https://sputnik-georgia.com/20250109/mdinaradze-zurabishvils-pasuxobs-291700165.html
მას შეუძლია თქვას, რომ არის მუსოლინი ან ჰიტლერი: დეპუტატი ზურაბიშვილს პასუხობს
მას შეუძლია თქვას, რომ არის მუსოლინი ან ჰიტლერი: დეპუტატი ზურაბიშვილს პასუხობს
Sputnik საქართველო
ზურაბიშვილმა ხუთშაბათს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ იგი საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტია. 09.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-09T19:50+0400
2025-01-09T19:50+0400
2025-01-09T19:59+0400
საქართველო
სალომე ზურაბიშვილი
ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288178394_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_7c9f2f7e93fe9a35c6f812040051d190.jpg
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია საკუთარი თავი ჰიტლერად ან მუსოლინად მიიჩნიოს, მას აღარანაირი ძალაუფლება და უფლებამოსილება არ აქვს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.ზურაბიშვილმა ხუთშაბათს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ იგი საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტია.მისი თქმით, დღეს საქართველოში სხვა რეალობაა.„მოდელირებული რეალობების შეთავაზება საქართველოში, საბედნიეროდ, დასრულებულია. ამიტომაც ვერც სალომე ზურაბიშვილი, ვერც სხვა რიგითი „ნაცი“ ამ რეალობას ვერ შეცვლის“, - განაცხადა მდინარაძემ.მან ასევე აღნიშნა, რომ მაკკეინის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდინტად ზურაბიშვილის დასახელებაც საჩვენებელია.არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის (ASU) მაკკეინის ინსტიტუტმა საქართველოს ექს-პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 წლის კისინჯერის სტიპენდიატად დაასახელა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ როგორც კისინჯერის სტიპენდიატი სალომე ზურაბიშვილი „გააგრძელებს პრინციპული სტრატეგიული ლიდერობის ტრადიციას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დემოკრატიულ ფრონტზე“.საქართველოს ხელისუფლებაში არაერთხელ დაადანაშაულეს ზურაბიშვილი და ოპოზიცია იმაში, რომ ისინი ქვეყანაში „ლიბერალური ფაშიზმის“ წარმომადგენლები არიან.როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „ლიბერალურ ფაშიზმში“ მოიაზრება ტყუილი, განსხვავებული მოსაზრების სრული მიუღებლობა და უცხოური დაფინანსების დახმარებით საზოგადოებაში სიძულვილის ენის დათესვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288178394_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_eb88ffb5bf6467c1b269f410e3b083af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სალომე ზურაბიშვილი , ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, სალომე ზურაბიშვილი , ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
მას შეუძლია თქვას, რომ არის მუსოლინი ან ჰიტლერი: დეპუტატი ზურაბიშვილს პასუხობს
19:50 09.01.2025 (განახლებულია: 19:59 09.01.2025) ზურაბიშვილმა ხუთშაბათს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ იგი საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტია.
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია საკუთარი თავი ჰიტლერად ან მუსოლინად მიიჩნიოს, მას აღარანაირი ძალაუფლება და უფლებამოსილება არ აქვს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
ზურაბიშვილმა ხუთშაბათს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ იგი საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტია.
„მე სალომე ზურაბიშვილის ფსიქოემოციურ მდგომარეობას ვერ შევაფასებ. მას შეუძლია თქვას, რომ ის არის მუსოლინი ან ჰიტლერი, რადგანაც მისი და მისი მეგობრების ქმედებები ძალიან ემსგავსება მათ მოქმედებებს. საბედნიეროდ, მსგავსი ძალაუფლება არ გააჩნია. მას შეუძლია ნებისმიერი რამ დაუძახოს თავის თავს", - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, დღეს საქართველოში სხვა რეალობაა.
„მოდელირებული რეალობების შეთავაზება საქართველოში, საბედნიეროდ, დასრულებულია. ამიტომაც ვერც სალომე ზურაბიშვილი, ვერც სხვა რიგითი „ნაცი“ ამ რეალობას ვერ შეცვლის“, - განაცხადა მდინარაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მაკკეინის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდინტად ზურაბიშვილის დასახელებაც საჩვენებელია.
არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის (ASU) მაკკეინის ინსტიტუტმა საქართველოს ექს-პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 წლის კისინჯერის სტიპენდიატად დაასახელა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ როგორც კისინჯერის სტიპენდიატი სალომე ზურაბიშვილი „გააგრძელებს პრინციპული სტრატეგიული ლიდერობის ტრადიციას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დემოკრატიულ ფრონტზე“.
საქართველოს ხელისუფლებაში არაერთხელ დაადანაშაულეს ზურაბიშვილი და ოპოზიცია იმაში, რომ ისინი ქვეყანაში „ლიბერალური ფაშიზმის“ წარმომადგენლები არიან.
როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „ლიბერალურ ფაშიზმში“ მოიაზრება ტყუილი, განსხვავებული მოსაზრების სრული მიუღებლობა და უცხოური დაფინანსების დახმარებით საზოგადოებაში სიძულვილის ენის დათესვა.