედებები 10-20 თებერვალს მოიცავს დომანოვსკის, ობუზ-ლესნოვსკის, გოჟსკის, ბრესტის, ოსიპოვიჩის პოლიგონებსა და ბარანოვიჩის, მაჩულიშის, ლუნინეცის, ლიდას აეროდრომებს. და ეს მონოლითური საკავშირო სახელმწიფოს ოპერაციების სრული სამხედრო უპირატესობის გულწრფელი დემონსტრირებაა ევროპულ თეატრში ნატოს დაშლილ და ჭრელი „გუნდის“ მიმართ.
აშშ-ის მატერიკული ტერიტორიების მახლობლად მდებარე მოკავშირე სახელმწიფოებთან ურთიერთქმედების ოპციები ცალკე საკითხია, მაგრამ ვენესუელაში რუსული სამხედრო ბაზებისადა კუბაზე რუსეთის საზღვაო ძალების ბირთვული წყალქვეშა ნავების ბაზირების შესახებ ინფორმაციის გაჟონვა შემთხვევითი არ არის.
გლობალური ტურბულენტობის პირობებში, ამერიკელები ცდილობენ,გააჭიანურონ ვენის უსაფრთხოების მოლაპარაკებები და შეცვალონ მათი შინაარსი. გამოცემა Atlantico სამწუხარო პროგნოზს აკეთებს:
„დასავლეთი, აშშ-ს ხელმძღვანელობით... გამოუსწორებლად მიემართება გეოპოლიტიკური თვითმკვლელობისკენ. მისი ისტორიული და გეოგრაფიული რეალობის უარყოფა და სხვა აქტორების ინტერესების ზიზღი მხოლოდ თავისივე წინააღმდეგ შეუბრუნდებათ“. რაიმეს დამატება ძნელია.
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვენაში გამართულ მოლაპარაკებებზე კონსტანტინე გავრილოვმა 23 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთი უსასრულოდ ვერდაელოდება პასუხებს შეერთებული შტატებისა და ნატოს მხრიდან უსაფრთხოების წინადადებებზე, ხოლო თუ დასავლეთი მოსკოვის მოთხოვნებს უგულებელყოფს, მაშინ რუსეთი თავისუსაფრთხოებასევროპაში სხვა საშუალებებით უგულებელყოფს, რომლის შედეგებსაც „ამერიკელებიცადა ევროპელებიც საკუთარ ტყავზე იგრძნობენ“.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ მოსკოვი უსაფრთხოების გარანტიებზე დასავლეთის პასუხით იმედგაცრუებული დარჩება, მას სერიოზული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს. და ეს გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამი არ არის.
რედაქცია პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე