https://sputnik-georgia.com/20220128/medvedevma-omis-acilebis-gza-daasaxela-263951587.html
მედვედევმა ომის თავიდან აცილების გზა დაასახელა
მედვედევმა ომის თავიდან აცილების გზა დაასახელა
Sputnik საქართველო
თბილისი, 28 იანვარი − Sputnik. რუსეთისა და ნატოს პირდაპირი შეჯახება, თუ უკრაინა დონბასზე შეტევას გადაწყვეტს, კატასტროფული სცენარი იქნებოდა, რომლის დაშვებაც... 28.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-28T12:47+0400
2022-01-28T12:47+0400
2022-01-28T18:04+0400
პოლიტიკა
ეკონომიკა
რუსეთი
უკრაინა
ნატო
ევროკავშირი
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/17/251545723_0:200:2830:1792_1920x0_80_0_0_c38067b94939e115f954861e9bc9d7df.jpg
თბილისი, 28 იანვარი − Sputnik. რუსეთისა და ნატოს პირდაპირი შეჯახება, თუ უკრაინა დონბასზე შეტევას გადაწყვეტს, კატასტროფული სცენარი იქნებოდა, რომლის დაშვებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა რუსეთის წამყვან მედიასაშუალებებთან ინტერვიუში.„ეს იქნებოდა ყველაზე დრამატული, უბრალოდ კატასტროფული სცენარი. იმედი მაქვს, რომ ეს არასდროს მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ ნატოსა და აშშ-ში ცალკეული „გახურებული თავები“ ამ თემაზე მსჯელობენ“, − აღნიშნა მედვედევმა.რუსეთის ექს-პრემიერსა და ექს-პრეზიდენტს მიაჩნია, რომ დღეს უკრაინა აშშ-ისა და ნატოს ხელში სათამაშოდაა ქცეული და მოსკოვზე გეოპოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენება.„თავისთავად უკრაინა ამერიკელებს არ სჭირდებათ, არც ევროპელებს. მაგრამ ეს არგუმენტია რუსეთის წინააღმდეგ გეოპოლიტიკურ თამაშში და, გარკვეული ხარისხით, ჩინეთის წინააღმდეგაც“, − დაამატა მან.ომის თავიდან აცილების გზამედვედევის აზრით, ომის თავიდან აცილების გზა − ეს უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმება, პოლიტიკურ-დიპლომატიური საშუალებები და მოლაპარაკებები, „ურთიერთობებში განუყოფელი უსაფრთხოების პრინციპის გამოყენებაა, რომელიც ყველა საერთაშორისო და ევროპულ ფუნდამენტურ დოკუმენტშია დაფიქსირებული − როცა ერთი მხარის უსაფრთხოება არ შეიძლება მიღწეულ იქნეს მეორე მხარის უსაფრთხოების ხარჯზე“.შეკითხვაზე პასუხად, თუ ვის აძლევს ხელს კონფრონტაცია, პოლიტიკოსმა ამერიკელი სენატორის გამონათქვამი მოიშველია.„დაახლოებით ერთი კვირის წინ წავიკითხე: აშშ-ის სენატის ერთ-ერთმა მარაზმში მყოფმა მოხუცმა (სხვაგვარად ვერ მოვიხსენიებ) თქვა, რომ არ გამორიცხავს შეზღუდულ ბირთვულ შეჯახებას რუსეთსა და აშშ-ს შორის. მისთვის, ალბათ, უკვე სულ ერთია, ბევრი წლისაა და მიაჩნია, რომ თავისი უკვე იცხოვრა და ახლა ყველასთვის დამსახურებისამებრ მიგების დროა. მაგრამ ეს პარანოიაა, ამაზე კომენტარის გაკეთება არც მინდა“, − თქვა მედვედევმა.მისი თქმით, როდესაც ასეთ რამეს „ძალაუფლებით აღჭურვილი ადამიანები ამბობენ – მით უმეტეს, რომ სენატი ამერიკაში ძალიან სერიოზული სტრუქტურაა − ეს ძალიან სამწუხაროა“.მედვედევმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო პერიოდში ამერიკელები ბევრი მოლაპარაკებიდან გავიდნენ. შესაბამისად, „ბუნებრივია, რომ ასეთ პირობებში მოლაპარაკებების გაგრძელება, მაგალითად, სტრატეგიული შემტევი იარაღის შეზღუდვაზე, უკიდურესად რთული იქნება“.უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრისას მედვედევმა აღნიშნა, რომ რუსეთმა პრაქტიკულად ამოწურა უკან დახევის საზღვრები და ახლა „უკან დასახევი აღარ აქვს, უკან მოსკოვია“.ურთიერთობები ევროპასთანმედვედევის თქმით, რუსეთი დაინტერესებულია ევროპასთან მეგობრული და ეკონომიკურად ხელსაყრელი ურთიერთობებით, და მიაჩნია, რომ ევროკავშირთან რუსეთს გადაუჭრელი უთანხმოებები არ აქვს.„ევროპასთან კეთილი ურთიერთობებით ვართ დაინტერესებული. მე კარგად მახსოვს ის დრო, როდესაც ევროპასთან ჩვენი სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 500 მილიარდ ევროს შეადგენდა. ეს უზარმაზარი რიცხვია. მერე კი ის პრაქტიკულად ორჯერ შემცირდა. და ვინ იზარალა ამით? ყველამ“, − თქვა მან.თუმცა, როგორც რუს პოლიტიკოსს მიაჩნია, სანამ ევროპა ნატოსთანაა კავშირში, მისი პოლიტიკა აშშ-ზე იქნება დამოკიდებული. მისი თქმით, ბევრი გადაწყვეტილება, მათ შორის ეკონომიკურიც, ოკეანის გაღმა მიიღება.SWIFT-დან გათიშვის მუქარარუსეთის ბანკთაშორისი სისტემა SWIFT-დან გათიშვა არავისთვის არ არის ხელსაყრელი, ეს თავად სისტემისადმი ნდობას დაარღვევს, მიაჩნია მედვედევს.„SWIFT – სასარგებლო რამაა, ეს ნამდვილად არის საერთაშორისო სისტემა, თანაც კერძო სისტემა. პირდაპირ ვიტყვი: ძალიანაც არ მჯერა, რომ ამ სისტემიდან გაგვთიშავენ, იმიტომ რომ ეს არავისთვის არ არის ხელსაყრელი, მათ შორის არც იმ საზოგადოებისთვის, რომელიც SWIFT-სთვის არის ორგანიზებული, მით უმეტეს, რომ ჩვენთან უამრავი ტრანზაქცია ხორციელდება. ეს SWIFT-ის მიმართ ნდობის რღვევა იქნება“, − აღნიშნა პოლიტიკოსმა.ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ სისტემიდან გათიშვა რუსეთს ფატალურ კატასტროფას არ მოუტანს: საერთაშორისო საბანკო ბარათები ქვეყნის შიგნით კვლავ იმოქმედებს, საზღვარგარეთ გადარიცხვებში გარკვეული სირთულეები შეიქმნება, თუმცა არსებობს სხვადასხვა მეთოდები, მათ შორის, Мир-ის ბარათები.„თუ მაინც მოხდა რამე მსგავსი, ჩვენ ტექნოლოგია გვაქვს. ეს ფინანსური მონაცემების გადაცემის საკუთარი სისტემაა. ის ცენტრალურმა ბანკმა მოამზადა და გამუდმებით იტესტება. ის მუშაობს და ერთი წუთით გაჩერებასაც არ დაუშვებს, ქვეყნის შიგნით ყველა აუცილებელ ფუნქციას შეასრულებს“, − განმარტა მედვედევმა.ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დოლარსა და ევროში ოპერაციები აიკრძალება, პოლიტიკოსის თქმით, რუსეთი უბრალოდ უფრო მეტად ჩინეთის ეკონომიკას დაეყრდნობა, „მით უმეტეს, რომ იუანი პერსპექტიული ვალუტაა და ეს ყველას შესანიშნავად ესმის“.ამასთან მედვედევმა აღნიშნა, რომ რუსეთს უკვე კარგა ხანია უფრო დაბალანსებული სავალუტო კალათისა და რეზერვებისკენ აქვს აღებული კურსი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დოლარის რაოდენობა საერთო მოცულობაში მცირდება.
