რა დგას საქართველოს შესახებ საფრანგეთის რეზოლუციის უკან — ექსპერტის მოსაზრება

© photo: Sputnik / Доминик Бутен / გადასვლა მედიაბანკშისაფრანგეთის ეროვნული ასამბლეის სხდომა
საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2026
გამოწერა
პოლიტოლოგის თქმით, წარსულში საფრანგეთს კარგი ურთიერთობა ჰქონდა როგორც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, ისე „ქართული ოცნების“ მთავრობასთან, თუმცა, სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც თბილისმა უფრო სუვერენული საგარეო პოლიტიკის გატარება დაიწყო.
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის (ქვედა პალატა) მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუცია სრულად ჯდება ევროკავშირის პოლიტიკის საერთო ხაზში, რომელიც სამხრეთ კავკასიაში მისი გავლენის გაძლიერებას გულისხმობს, განაცხადა პოლიტოლოგმა და ევროპული პოლიტიკის მკვლევარმა სტეფანო აროკემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
საფრანგეთში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობით, ეროვნულმა ასამბლეამ შეიმუშავა და საქართველოს წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც სანქციების დაწესებას, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვას ითხოვს და მიღებულ კანონებს აკრიტიკებს. პარლამენტის 577 წევრიდან განხილვაში 95-მა მიიღო მონაწილეობა - რეზოლუციას 68 დეპუტატმა მხარი დაუჭირა, 22-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. სხდომას ზურაბიშვილიც ესწრებოდა.
„ეს რეზოლუცია თანხვედრაშია ევროკავშირის ძირითად მიმართულებასთან, რომელიც გულისხმობს სამხრეთ კავკასიაში მეტ აქტიურობას. ბრიუსელი საკუთარ თავს ნორმატიულ ძალას უწოდებს, რაც ნიშნავს, რომ მას სურს ძალაუფლების მიღება საკუთარი წესების თავსმოხვევით - ეს ე.წ. „ღირებულებებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკაა". ევროპა ცდილობს, საზოგადოებრივი მოწყობის საკუთარი წესრიგი მოგახვიოს თავს, ამის მიღწევას კი ევროკავშირი პოლიტიკური ზეწოლითა და არასამთავრობო ორგანიზაციების გამოყენებით ცდილობს“, - აღნიშნა სტეფანო აროკემ.
პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს განხილვაში ზურაბიშვილის მონაწილეობას და ამ კუთხით ხაზი გაუსვა ექს-პრეზიდენტის კავშირებს ფრანგულ პოლიტიკურ ელიტასთან. მისი თქმით, ეროვნული ასამბლეის სხდომის დღის წესრიგში საქართველოს შესახებ საკითხის შეტანა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის პირადი ძალისხმევის შედეგი არ არის, არამედ ეს უფრო საფრანგეთის მცდელობაა.
აროკემ ასევე განაცხადა, რომ წარსულში საფრანგეთს კარგი ურთიერთობა ჰქონდა როგორც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, ისე „ქართული ოცნების“ მთავრობასთან, თუმცა, სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც თბილისმა უფრო სუვერენული საგარეო პოლიტიკის გატარება დაიწყო.
„საქართველო კვლავ ერთგულია ევროპული გზის, მაგრამ საქართველო ამავე დროს უფრო და უფრო მეტ ინვესტიციას დებს აშშ-სთან ურთიერთობებში. საქართველოს პოლიტიკური პრიორიტეტების შეცვლა სწორედ ევროკავშირის დამოკიდებულების მიზეზით მოუწია, განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ", - განაცხადა პოლიტოლოგმა.
ამასთან, აროკემ გამოთქვა მოსაზრება, რომ პერსპექტივაში ევროკავშირს მოუწევს საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან უფრო აქტიურ თანამშრომლობაზე გადავიდეს და იზრუნოს ურთიერთობების ნორმალიზებაზე.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
ყველა ახალი ამბავი
0