ზახაროვამ ბრიტანელ მინისტრს რჩევა მისცა

© Press service of the Russian Foreign Ministry  / გადასვლა მედიაბანკშიმარია ზახაროვა
მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2022
გამოწერა
თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. შეისწავლეთ იმ რუსი კორუფციონერების სია, რომელთა გადმოცემასაც მანამდე ითხოვდა რუსეთი – ურჩია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასს.
როგორც მანამდე ლიზ ტრასმა განაცხადა, ლონდონი არ გამორიცხავს, რომ უკრაინის გარშემო არსებული ვითარების კიდევ მეტად გამწვავების შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმი გამკაცრდეს და ლონდონში მცხოვრებ „რუს ოლიგარქებს“ ქონება ჩამოერთვას. რეპლიკას, რომ სანქციები ბრიტანელ ინვესტორებსაც დაარტყამს, ტრასმა უპასუხა, რომ „დემოკრატია და თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მომენტალური ფინანსური ინტერესები“. როგორც მოსალოდნელია, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის გამკაცრების შესახებ კანონპროექტი ბრიტანეთის პარლამენტს დღეს, 31 იანვარს წარედგინება.

„მთავარია, არცერთი ნაბიჯი უკან, მისის ტრას! თქვენი იმედი გვაქვს... თუ იდეას რეალიზაციამდე მიიყვანთ, შეგიძლიათ მოითხოვოთ, რომ დაგაჯილდოვონ ნიშნით „ურთიერთქმედებისთვის“. ეცადეთ. ჰო, მართლა, მანდ თქვენ სია გაქვთ, რომელი კორუფციონერების გადმოცემას ითხოვდა რუსეთი“, — წერს ზახაროვა საკუთარ Telegram-არხზე.

მანამდე რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ სანქციების ენით მასთან საუბარი კონტრპროდუქტიულია, და რომ უკრაინის მიმართ ესკალაციის გეგმები არ აქვს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რუსეთი არ ქმნის არანაირ კონფლიქტურ სიტუაციას უკრაინის გარშემო, ხოლო დასავლეთის ისტერიკა იმას ემსახურება, რომ გადაფაროს კიევის მიერ მინსკის შეთანხმებების საბოტაჟი.
ყველა ახალი ამბავი
0