მიმოხილვა: მოსკოვმა ვაშინგტონიდან საიდუმლო გზავნილი მიიღო

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიჯონ სალივანი
ჯონ სალივანი - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2022
გამოწერა
ვიქტორია ნიკიფოროვა
26 იანვარს აშშ-ის ელჩმა რუსეთში ჯონ სალივანმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ორი წერილი მიიტანა. ეს ოფიციალური პასუხები იყო რუსეთის დეკემბერში გაგზავნილ ინიციატივებზე უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. ერთი − ვაშინგტონიდან, მეორე კი − ნატოდან.
რა წერია მათში ზუსტად, ეს საზოგადოებამ ჯერ არ იცის. თუმცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პრესკონფერენციაზე ყველა დაარწმუნა, რომ არანაირი სიურპრიზები მოსალოდნელი არ არის. „აშშ დათმობებზე არ მიდის“, − ასე აყალიბებს ამერიკული მასმედია ხელისუფლების პოზიციას.

„რუსეთმა თავი უნდა შეიკავოს ძალის გამოყენებისგან, აგრესიული რიტორიკისგან და ჩვენს მოკავშირეებსა და სხვა ხალხებზე თავდასხმებისგან, − განაცხადა ბლინკენმა. − რუსეთმა თავისი დანაყოფები უნდა გაიყვანოს უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან, სადაც ისინი ამ ქვეყნების თანხმობის გარეშე იმყოფებიან“.

უცნობია, სად შენიშნა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა უკრაინაში რუსული ნაწილები, თუმცა სხვა ორ შემთხვევაში გასაგებია, რომ საუბარია დნესტრისპირეთსა და სამხრეთ ოსეთზე.
ბლინკენმა დაადასტურა, რომ უკრაინაში ამერიკული იარაღის შეტანა გრძელდება და „თუ საჭირო გახდება, ეს იარაღი გამოყენებულიც იქნება“. მან უკრაინის ეკონომიკის დახმარების პირობაც დადო, რაც ძალიან ცინიკურად გაისმა. სწორედ ვაშინგტონი ანგრევს გრივნის კურსს და ასევე იმას, რაც ადგილობრივი ეკონომიკისგან დარჩა, ითრევს რა უკრაინას სამხედრო ავანტიურებში. ახლა კი იგივე ხალხი უკრაინელებს ფულით დახმარებას ჰპირდება, ოღონდ პროვოკაციები არ შეწყვიტონ.
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2022
იქნება თუ არა ომი? ლავროვმა კითხვებს უპასუხა
სახელმწიფო მდივნის პრესკონფერენციაზე ჩვეული და უკვე ყელში ამოსული რიტორიკა გაჟღერდა „ნატოს ღია კარის“, ზოგადად მოკავშირეებისა და კერძოდ უკრაინისადმი ერთგულების შესახებ.
„ჩვენ არ წავალთ კომპრომისზე იმაში, რაც ჩვენი ალიანსის უსაფრთხოების, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის უსაფრთხოების პრინციპებს ეხება. აუცილებლად პატივი უნდა ვცეთ ხალხების უფლებას, აირჩიონ საკუთარი გზა“, − აღნიშნა ბლინკენმა.
ბლინკენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზეც ბევრი ილაპარაკა. ბლინკენმა კვლავ წამოიწყო საუბარი რუსეთის ფედერაციაში „ექსპორტის კონტროლზე“. ამავდროულად, სახელმწიფო მდივნის თქმით, თუ „დასჯილი“ რუსეთი გადაწყვეტს შეზღუდოს ენერგორესურსების მიწოდება ევროპაში და „გამოიყენოს გაზი იარაღად“, მაშინ მას კვლავ მოუწევს დასჯა. მაგრამ ის აუცილებლად შეზღუდავს მათ, რადგან ამერიკელები ასევე გეგმავენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის აკრძალვას.
დმიტრი მედვედევი - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2022
მედვედევმა ომის თავიდან აცილების გზა დაასახელა
ეს გაცვეთილი ფირფიტა არაერთხელ გვსმენია. რუსეთის ეგზისტენციალური მოთხოვნების უკრაინის პრობლემამდე დაყვანის მცდელობებიც გვარიანად მოგვბეზრდა. საინტერესო სხვა რამ იყო. კონკრეტულად რა თქვა ვაშინგტონმა მოსკოვის წინადადებებზე? ეს იყო ჟურნალისტების პირველი შეკითხვა პრესკონფერენციაზე: „თქვენ მტკიცე „არა“ უპასუხეთ მოსკოვის მოთხოვნებს, რომ არასდროს შეიყვანოთ უკრაინა და საქართველო ნატოში და გასწიოთ ნატოს ჯარები რუსეთის საზღვრებიდან?“
და აქ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რომელიც აშკარად ნერვიულობდა, პასუხისთვის თავის არიდება დაიწყო. „დაკონკრეტება არ მსურს“, − თქვა მან და მაშინვე აბსტრაქტულ მანტრებზე გადავიდა „ნატოს ღია კარის“, „პრინციპების ერთგულების“, „ჩვენ არაერთხელ საჯაროდ განვაცხადეთ...“ და ა.შ. შესახებ.