უკრაინა
ევროკავშირი
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/17/251545723_99:0:2830:2048_1920x0_80_0_0_fbde4f94286d6f1a0a8d72d1974ac192.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ეკონომიკა, რუსეთი, უკრაინა , ნატო , ევროკავშირი , აშშ
პოლიტიკა, ეკონომიკა, რუსეთი, უკრაინა , ნატო , ევროკავშირი , აშშ
თბილისი, 28 იანვარი − Sputnik. რუსეთისა და ნატოს პირდაპირი შეჯახება, თუ უკრაინა დონბასზე შეტევას გადაწყვეტს, კატასტროფული სცენარი იქნებოდა, რომლის დაშვებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა რუსეთის წამყვან მედიასაშუალებებთან ინტერვიუში.
„ეს იქნებოდა ყველაზე დრამატული, უბრალოდ კატასტროფული სცენარი. იმედი მაქვს, რომ ეს არასდროს მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ ნატოსა და აშშ-ში ცალკეული „გახურებული თავები“ ამ თემაზე მსჯელობენ“, − აღნიშნა მედვედევმა.
რუსეთის ექს-პრემიერსა და ექს-პრეზიდენტს მიაჩნია, რომ დღეს უკრაინა აშშ-ისა და ნატოს ხელში სათამაშოდაა ქცეული და მოსკოვზე გეოპოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენება.
„თავისთავად უკრაინა ამერიკელებს არ სჭირდებათ, არც ევროპელებს. მაგრამ ეს არგუმენტია რუსეთის წინააღმდეგ გეოპოლიტიკურ თამაშში და, გარკვეული ხარისხით, ჩინეთის წინააღმდეგაც“, − დაამატა მან.
ომის თავიდან აცილების გზა
მედვედევის აზრით, ომის თავიდან აცილების გზა − ეს უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმება, პოლიტიკურ-დიპლომატიური საშუალებები და მოლაპარაკებები, „ურთიერთობებში განუყოფელი უსაფრთხოების პრინციპის გამოყენებაა, რომელიც ყველა საერთაშორისო და ევროპულ ფუნდამენტურ დოკუმენტშია დაფიქსირებული − როცა ერთი მხარის უსაფრთხოება არ შეიძლება მიღწეულ იქნეს მეორე მხარის უსაფრთხოების ხარჯზე“.
შეკითხვაზე პასუხად, თუ ვის აძლევს ხელს კონფრონტაცია, პოლიტიკოსმა ამერიკელი სენატორის გამონათქვამი მოიშველია.
„დაახლოებით ერთი კვირის წინ წავიკითხე: აშშ-ის სენატის ერთ-ერთმა მარაზმში მყოფმა მოხუცმა (სხვაგვარად ვერ მოვიხსენიებ) თქვა, რომ არ გამორიცხავს შეზღუდულ ბირთვულ შეჯახებას რუსეთსა და აშშ-ს შორის. მისთვის, ალბათ, უკვე სულ ერთია, ბევრი წლისაა და მიაჩნია, რომ თავისი უკვე იცხოვრა და ახლა ყველასთვის დამსახურებისამებრ მიგების დროა. მაგრამ ეს პარანოიაა, ამაზე კომენტარის გაკეთება არც მინდა“, − თქვა მედვედევმა.
მისი თქმით, როდესაც ასეთ რამეს „ძალაუფლებით აღჭურვილი ადამიანები ამბობენ – მით უმეტეს, რომ სენატი ამერიკაში ძალიან სერიოზული სტრუქტურაა − ეს ძალიან სამწუხაროა“.
მედვედევმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო პერიოდში ამერიკელები ბევრი მოლაპარაკებიდან გავიდნენ. შესაბამისად, „ბუნებრივია, რომ ასეთ პირობებში მოლაპარაკებების გაგრძელება, მაგალითად, სტრატეგიული შემტევი იარაღის შეზღუდვაზე, უკიდურესად რთული იქნება“.
უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრისას მედვედევმა აღნიშნა, რომ რუსეთმა პრაქტიკულად ამოწურა უკან დახევის საზღვრები და ახლა „უკან დასახევი აღარ აქვს, უკან მოსკოვია“.
მედვედევის თქმით, რუსეთი დაინტერესებულია ევროპასთან მეგობრული და ეკონომიკურად ხელსაყრელი ურთიერთობებით, და მიაჩნია, რომ ევროკავშირთან რუსეთს გადაუჭრელი უთანხმოებები არ აქვს.
„ევროპასთან კეთილი ურთიერთობებით ვართ დაინტერესებული. მე კარგად მახსოვს ის დრო, როდესაც ევროპასთან ჩვენი სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 500 მილიარდ ევროს შეადგენდა. ეს უზარმაზარი რიცხვია. მერე კი ის პრაქტიკულად ორჯერ შემცირდა. და ვინ იზარალა ამით? ყველამ“, − თქვა მან.
თუმცა, როგორც რუს პოლიტიკოსს მიაჩნია, სანამ ევროპა ნატოსთანაა კავშირში, მისი პოლიტიკა აშშ-ზე იქნება დამოკიდებული. მისი თქმით, ბევრი გადაწყვეტილება, მათ შორის ეკონომიკურიც, ოკეანის გაღმა მიიღება.
SWIFT-დან გათიშვის მუქარა
რუსეთის ბანკთაშორისი სისტემა SWIFT-დან გათიშვა არავისთვის არ არის ხელსაყრელი, ეს თავად სისტემისადმი ნდობას დაარღვევს, მიაჩნია მედვედევს.
„SWIFT – სასარგებლო რამაა, ეს ნამდვილად არის საერთაშორისო სისტემა, თანაც კერძო სისტემა. პირდაპირ ვიტყვი: ძალიანაც არ მჯერა, რომ ამ სისტემიდან გაგვთიშავენ, იმიტომ რომ ეს არავისთვის არ არის ხელსაყრელი, მათ შორის არც იმ საზოგადოებისთვის, რომელიც SWIFT-სთვის არის ორგანიზებული, მით უმეტეს, რომ ჩვენთან უამრავი ტრანზაქცია ხორციელდება. ეს SWIFT-ის მიმართ ნდობის რღვევა იქნება“, − აღნიშნა პოლიტიკოსმა.
ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ სისტემიდან გათიშვა რუსეთს ფატალურ კატასტროფას არ მოუტანს: საერთაშორისო საბანკო ბარათები ქვეყნის შიგნით კვლავ იმოქმედებს, საზღვარგარეთ გადარიცხვებში გარკვეული სირთულეები შეიქმნება, თუმცა არსებობს სხვადასხვა მეთოდები, მათ შორის, Мир-ის ბარათები.
„თუ მაინც მოხდა რამე მსგავსი, ჩვენ ტექნოლოგია გვაქვს. ეს ფინანსური მონაცემების გადაცემის საკუთარი სისტემაა. ის ცენტრალურმა ბანკმა მოამზადა და გამუდმებით იტესტება. ის მუშაობს და ერთი წუთით გაჩერებასაც არ დაუშვებს, ქვეყნის შიგნით ყველა აუცილებელ ფუნქციას შეასრულებს“, − განმარტა მედვედევმა.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დოლარსა და ევროში ოპერაციები აიკრძალება, პოლიტიკოსის თქმით, რუსეთი უბრალოდ უფრო მეტად ჩინეთის ეკონომიკას დაეყრდნობა, „მით უმეტეს, რომ იუანი პერსპექტიული ვალუტაა და ეს ყველას შესანიშნავად ესმის“.
ამასთან მედვედევმა აღნიშნა, რომ რუსეთს უკვე კარგა ხანია უფრო დაბალანსებული სავალუტო კალათისა და რეზერვებისკენ აქვს აღებული კურსი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დოლარის რაოდენობა საერთო მოცულობაში მცირდება.