მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბრიტანეთი რუსეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კომპანიებისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს

© AFP 2024 / GLYN KIRK
  - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2022
გამოწერა
თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. ბრიტანეთის ხელისუფლება „კრემლთან დაკავშირებული“ რუსული კომპანიების აქტივების გაყინვას და მთელი რიგი პირებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვას გეგმავს, იუწყება გაზეთი Times.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის გამკაცრების ფარგლებში, არ გამორიცხა ლონდონში რუსი ოლიგარქების ქონების კონფისკაცია იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის გარშემო ვითარება კიდევ მეტად გამწვავდება.
როგორც მოსალოდნელია, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის გამკაცრების შესახებ კანონპროექტი ბრიტანეთის პარლამენტს დღეს, 31 იანვარს წარედგინება.
Times-ის ინფორმაციით, ქვეყანაში შესვლა აეკრძალებათ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც „სტრატეგიული მნიშვნელობა აქვთ რუსეთის ხელისუფლებისთვის“.

„[ეს ზომები] მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს პოზიციებს, დავარტყათ რუსეთს ნამდვილად მტკივნეულ ადგილზე. ტრასს სურს, რომ წონა მისცეს ჩვენს გაფრთხილებებს კრემლის მიმართ იმის თაობაზე, რომ ნებისმიერ შეჭრას სერიოზული ეკონომიკური ზარალი მოჰყვება“, — ციტირებს გამოცემა წყაროს საგარეო უწყებიდან.

მანამდე რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ სანქციების ენით მასთან საუბარი კონტრპროდუქტიულია, და რომ უკრაინის მიმართ ესკალაციის გეგმები არ აქვს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რუსეთი არ ქმნის არანაირ კონფლიქტურ სიტუაციას უკრაინის გარშემო, ხოლო დასავლეთის ისტერიკა იმას ემსახურება, რომ გადაფაროს კიევის მიერ მინსკის შეთანხმებების საბოტაჟი.
წყარო: Times
ყველა ახალი ამბავი
0