https://sputnik-georgia.com/20250218/zurabishvilma-sarcheli-sheitana-292171107.html
ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ ძალადობას: ექს-პრეზიდენტმა სარჩელი შეიტანა
ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ ძალადობას: ექს-პრეზიდენტმა სარჩელი შეიტანა
Sputnik საქართველო
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში შეურაცხმყოფელი შეძახილებით დახვდნენ და კვერცხები ესროლეს 18.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-18T20:29+0400
2025-02-18T20:29+0400
2025-02-18T20:29+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
სალომე ზურაბიშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283452281_0:0:3242:1824_1920x0_80_0_0_6e57f1377ca9929328fa78c9a430e1e6.jpg
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. დღეს საჩივარი შევიტანე, გამოძიება მოვითხოვე, ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ, განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის აეროპორტში მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.18 თებერვალს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნებულ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს თბილისის აეროპორტში უცნობი პირები შეურაცხყოფას აყენებენ და შემდეგ კვერცხებს ესვრიან. მანამდე ანალოგიური თავდასხმა საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიაზე განხორციელდა.მან თავდასხმა შეაფასა „პატარა კაცების პატარა ბოღმად" და განაცხადა, რომ მმართველი პარტია ვერ მართავს საქართველოს და ერთადერთი, რასაც აკეთებს და შეუძლია, ესაა რეპრესიული ზომების მიღება და კვერცხის სროლაა.ექს-პრეზიდენტისა და ექს-პრემიერთან მიმართებით მომხდარი ფაქტი „ქართულ ოცნებაში" დაგმეს.როგორც პარტიის გენ-მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, პოლიტიკოსების ნებისმიერი შეურაცხყოფა, მათ შორის, კვერცხების სროლა მიუღებელია.ამასთან, კალაძემ საზოგადოებას შეახსენა, რომ სწორედ ზურაბიშვილმა, პრეზიდენტობის პერიოდში შეიწყალა პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი, რომელმაც პოლიციელს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა.მმართველმა პარტიამ არაერთხელ დაადანაშაულა ოპოზიცია, ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებსა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283452281_40:0:2771:2048_1920x0_80_0_0_1615b5ad861c4f5d51895e0737b43a4c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, სალომე ზურაბიშვილი
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, სალომე ზურაბიშვილი
ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ ძალადობას: ექს-პრეზიდენტმა სარჩელი შეიტანა
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში შეურაცხმყოფელი შეძახილებით დახვდნენ და კვერცხები ესროლეს
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. დღეს საჩივარი შევიტანე, გამოძიება მოვითხოვე, ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ, განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის აეროპორტში მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.
18 თებერვალს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნებულ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს თბილისის აეროპორტში უცნობი პირები შეურაცხყოფას აყენებენ და შემდეგ კვერცხებს ესვრიან. მანამდე ანალოგიური თავდასხმა საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიაზე განხორციელდა.
„თბილისის აეროპორტში ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ ძალადობას... ამ შემთხვევაში მე ვარ სიმბოლო, რასაც ებრძვის „ქართული ოცნება“ - ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ტრადიციებს, ქართულ ზრდილობას", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მან თავდასხმა შეაფასა „პატარა კაცების პატარა ბოღმად" და განაცხადა, რომ მმართველი პარტია ვერ მართავს საქართველოს და ერთადერთი, რასაც აკეთებს და შეუძლია, ესაა რეპრესიული ზომების მიღება და კვერცხის სროლაა.
„სისუსტეს ავლენს რეჟიმი, როცა ასაკოვანი ქალის მიმართ, რომელსაც არ ცნობენ პრეზიდენტად, ასე იქცევიან. ეს თუ სისუსტის ნიშანი არ არის, მაშინ მე არ ვიცი რისი ნიშანია", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ექს-პრეზიდენტისა და ექს-პრემიერთან მიმართებით მომხდარი ფაქტი „ქართულ ოცნებაში" დაგმეს.
როგორც პარტიის გენ-მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, პოლიტიკოსების ნებისმიერი შეურაცხყოფა, მათ შორის, კვერცხების სროლა მიუღებელია.
ამასთან, კალაძემ საზოგადოებას შეახსენა, რომ სწორედ ზურაბიშვილმა, პრეზიდენტობის პერიოდში შეიწყალა პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი, რომელმაც პოლიციელს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა.
მმართველმა პარტიამ არაერთხელ დაადანაშაულა ოპოზიცია, ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებსა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში.