ნატოსა და აშშ-ის პასუხი რუსეთს: უსაფრთხოების გარანტიების მიჩქმალვის მცდელობა

© AP Photo / Efrem Lukatsky
  - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2022
გამოწერა
კოლექტიურმა დასავლეთმა მოსკოვის წინადადებებს გლობალური უსაფრთხოების ზომების შესახებ მოსალოდნელი არაკონსტრუქციული სახით უპასუხა—ფორმალურად და აგრესიულად. რუსეთის შემდგომი სამხედრო-პოლიტიკური და სამხედრო-ტექნიკური პასუხი აშშ-სა და ნატოსთვის სრულიად არაპროგნოზირებადი რჩება. ხოლო ამერიკული ექსპერიმენტების უბედური მსხვერპლი — უკრაინა — არ იქცევა აღმოსავლეთისა და დასავლეთის მთავარ ბრძოლის ველად.
2021 წლის 15 დეკემბერს შეერთებულიშტატებისა და ნატოსთვისუსაფრთხოების თანაბარი გარანტიების შესახებ რუსული ხელშეკრულებების პროექტების გადაცემის შემდეგ, ვაშინგტონმა და ბრიუსელმა 40 დღეზე მეტი იფიქრეს პასუხზე, მოკავშირეებიპოზიციებს ათანხმებდნენ. შედეგად, 26 იანვარს მათ მხოლოდ გაიმეორეს სტანდარტული და მათთვისმოსახერხებელი თეზისები და ჩუმი მუქარები რუსეთის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, ბელორუსის და დნესტრისპირეთის მიმართ.
ამასთან „პარტნიორებმა“ სთხოვეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, არ გამოექვეყნებინა მათი პასუხები, რაც პოზიციების არასტაბილურობასა დაზოგად არადამაჯერებელ რიტორიკაზე მიუთითებს „ახალი იალტა არ იქნება“, ან „რუსებო, დანებდეთ! “ სტილში. დოკუმენტების შინაარსი, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, ფართო საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი.
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2022
მსოფლიო დღეს
პუტინი მაკრონს: დასავლეთის მიერ იგნორირებულია უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპის საკითხი
შეერთებული შტატებისა და ნატოს სურვილი, გლობალური უსაფრთხოების პრობლემები უკრაინის ირგვლივ რუსულ „ესკალაციამდე“ დაიყვანონ, პრიმიტიული და არაპერსპექტიულია. ამ ფონზე ვაშინგტონის მოკავშირეები განიცდიან არათანმიმდევრულობის ეგზისტენციალურ კრიზისს, ანუ ზრუნავენ საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე.
გამოდის, რომ ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოს აქვს ენერგეტიკული და ფინანსური ინტერესები, რომლებიც მაიკ როჯერსის დაზვერვისა და გლობალური საკითხების ცენტრის დირექტორ ჯოშუა ჰუმინსკის თქმით, „უფრო დაუცველად აქცევს მათ მოსკოვის გავლენის მიმართ", რაც რუსეთთან დაპირისპირებას ართულებს.
კოლექტიური დასავლეთის განზრახვა, მოლაპარაკებები აწარმოოს მოსკოვთან სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვისა და ევროპაში სამხედრო მანევრების გამჭვირვალობის საკითხებზე, სასიხარულოა, მაგრამ აშკარად არასაკმარისი გლობალური უსაფრთხოების სისტემისთვის. ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადება 26 იანვარს: „რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადან, სადაც ისინი ამ ქვეყნების თანხმობის გარეშე არიან განლაგებული“, სრულიად მოგლეჯილია ალიანსის გეოპოლიტიკურ რეალობასა და მის გეოგრაფიულ არეალს.
ჯონ სალივანი - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2022
მიმოხილვა: მოსკოვმა ვაშინგტონიდან საიდუმლო გზავნილი მიიღო
ამასთან 26 იანვარს რუსეთმა მიიღო მეტი თავისუფლების ხარისხი აშშ-სა და ნატოს საფრთხეებზე სამხედრო-პოლიტიკური და სამხედრო-ტექნიკური პასუხისთვის, თანაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ვფიქრობ, რომ უახლოეს თვეებში ამ ამბავს ფეერიული გაგრძელება ექნება.

