მოსაზრება: რატომ აწყობს ბორის ჯონსონს რუსეთთან ომი?

© photo: Sputnik / Justin Griffiths-Williams / გადასვლა მედიაბანკშიბორის ჯონსონი
ბორის ჯონსონი - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2022
გამოწერა
ალექსანდრ ხაბაროვი
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის საქმეები უკიდურესად ცუდადაა, მისი გადარჩენა მხოლოდ ომს შეუძლია — უფრო სწორად, ჯერჯერობით წარმოსახვით ომს. ბორის ჯონსონი აპირებს, რომ უსიხარულო საშინაო საქმეებს თავი გაანებოს და ეს კვირა რუსეთს დაუთმოს. ის აპირებს დაურეკოს ვლადიმირ პუტინს, მზადაა გააორმაგოს ბრიტანეთის სამხედრო კონტინგენტი ესტონეთში და გააფართოვოს ლონდონის მიერ რუსეთისთვის დასაწესებელი სანქციების პაკეტი.
საშინელი ზომების გახმოვანება საგარეო საქმეთა მინისტრ ელიზაბეტ ტრასს დაევალა. ბრიტანული დიპლომატიის ხელმძღვანელი, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ გადმოსულა ტანკიდან, რომელზეც რუსეთის საზღვართან პოზირებდა. Sky News-ის ეთერში მან საარტილერიო პირდაპირობით დადო პირობა, სასტიკად დასაჯოს „კრემლის ინტერესების წარმომადგენელი ნებისმიერი კომპანია“. წამყვანმა მას ჰკითხა, წაართმევს თუ არა ბრიტანეთის ხელისუფლება ლონდონის სახლებს მდიდარ რუსებს, რაზეც ლიზ ტრასმა ხაზგასმით განაცხადა: „გამორიცხული არ არის. ახლა არ ვაპირებთ დეტალებში განვმარტოთ, ვის და როგორ შეეხება სანქციები“.
  - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2022
მსოფლიო დღეს
ბრიტანეთი რუსეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კომპანიებისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს
მაგრამ როგორც კი კითხვები საშინაო დღის წესრიგს შეეხო, ძლევამოსილი მინისტრი დაიბნა: რაღაც გაურკვეველი წარმოთქვა ჩრდილოეთ ირლანდიის ბედზე, რომელმაც ევროკავშირთან ურთიერთობაში მტკიცე პოზიცია დაიჭირა, მერე კი სულაც აიბუზა, როცა საუბარი პრემიერ-მინისტრს შეეხო, ფარისევლურად განაცხადა რა, რომ ახლა მისი ფიქრები მთლიანად რუსეთითა და უკრაინითაა დაკავებული. თითქოს ბრიტანეთის კაბინეტის ხელმძღვანელის ბედი სულაც არ აინტერესებდეს, რომლის ადგილსაც, თეორიულად, ის თავადაც სიამოვნებით დაიკავებდა.
ჯონსონი ახლა სასოწარკვეთილი ცდილობს თავი გადაირჩინოს. მის რეზიდენციაში გამართულ წვეულებებთან დაკავშირებული სკანდალი ძალიან შორს წავიდა, მაგრამ მერე პრემიერს ლონდონის პოლიცია მოევლინა მხსნელად. გასულ კვირაში ჯონსონმა პირობა დადო, რომ საკუთარი ხელქვეითის სუ გრეის მოხსენებას გამოაქვეყნებს, რომელმაც გამოიკვლია, „ვინ ვისთან იჯდა, რას სვამდა და სად იდგა“.
ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც საქმეში მოულოდნელად სკოტლანდ იარდი ჩაერთო. პოლიციის უფროსმა კრესიდა დიკმა განაცხადა, რომ მისი ხელქვეითები თავად პრემიერ-მინისტრსაც კი დაკითხავენ, რაზეც ის სიამოვნებით დათანხმდა, ვინაიდან კომისრის შემდეგი მოთხოვნა იყო, რომ ჯონსონის მიერ დაპირებული მოხსენების დეტალები მანამ არ გამოქვეყნებულიყო, სანამ გამოძიება არ დამთავრდებოდა. გასაგებია, რომ პოლიციის გამოძიება რამდენიმე თვე გაგრძელდება, ხოლო პრემიერს ახლა ისე სჭირდება დრო, როგორც არასდროს.
მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2022
ზახაროვამ ბრიტანელ მინისტრს რჩევა მისცა
მონიშნული მხსნელი პაუზა სასწრაფოდ უნდა შეივსოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ჯონსონისთვის უხერხული და დამღუპველიც კი გახდება: ამომრჩევლები უკვე შეეჯახნენ გაზისა და ელექტროენერგიის მზარდ ფასებს, აპრილიდან კი გადასახადების ზრდაც ემუქრებათ. მაისში კი დიდ ბრიტანეთში ადგილობრივი არჩევნები გაიმართება, რომლის შედეგებიც პრემიერის მომავალ ბედს განსაზღვრავს. და თავდამძიმებული ჯონსონი რუსულ-უკრაინულ თემაში ჩაეფლო: მზად არის ჯარები გაგზავნოს კონტინენტზე და აღმოსავლეთ ევროპაშიც კი პირადად წავიდეს.
მას ყველა მხრიდან აძლევენ გამამხნევებელ რჩევებს. „ამჯერად პუტინმა უნდა გაიგოს, რომ თუ ის გაბედავს და ნატოს რომელიმე მოკავშირეს ან ევროკავშირის ნეიტრალურ წევრს შეეხება, ჩვენ ვიბრძოლებთ და ამისთვის ახლავე უნდა მოვემზადოთ“, — წერს ჯონათან პაუელი, ექს-პრემიერ ტონი ბლერის აპარატის ყოფილი უფროსი.
ბოლო კვირების განმავლობაში ბრიტანელ ჟურნალისტებს, რომლებიც უკრაინის ირგვლივ ვნებებს ამწვავებდნენ, იდეებიც ამოეწურათ და ფოტობანკიც აშკარად გაუღარიბდათ. The Times-ი თოფით შეიარაღებული კიეველი დიასახლისის ერთსა და იმავე ფოტოს აქვეყნებს და სხვადასხვა გვარით მოიხსენიებს მას. რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია პოზირება და დაპირება, რომ რუსებს არაფერს შეარჩენს.
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2022
მსოფლიო დღეს
ბაიდენი არ გამორიცხავს, რომ პირადად პუტინს დაუწესოს სანქციები
დღეს ანტირუსული ისტერიით იბრძვიან იქ, სადაც სერიოზული ელექტორალური პრობლემებია. ჯონსონსა და ბაიდენს რეიტინგებში უბედურება სჭირთ. მაკრონს არჩევნები აპრილში აქვს. ყველამ სასწრაფოდ რაღაც უნდა იღონოს. მოკავშირეთა კოლექტიური ძალისხმევა მიზნად ისახავს, რომ საკუთარ ძალებში დაეჭვებული გერმანელები გაანძრიოს, რომლებმაც მორცხვად თქვეს უარი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე, აქაოდა, გასული საუკუნის შუა წლებთან ცუდ ასოციაციებს აღძრავსო. გერმანიის ახალმა მთავრობამ კი მაინც გაგზავნა იქ ჩაფხუტები. ეჰ, ტვარდოვსკი რომ ჰქონდეთ წაკითხული:
Ах, ты вон как! Драться каской?
Ну не подлый ли народ!
Хорошо же!
И тогда-то,
Злость и боль забрав в кулак,
Незаряженной гранатой
Теркин немца — с левой — шмяк!
Немец охнул и обмяк.
რა თქმა უნდა, გერმანიისგან ჩაფხუტებს კი არა, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე უარის თქმას ელოდებიან, რათა ამოიოხროს და საკუთარ თავს დაარტყას. ასეთი თვითდასახიჩრებისკენ მოწოდებით უპირველეს ყოვლისა დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები გამოდიან — საკუთარი პრობლემების გადაჭრის იმედით, მათ შორის, გერმანელების ხარჯზეც.
შეძლებს თუ არა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რომ რუსეთის გარშემო ვნებების გაღვივებით თავისიანების მხრიდან ანგარიშსწორება აიცილოს თავიდან, უცნობია.
ეს წამოწყება არახალია. იგივე ტექნიკა გამოიყენა მისმა წინამორბედმა ტერეზა მეიმაც, რომელმაც სკრიპალების თემა და მკაცრი სანქციების რეჟიმი ააგორა. მაშინ მის მიერ დაპირებული ბრძოლა რუსულ კაპიტალთან უსახელოდ და საკმაოდ სულელურად დასრულდა იმით, რომ რომან აბრამოვიჩს ვიზა არ მისცეს. „ჩელსის“ მფლობელისთვის ეს კოღოს ნაკბენი იყო, თავად ქალბატონმა მეიმ კი ზლუქუნით დატოვა პრემიერის რეზიდენცია.
რედაქცია პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე
ყველა ახალი ამბავი
0