სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. საქართველოსა და საფრანგეთის პოლიტიკური მოღვაწე. მთაწმინდის ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი 2016-2018 წლებში. სალომე ზურაბიშვილი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2004-2005 წლებში. საფრანგეთის ელჩი საქართველოში იყო 2003-2004 წლებში. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე საქმიანობისას რუსეთმა საქართველოდან გაიყვანა სამხედრო ბაზები. სალომე ზურაბიშვილი დაიბადა და გაიზარდა საფრანგეთში, პოლიტიკური ემოგრაციის მოღვაწის, წლების განმავლობაში საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის ოჯახში. სალომე ზურაბიშვილმა 1972 წელს დაამთავრა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი, 1973 წელს - კოლუმბიის უნივერსიტეტი, ხოლო 1981 წელს პარიზის სახელმწიფო მართვის ეროვნული სკოლა. საქართველოში პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო 2004 წლიდან, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა. 2005 წელს თანამდებობიდან გადააყენეს. 2006 წელს დააფუძნა პარტია საქართველოს გზა. საქართველოს პრეზიდენტი გახდა 2018 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.
გაეცანით სიახლეებს სალომე ზურაბიშვილის შესახებ Sputnik-საქართველოს მეშვეობით.