თუ ხვალ ომია

დასავლეთს კატეგორიულ არ სურს რუსეთის პოზიციის გათვალისწინება. უკომპრომისო ვაშინგტონი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შემდგომ გაფართოებაზე მსჯელობს პოსტსაბჭოთა სივრცეში. გერმანიისა და საფრანგეთის გარკვეული წინააღმდეგობის მიუხედავად, ბრიუსელი ნატოს უცხოური ჯარების ყოფნას ზრდის აღმოსავლეთ ევროპაში (რუმინეთი, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები).
სტოლტენბერგმა განაცხადა: „ვემზადებით ყველაზე ცუდი სცენარისთვის. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენი ძალების მზადყოფნას, გავზრდით ყოფნას, მათ შორის ბალტიისა და შავი ზღვების რაიონებში. იქ გაიგზავნება მეტი გემი და სამხედრო თვითმფრინავი“.
აშშ-ის ადმინისტრაცია ცდილობს, გადაწეროს ან გააუქმოს მონტრეს კონვენცია. ამერიკელი კონგრესმენები მოითხოვენ, დაჩქარდეს ტანკ Abrams-ების პოლონეთისთვის მიწოდება „რუსეთისგან დასაცავად“. ვაშინგტონი და ლონდონი კიევს აქტიურად ამარაგებენ Javelin-ებითა და SMAW-D ტანკსაწინააღმდეგო სისტემებით. ჩეხეთი უკრაინას მსხვილკალიბრიანი ჭურვებით „მუხტავს“. ამგვარად, ომი ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ხორცით იმოსება და სისხლით ივსება.
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2022
იქნება თუ არა ომი? ლავროვმა კითხვებს უპასუხა
დასავლეთი ობიექტურად აახლოებს რუსეთთან შეიარაღებულ შეტაკებას. გლობალური უსაფრთხოების პრობლემების დიპლომატიური მოგვარების სფერო სტაბილურად მცირდება. მომავალი კონფლიქტის ინტენსივობაზე, მასშტაბებსა და გეოგრაფიაზე საუბრისას, აშშ-სა და ნატოს ლიდერები ვერ აფასებენ მიმდინარე ესკალაციის რეალობას — არა „უკრაინის გარშემო“, არამედ „გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებში“, ვაშინგტონსა და ბრიუსელში.
გეოპოლიტიკურ თამაშში ფსონები ზღვრამდეა აწეული, „იარაღი კედელზე ჰკიდია“, და მესამე აქტის სცენარის მიხედვით, ვიღაც უნდა მოკვდეს, მაგრამ არა აუცილებლად ევროპაში.
რესპუბლიკელი კონგრესმენის, მარჯორი გრინის თქმით, ამერიკელები შესაძლოა რუსეთის ფედერაციასთან ბირთვულ ომში იმის გამო დაიღუპნენ, რომ უკრაინას ჰანტერ ბაიდენის (აშშ-ის პრეზიდენტის შვილის) შესახებ კომპრომატებია ქვს.
ასეა თუ ისე, შეერთებული შტატებისა და ნატოს მიერ გლობალური უსაფრთხოების პრინციპების დარღვევა გლობალური კონფლიქტის წინაპირობებს ქმნის. რუსეთს, როგორც ძლიერ ბირთვულ სახელმწიფოს, შეუძლია თავისი გეოპოლიტიკური მიზნების მიღწევა უზრუნველყოს, გვერდით გადადოს რა რეგიონული (უკრაინის) პრობლემები დროებით. გერმანიამ უკვე გამოაცხადა, რომ ძლიერი რუსეთის ინტერესების უგულებელყოფა შეუძლებელია.
დმიტრი მედვედევი - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2022
მედვედევმა ომის თავიდან აცილების გზა დაასახელა