ამასთან დაკავშირებით გაჩნდა ბუნებრივი კითხვა. თუ აშშ-ის პასუხი რუსეთის წინადადებებზე დაწერილია სულისკვეთებით „არცერთი ნაბიჯი უკან“, მაშინ რატომ ითხოვენ ამერიკელები დაჟინებით, რომ მისი ტექსტი არ გამოვაქვეყნოთ? რა ეშმაკი იმალება დეტალებში?
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2022
ეს ჯერ არ არის ომი: რისთვის ამოწმებენ რუსეთის სამხედრო ოლქების მზადყოფნას
თუმცა, რა ეშმაკური ფორმულირებებიც არ უნდა იყოს გამოყენებული იქ, მნიშვნელობის მიხედვით პროგრესი არ ყოფილა. წერილის ტექსტში ამერიკელი პარტნიორები ასევე ჭკვიანურად დაუძვრნენ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარის ნებისმიერ გარანტიას. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ახლახან განაცხადა: „ამ დოკუმენტში მთავარ საკითხზე დადებითი რეაქცია არ არის. მთავარი საკითხია ჩვენი მკაფიო პოზიცია აღმოსავლეთით ნატოს შემდგომი გაფართოების დაუშვებლობისა და დამრტყმელი იარაღის განლაგების შესახებ, რომელმაც შეიძლება საფრთხეს შეუქმნას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას“.
გაუფართოებლობის გარანტიების ნაცვლად, რუსეთს წვრილმან, უმნიშვნელო დათმობებს სთავაზობენ. Wall Street Journal-ში გაჟონა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახალი წესების შექმნას განიხილავს სამხედრო გემების შავ ზღვაში შესვლისა და პოლონეთსა და რუმინეთში ამერიკული სარაკეტო სისტემების ინსპექტირების შესაძლებლობაზე. ერთმაც და მეორემაც ვითომ რუსეთის „შეშფოთებას“ უნდა უპასუხოს.
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2022
„ყველას გთხოვთ, დამშვიდდეთ“: ვინ აიყვანა უკრაინა მძევლად
New York Times-ის ცნობით, აშშ-ის წერილობითი პასუხი ასევე მოიცავს წინადადებებს შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ ორმხრივი შეკავების შესახებ, მათ შორის, საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების შეზღუდვისა და სამხედრო წვრთნების ჩატარებას საზღვრებიდან ისე დაშორებით, რომ ეს შეჭრისთვის მზადებას არ ჰგავდეს.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატოს წერილში გამოხატულია მოსკოვსა და ალიანსს შორის კონტაქტების აღდგენის შესახებ მოსაზრებები. „ჩვენ უნდა აღვადგინოთ ჩვენი ოფისები მოსკოვსა და ბრიუსელში“, – განაცხადა ნატოს ხელმძღვანელმა. ანუ, ეს იგივე თემის დახურვის პოლიტიკაა, რის შესახებაც რუსეთის ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა. „მოლაპარაკებები მოლაპარაკებების დაწყებისა და მოლაპარაკებების შესაძლებლობის შესახებ“.
ამ მშვიდობიანი ჟესტების პარალელურად მიმდინარეობს აშკარა ესკალაცია. ესტონეთში ახლახან ექვსი ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავი დაეშვა. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა დაადასტურა, რომ ამერიკელები არ დაუშვებენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაშვებას იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.
Учения НАТО в Грузии - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2022
უკრაინული დიუნკერკი: ნატო გაყოფილია და დემორალიზებული
ამასთან შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ არ არის ერთიანობა უკრაინასთან დაკავშირებით. ნეოკონების, ბიუროკრატებისა და ანაზღაურებადი ჟურნალისტების შეხმატკბილებული გუნდი ვერ ჩაახშობს მათ ხმას, ვისაც მიაჩნია, რომ აშშ-ს არაფერში სჭირდება დაძაბულობის ესკალაცია და რუსეთის პროვოცირება. რომ ეს უაზრო და სახიფათოა, რომ მოსკოვის ყველა მოთხოვნის შესრულება და სამხედრო ბლოკების 25 წლის წინანდელ კონფიგურაციაზე დაბრუნება ბევრად უფრო გონივრული იქნებოდა.
ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ ყველა სახის ექსპერტის უამრავი განცხადება ვნახეთ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ნატოს არც უკრაინა და არც საქართველო არ სჭირდება. ბალტიის ქვეყნებიც კი. და, საერთოდ, მთელი აღმოსავლეთ ევროპა. „რისთვის არის საჭირო ნატო, რა აზრი აქვს მას, თუ საბჭოთა კავშირი, რომლისგანაც უნდა დაეცვა თავი, ოცდაათი წლის წინ გაქრა?“ − კითხულობს Fox News-ის წამყვანი ტაკერ კარლსონი.
„მესამე მსოფლიო ომის დაწყება სურთ?! – გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი 50 ათასი ამერიკელი ჯარისკაცის ევროპაში გაგზავნის იდეას უკრაინისთვის საბრძოლველად. – ეს სიგიჟეა. ჩემ დროს ეს არასდროს მოხდებოდა“.
„ბიძია სემი“ კაპიტოლიუმის ფონზე - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2022
გენოციდიდან „ჯოჯოხეთურ სანქციებამდე“: დასავლეთი საკუთარი თავის ერთგულია
ანუ ამერიკულ ელიტებში აშკარა უთანხმოებაა იმ სიტუაციასთან დაკავშირებით, რომელიც თვითონვე შექმნეს. როგორც ჩანს, თავადაც არ ესმით: ვაშინგტონის აგრესიული პოლიტიკა − ეს კონტროლირებადი ქაოსია თუ უკვე უკონტროლო? და ახლა რა უნდა გაკეთდეს? პასუხი მხოლოდ ერთია: დროის გაწელვა, თემის მიჩქმალვა, წერილების წერა არაფერზე.
მაგრამ კიდევ უფრო დიდი წინააღმდეგობები, ერთი მხრივ, შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთს შორისაა, მეორე მხრივ, მთავარი ევროპული სახელმწიფოები. ანგლოსაქსები კიდევ ერთხელ ცდილობენ გერმანიისა და საფრანგეთის რუსეთზე მისევას. ევროპელები, ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, შეძლებისდაგვარად ეწინააღმდეგებიან.
სწორედ ახლა პარიზში „ნორმანდიული ოთხეულის“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელიც მიზნად უკრაინაში ვითარების ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებას ისახავს. ყველა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უპირობო ერთგულება.
თეთრი სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2022
მსოფლიო დღეს
„ეს სიცრუეა“: თეთრმა სახლმა უკრაინაზე CNN-ის ინფორმაცია უარყო
გერმანიას პრინციპულად არ სურს იარაღის მიწოდება უკრაინისთვის და ახლახან ესტონეთსაც აუკრძალა ამის გაკეთება − ესტონელები გერმანული იარაღის გაგზავნას აპირებდნენ კიევში. ამის ნაცვლად გერმანელებმა უკრაინაში 5 ათასი ჩაფხუტი გაგზავნეს. „რას გამოგზავნიან შემდეგ? ბალიშებს?“ − იკითხა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.
ამ დროს კი ბრიტანული ელიტა, გამოჩენილი ჟურნალისტისა და არისტოკრატის პატრიკ ვინტურის პირით, საფრანგეთსა და გერმანიას საყვედურობს რუსეთის მიმართ არასაკმარისი აგრესიულობის გამო. მათ ბრალად ედებათ „პატიების ჯიუტი სურვილი და პუტინის მიმართ გადაჭარბებული ოპტიმიზმი“. ბაბეტა ომში უნდა წავიდეს − ყოველ მიზეზგარეშე. და თუ არ წავა, მაშინ ვაშინგტონი გაუთიშავს მათ გაზს, ანუ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს.
ევროპელები თანდათან აცნობიერებენ, რომ ამერიკელებს სწორედ მათთან ბრძოლა სურთ. ამერიკელები იწყებენ იმის გაგებას, რომ ევროპელები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს. გასაკვირი არ არის, რომ ვაშინგტონი მოსკოვს წერილის ტექსტის გამოუქვეყნებლობას სთხოვს. ალიანსში ასეთი ორმხრივი უნდობლობის პირობებში ნებისმიერი ფრაზა შეიძლება განიმარტოს როგორც მტკიცებულება იმისა, რომ ვაშინგტონი მოსკოვთან მოლაპარაკებებს ცალკე, მოკავშირეების აზრის გათვალისწინების გარეშე აწარმოებს. პრეცედენტები ხომ იყო.
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2022
მსოფლიო დღეს
ბაიდენი არ გამორიცხავს, რომ პირადად პუტინს დაუწესოს სანქციები
ავღანეთის შემდეგ ნატოს თითქმის ყველა წევრი ქვეყანა ღიად ამბობდა, რომ ამერიკელები წინასწარ შეთანხმდნენ თალიბებთან ჯარების გაყვანაზე და ამის შესახებ მოკავშირეებს მხოლოდ მერეღა აცნობეს.
მოსკოვთან მოლაპარაკებები კიდევ უფრო დიდ ღელვას იწვევს მოკავშირეებში.
საფრანგეთსა და გერმანიას არანაირი კონფლიქტი არ სჭირდებათ, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები და ნატოს სხვა უმცროსი ძმები კი ამისკენ ისწრაფვიან. აქედან გამომდინარეობს ზომების გასაიდუმლოება და ისტორიაში უპრეცედენტო დიპლომატიური ურთიერთობის მთელი ეს უცნაური სტილი.
რედაქცია პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე
ყველა ახალი ამბავი
0