იქნება თუ არა ომი? ლავროვმა კითხვებს უპასუხა

© photo: Sputnik / The State Duma of Russian Federationსერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2022
გამოწერა
თბილისი, 28 იანვარი − Sputnik. ომი არ იქნება, თუ ეს რუსულ მხარეზე იქნება დამოკიდებული, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა Sputnik-ისა და სამი სხვა რადიოსადგურისთვის მიცემულ ინტერვიუში.
რუსმა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უსაფრთხოების გარანტიები − ეს ულტიმატუმი არ არის, უბრალოდ მოსკოვს სურს, რომ მასთან „პატიოსნად იმუშაონ“.
ლავროვმა აღნიშნა, რომ აშშ-თან და ნატოსთან მოლაპარაკებები ამ თემაზე ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ხოლო რუსეთის ინიციატივაზე პასუხში „რაციონალური მარცვლები“ არსებობს. თუმცა დასავლეთი უსაფრთხოების განუყოფლობის შესახებ ეუთოს ნორმიდან მხოლოდ იმას „გლეჯს“, რაც მისთვისაა ხელსაყრელი.

„ჩვენ ომი არ გვსურს, მაგრამ არც ჩვენი ინტერესების უხეშად გათელვას, ჩვენი ინტერესების უგულებელყოფას დავუშვებთ“, − განაცხადა ლავროვმა რადიო Sputnik-ის, Эхо Москвы-ს, Говорит Москва-სა და Комсомольская правда-ს ეთერში.

ლავროვი ცალკე შეჩერდა აშშ-ისა და ნატოს რეაქციებზე უსაფრთხოების მანამდე წარდგენილ პროექტებზე, უწოდა რა მათგან პირველს „დიპლომატიის მწვერვალი“, ხოლო მეორეს − „ძალიან იდეოლოგიზებული“. და იქვე დაამატა, რომ სცხვენია მათ მაგივრად, ვინც ალიანსის პასუხი დაწერა.
ამასთან დეტალები არ გასაჯაროებულა, ვინაიდან დასავლელმა პარტნიორებმა მოითხოვეს, რომ ისინი არ გამოქვეყნებულიყო.
რაც შეეხება უკრაინას, ლავროვმა თქვა, რომ კიევი აუცილებლად უნდა აიძულონ, შეასრულოს მინსკის შეთანხმებები, და „მაშინ ყველაფერი რიგზე იქნება“.

უკრაინის საკითხი და მოლაპარაკებები დასავლეთთან

რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა ბოლო თვეებში კიდევ უფრო დაიძაბა. ვაშინგტონი და ბრიუსელი მოსკოვს უკრაინაში შეჭრის მომზადებაში ადანაშაულებენ და აღმოსავლეთ ევროპაში ყოფნას აძლიერებენ. მოსკოვი უარყოფს ყველა პრეტენზიას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჯარები საკუთარ ტერიტორიებზე გადაჰყავს და ეს არავის არ უნდა აღელვებდეს.
როგორც რუსული მხარე აცხადებს, უკრაინა არ ასრულებს მინსკის შეთანხმებებს, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს: ამ დროისათვის კიევს არმიის პირადი შემადგენლობის ნახევარი ჰყავს კონცენტრირებული თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის საზღვრებთან და რეგულარულად ახორციელებს სროლებს.
მოსკოვმა გასული წლის ბოლოს წარუდგინა ბრიუსელსა და ვაშინგტონს უსაფრთხოების გარანტიები, რომლითაც ის სამხედრო ბლოკისგან მოითხოვს: პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან თანამშრომლობის შეწყვეტას, მათ ტერიტორიებზე ბაზების შექმნაზე უარის თქმას, რუსეთის საზღვრებთან შემტევი იარაღის განუთავსებლობას, ევროპიდან ამერიკული ბირთვული იარაღის გატანასა და ასევე ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარის თქმას.
რუსეთმა 26 იანვარს მიიღო წერილობითი პასუხი უსაფრთხოების გარანტიებზე. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, დასავლელმა პარტნიორებმა უგულებელყვეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, კერძოდ, ნატოს შემდგომი გაფართოების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0