კოორდინატთა სისტემა

რუსეთი საერთოდ არ არის დაინტერესებული პლანეტარულ მეზობლებთან დაპირისპირებით ან CSTO-ს შეერთებული შტატების საზღვრამდე გაფართოებით. თუმცა ამერიკის მიერ რუსეთის დემონიზაცია ნატოს ქვეყნების გაერთიანების, მოკავშირეებისთვის ამერიკული იარაღის მიყიდვის ზრდისა და ევროპიდან წევრობის გადასახადის გამოძალვის მეთოდად რჩება.
ამიტომ Breaking Defense-მა მკითხველებს აუწყა: „რუსეთის მიდგომა ევროპისადმი მიზნად ისახავს ალიანსის პოლიტიკურ გახლეჩვას, ქვეყნებთან ცალ-ცალკე ურთიერთობას და ერთმანეთისთვის მისევას. იქ, სადაც ერთიანობის დემონსტრირებაა საჭირო, ბერლინი და პარიზი მოსკოვის ნარატივს კვებავენ, რომ ნატო— ეს ქაღალდის ვეფხვია, რომელსაც ერთიანობა აკლია“.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ„ვეფხვმა“ ავღანეთში 20- წლიანი ბრძოლის შემდეგ თალიბებისგან პანღური მიიღო. ნატოს ჯარები ასევე უსახელოდ გადიან ერაყიდან.
მანამდე „თავდაცვითმა“ ალიანსმა დაბომბა იუგოსლავია, ლიბია და სირია — გაეროს ნებართვისგარეშე. ამ ბოლო ეპიზოდში რუსეთი მხოლოდ ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეებზე რეაგირებდა და სხვაგვარად ვერ მოიქცეოდა.
Учения НАТО в Грузии - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2022
უკრაინული დიუნკერკი: ნატო გაყოფილია და დემორალიზებული
ზოგიერთი დამკვირვებელი მიიჩნევს, რომ დღეს რუსეთი გამომწვევად ატარებს ჯარების ომისწინა განლაგებას წვრთნების სახით. მანამდე „ვაშინგტონ პოსტმა“ აღნიშნა: „მოსკოვი აშკარად შეუძლებელ მოთხოვნებს აყენებს მხოლოდ იმისთვის, რომ... შექმნას საბაბი შესაძლო სამხედრო მოქმედებისთვის, როდესაც ეს მოთხოვნები უარყოფილი იქნება“.
ვფიქრობ, დათვს არ უნდა შერცხვეს თავისი კლანჭებისა, თუ ტაიგელი მეზობლები თავხედურად დაასხდებიან თავზე. 2022 წელს აღმოსავლეთ ევროპაში მოსკოვის მიერ მონიშნული წითელი ხაზების დარღვევა ალიანსის მიერ, აუცილებლად გამოიწვევს სამხედრო კონფლიქტს, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ დასრულდება შეერთებული შტატებისა და ნატოს სასარგებლოდ.
შემთხვევითი არ არის, რომ 26 იანვარს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის 55-მა დემოკრატმა წევრმა მოუწოდა აშშ-ს პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს, გამოაცხადოს ბირთვული იარაღის გამოუყენებლობის სტრატეგია, მხარი დაუჭიროს რუსეთთან და ჩინეთთან მოლაპარაკებებს, შეაჩეროს საზღვაო ბაზირების ახალი ფრთოსანი რაკეტის შექმნა (ბირთვული შეიარაღებით) და დაბალი სიმძლავრის W76-2 ქობინების განლაგება TridentIID5-ებზე.
აშშ-სა და რუსეთის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2022
მსოფლიო დღეს
აშშ რუსეთს არაფერს დაუთმობს: ბრიფინგი სახელმწიფო დეპარტამენტში
ბრიტანეთის სანაპიროდან 250 კილომეტრში რუსეთის საზღვაო ძალების სარაკეტო სროლებისთვის მზადების ფონზე, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა ფრთხილად დააანონსა მოლაპარაკებები რუს კოლეგა სერგეი შოიგუსთან მოსკოვში.
რაც შეეხება ამერიკელების მიერ ხელოვნურად შექმნილ კრიზისს უკრაინაში, აქ სამხედრო რიტორიკასა და ნატოს მიერ იარაღის მასობრივ მიწოდებას ადგილი არ უნდა ჰონდეს. აღმოსავლეთ ევროპის სავარაუდო ავღანიზაცია, პირველ რიგში, ამ ფართომასშტაბიანი სამხედრო ავანტიურის ორგანიზატორებს დაარტყამს ვაშინგტონსა დაბრიუსელში.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ 27 იანვარს აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ სიტუაციის ნორმალიზებისთვის კიევს მხოლოდ მინსკის შეთანხმებების შესრულება სჭირდება.
შეერთებული შტატები და მისი ევროპელი მოკავშირეები ვერ შეძლებენ, რომ გლობალური უსაფრთხოების პრობლემა უკრაინული ეპიზოდით ჩაანაცვლონ, რომ რუსეთის კონკრეტული წინადადებები მიჩქმალონ. მეორე მხრივ, უკრაინა ათწლეულების განმავლობაში დარჩება ამერიკული დემოკრატიისა და დასავლური ღირებულებების ანტირეკლამად.
რედაქცია პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე
ყველა ახალი ამბავი
0