https://sputnik-georgia.com/20250219/beselia-zurabishvils-saxis-areshi-dazianeba-agenishneba-292180323.html
ბესელია: ზურაბიშვილს სახის არეში დაზიანება აღენიშნება, რაც გამოძიების დაწყების საფუძველია
ბესელია: ზურაბიშვილს სახის არეში დაზიანება აღენიშნება, რაც გამოძიების დაწყების საფუძველია
Sputnik საქართველო
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში შეურაცხმყოფელი შეძახილებით დახვდნენ და კვერცხები ესროლეს. 19.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-19T19:00+0400
2025-02-19T19:00+0400
2025-02-19T19:00+0400
საქართველო
სალომე ზურაბიშვილი
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1c/273498777_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_dc166b8140a002d93cc849f915b9b571.jpg
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჩაიტარა სამედიცინო გამოკვლევა და ოფიციალურად დადასტურდა, რომ აღენიშნება დაზიანება, რაც უდავოს ქმნის გამოძიების დაწყების აუცილებლობას, განაცხადა ზურაბიშვილის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ თბილისის აეროპორტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. 18 თებერვალს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნებულ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს თბილისის აეროპორტში უცნობი პირები შეურაცხყოფას აყენებენ და შემდეგ კვერცხებს ესვრიან. მანამდე ანალოგიური თავდასხმა საპარლამენტო ოპოზიციური პარტია "საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიაზე განხორციელდა. ბესელიას ინფორმაციით, ზურაბიშვილმა გუშინვე ჩაიტარა სამედიცინო გამოკვლევა და სამედიცინო დაწესებულებამ გასცა ოფიციალური ცნობა, სადაც დადასტურებულია, რომ მას დაზიანება სახის არეში აღენიშნება.პრეზიდენტის წარმომადგენელმა საქართველოს პროკურატურაში სარჩელი უკვე შეიტანა, რომელსაც თან დაურთო სამედიცინოდაწესებულების მიერ გაცებული ოფიციალური ცნობა. ბესელიას თქმით, ექს-პრეზიდენტზე თავდასხმა წინასწარ იყო ორგანიზებული და ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს.თავად ზურაბიშვილმა მასზე განხორციელებული თავდასხმა შეაფასა „პატარა კაცების პატარა ბოღმად" და განაცხადა, რომ მმართველი პარტია ვერ მართავს საქართველოს და ერთადერთი, რასაც აკეთებს და შეუძლია, ესაა რეპრესიული ზომების მიღება და კვერცხის სროლაა.ექს-პრეზიდენტისა და ექს-პრემიერთან მიმართებით მომხდარი ფაქტი დაგმეს „ქართულ ოცნებაშიც".როგორც პარტიის გენ-მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, პოლიტიკოსების ნებისმიერი შეურაცხყოფა, მათ შორის, კვერცხების სროლა მიუღებელია. ამასთან, კალაძემ საზოგადოებას შეახსენა, რომ სწორედ ზურაბიშვილმა, პრეზიდენტობის პერიოდში შეიწყალა პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი, რომელმაც პოლიციელს "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა. მმართველმა პარტიამ არაერთხელ დაადანაშაულა ოპოზიცია, ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებსა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1c/273498777_97:0:2826:2047_1920x0_80_0_0_b94c17688cbd354c11f922bd4d70cfbe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სალომე ზურაბიშვილი , შემთხვევები საქართველოში, საქართველოს პროკურატურა, ახალი ამბები
საქართველო, სალომე ზურაბიშვილი , შემთხვევები საქართველოში, საქართველოს პროკურატურა, ახალი ამბები
ბესელია: ზურაბიშვილს სახის არეში დაზიანება აღენიშნება, რაც გამოძიების დაწყების საფუძველია
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში შეურაცხმყოფელი შეძახილებით დახვდნენ და კვერცხები ესროლეს.
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჩაიტარა სამედიცინო გამოკვლევა და ოფიციალურად დადასტურდა, რომ აღენიშნება დაზიანება, რაც უდავოს ქმნის გამოძიების დაწყების აუცილებლობას, განაცხადა ზურაბიშვილის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ თბილისის აეროპორტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
18 თებერვალს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნებულ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს თბილისის აეროპორტში უცნობი პირები შეურაცხყოფას აყენებენ და შემდეგ კვერცხებს ესვრიან. მანამდე ანალოგიური თავდასხმა საპარლამენტო ოპოზიციური პარტია "საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიაზე განხორციელდა.
ბესელიას ინფორმაციით, ზურაბიშვილმა გუშინვე ჩაიტარა სამედიცინო გამოკვლევა და სამედიცინო დაწესებულებამ გასცა ოფიციალური ცნობა, სადაც დადასტურებულია, რომ მას დაზიანება სახის არეში აღენიშნება.
„სახის არეში როცა ესვრი ადამიანს, შეიძლება იყოს ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათო, რადგანაც სახე ითვლება სახიფათო ზონად და ამიტომ გაცილებით უფრო მკაცრია ასეთ დროს კანონმდებელი. წინასწარ ორგანიზებულად საგნების სროლა პრეზიდენტის მიმართ რადგან მისი პოლიტიკური პოზიცია არ მოგწონს, დანაშაულია", – განაცხადა ბესელიამ.
პრეზიდენტის წარმომადგენელმა საქართველოს პროკურატურაში სარჩელი უკვე შეიტანა, რომელსაც თან დაურთო სამედიცინოდაწესებულების მიერ გაცებული ოფიციალური ცნობა. ბესელიას თქმით, ექს-პრეზიდენტზე თავდასხმა წინასწარ იყო ორგანიზებული და ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს.
„თავდასხმის მცირე ნაწილი გადაღებული აქვს პრეზიდენტის თანმხლებ პირს, აღნიშნულ ვიდეოში მინიმუმ ორი ადამიანის იდენტიფიცირება შესაძლებელია. იქ იყო ათზე მეტი ადამიანი. თავდასხმის მომენტში და არც შემდგომ, ტერიტორიაზე არცერთი პოლიციელი არ იმყოფებოდა, რაც მიანიშნებს, რომ თავდასხმა წინასწარ შეთანხმებული იყო“, - განაცხადა ბესელიამ.
თავად ზურაბიშვილმა მასზე განხორციელებული თავდასხმა შეაფასა „პატარა კაცების პატარა ბოღმად" და განაცხადა, რომ მმართველი პარტია ვერ მართავს საქართველოს და ერთადერთი, რასაც აკეთებს და შეუძლია, ესაა რეპრესიული ზომების მიღება და კვერცხის სროლაა.
ექს-პრეზიდენტისა და ექს-პრემიერთან მიმართებით მომხდარი ფაქტი დაგმეს „ქართულ ოცნებაშიც".
როგორც პარტიის გენ-მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, პოლიტიკოსების ნებისმიერი შეურაცხყოფა, მათ შორის, კვერცხების სროლა მიუღებელია.
ამასთან, კალაძემ საზოგადოებას შეახსენა, რომ სწორედ ზურაბიშვილმა, პრეზიდენტობის პერიოდში შეიწყალა პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი, რომელმაც პოლიციელს "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა.
მმართველმა პარტიამ არაერთხელ დაადანაშაულა ოპოზიცია, ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებსა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში.