სალომე ზურაბიშვილი 5 ათასი ლარით დააჯარიმეს

© Courtesy of Salome Zourabichviliსალომე ზურაბიშვილი აქციაზე
სალომე ზურაბიშვილი აქციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2025
გამოწერა
ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, მას 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის დარღვევისთვის 5000 ლარით დაჯარიმდა. მან სოციალურ ქსელში ოქმის ფოტო გამოაქვეყნა.
როგორც ზურაბიშვილისთვის გაგზავნილ დოკუმენტში წერია, საქმე ეხება 3 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას, სადაც, როგორც ზურაბიშვილი წერს, ნამდვილად იმყოფებოდა. მისი თქმით, იმ დღეს ის მონაწილეობდა აქტივისტების დედების მარშში, რომელთა შვილებიც 2024 წლის ოქტომბრის ბოლოდან დააკავეს.
„აქტივისტად მოვინათლე დღეს! მე კი ვიდექი იქ, სადაც ყველა დედა უნდა მდგარიყო - სინდისის პატიმრების დედების გვერდში!“- წერს სალომე ზურაბიშვილი.
ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, მას 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულია გზის ხელოვნურად გადაკეტვა სატრანსპორტო საშუალებებისთვის, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა ამას არ მოითხოვს.
ამ წესის დარღვევა სამართალდარღვევაა და იწვევს 5 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმას ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას.
ყველა ახალი ამბავი
0