https://sputnik-georgia.com/20220128/tetrma-saxlma-cnn-is-informacia-uaryo-263948810.html
„ეს სიცრუეა“: თეთრმა სახლმა უკრაინაზე CNN-ის ინფორმაცია უარყო
„ეს სიცრუეა“: თეთრმა სახლმა უკრაინაზე CNN-ის ინფორმაცია უარყო
Sputnik საქართველო
ტელეარხის რეპორტიორის ცნობით, ხუთშაბათს ბაიდენმა ზელენსკი გააფრთხილა, რომ რუსეთი უკრაინაში გარდაუვლად შეიჭრება და კიევს დაიპყრობს
2022-01-28T11:47+0400
2022-01-28T11:47+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
უკრაინა
აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23997/35/239973529_0:90:3072:1818_1920x0_80_0_0_786e1274dccff6d9a482455c3f957125.jpg
თბილისი, 28 იანვარი − Sputnik. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ემილი ჰორნმა უარყო მანამდე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინელი კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკი ბოლო სატელეფონო საუბრისას რუსული ჯარების „გარდაუვალი შეჭრის“ თაობაზე გააფრთხილა.სატელეფონო საუბარი პრეზიდენტებს შორის ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევარში შედგა.მანამდე ტელეარხ CNN-ის კორესპონდენტმა, ოფიციალური კიევის ანონიმ წარმომადგენელზე დაყრდნობით, თავის Twitter-აკაუნტზე ბაიდენისა და ზელენსკის საუბრის „დეტალები“ გამოაქვეყნა.კერძოდ, როგორც ალექს მარკვარდტი წერდა, ბაიდენმა ზელენსკის განუცხადა, რომ „როგორც კი მიწა გაიყინება, რუსეთის შეჭრა უკრაინაში პრაქტიკულად გარდაუვალია“; და რომ რუსეთის ჯარები კიევის ოკუპირებას შეეცდებიან და გაძარცვავენ მას.თავად რუსეთი უკრაინაში შეჭრის შესახებ ინფორმაციას ასევე სიცრუეს უწოდებს და ამგვარ გეგმებს გამორიცხავს. კრემლმა არაერთხელ უარყო „აგრესიული ქმედებები“ და აღნიშნა, რომ არავის ემუქრება და არც არავისზე თავდასხმას არ აპირებს. ხოლო აგრესიის შესახებ განცხადებები მხოლოდ ნატოს ინტერესებს ემსახურება, რათა ეს საბაბად გამოიყენოს და უფრო მეტი სამხედრო ტექნიკა განათავსოს რუსეთის საზღვრების სიახლოვეს.
უკრაინა
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23997/35/239973529_313:0:3044:2048_1920x0_80_0_0_a587cf44626eb1d43f8f1af625462558.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ შეერთებული შტატები რუსეთის უკრაინაში შეჭრა კრემლი კიევი
აშშ შეერთებული შტატები რუსეთის უკრაინაში შეჭრა კრემლი კიევი
„ეს სიცრუეა“: თეთრმა სახლმა უკრაინაზე CNN-ის ინფორმაცია უარყო
11:47 28.01.2022 (განახლებულია: 15:54 20.07.2023) თბილისი, 28 იანვარი − Sputnik. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ემილი ჰორნმა უარყო მანამდე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინელი კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკი ბოლო სატელეფონო საუბრისას რუსული ჯარების „გარდაუვალი შეჭრის“ თაობაზე გააფრთხილა.
სატელეფონო საუბარი პრეზიდენტებს შორის ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევარში შედგა.
მანამდე ტელეარხ CNN-ის კორესპონდენტმა, ოფიციალური კიევის ანონიმ წარმომადგენელზე დაყრდნობით, თავის
Twitter-აკაუნტზე ბაიდენისა და ზელენსკის საუბრის „დეტალები“ გამოაქვეყნა.
კერძოდ, როგორც ალექს მარკვარდტი წერდა, ბაიდენმა ზელენსკის განუცხადა, რომ „როგორც კი მიწა გაიყინება, რუსეთის შეჭრა უკრაინაში პრაქტიკულად გარდაუვალია“; და რომ რუსეთის ჯარები კიევის ოკუპირებას შეეცდებიან და გაძარცვავენ მას.
„ეს სიცრუეა. პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა: არსებობს რეალური ალბათობა იმისა, რომ რუსები უკრაინაში თებერვალში შეიჭრნენ. მანამდე მან ეს საჯაროდაც განაცხადა და ჩვენ ასეთი შესაძლებლობის შესახებ რამდენიმე თვეა ვაფრთხილებთ. რაიმე უფრო მეტი ან ამისგან განსხვავებული ცნობები სრულებით არ შეესაბამება რეალობას“, − დაწერა ჰორნმა Twitter-ზე.
თავად რუსეთი უკრაინაში შეჭრის შესახებ ინფორმაციას ასევე სიცრუეს უწოდებს და ამგვარ გეგმებს გამორიცხავს. კრემლმა არაერთხელ უარყო „აგრესიული ქმედებები“ და აღნიშნა, რომ არავის ემუქრება და არც არავისზე თავდასხმას არ აპირებს. ხოლო აგრესიის შესახებ განცხადებები მხოლოდ ნატოს ინტერესებს ემსახურება, რათა ეს საბაბად გამოიყენოს და უფრო მეტი სამხედრო ტექნიკა განათავსოს რუსეთის საზღვრების სიახლოვეს.